ჩაძირული გემები,რომლებიც წყლის ზედაპირზე დარჩნენ!
მსოფლიოს ოკეანეში მრავლად მოიპოვება ჩაძირული გემები და სხვა მრავალი საზღვაო არტეფაქტები. პლანეტის ყველაზე “დაუნდობელ” წყლებში მოიპოვება მსოფლიოს გრანდიოზული და გასაოცარი გემები, რომლებიც მყვინთავებს საუკუნეების ისტორიას ახსენებს. მაგრამ გარდა ოკეანის სიღრმებში შთანთქმული გემებისა, არის გემები, რომლებიც ჩაძირვის შემდეგ წყლის ზედაპირზე დარჩა და მათი ნახვა უსაფრთხო ადგილიდანაც შესაძლებელია…
1. “SS Maheno”,კუნძული ფრეიზერი,ქვინსლენდი,ავსტრალია.
კუნძული ფრეიზერი,რომელიც მდებარეობს ავსტრალიის სანაპიროსთან, არის ყველაზე დიდი ქვიშის კუნძული მსოფლიოში და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი.მაგრამ კუნძულის ყველაზე შესამჩნევი ღირსშესანიშნაობა არის ჩაძირული გემი “SS Maheno.” მაჰენოს აქვს განსაკუთრებული ისტორია: ის ააგეს 1905 წელს შოტლანდიაში, როგორც სამგზავრო ლაინერი. მსახურობდა ლა-მანშის სრუტეში, როგორც საავადმყოფო, სანამ ექსპლუატაციიდან ამოიგებდნენ 1935 წელს. იმავე წელს ის ბუქსირით წაიყვანეს მელბურნში, ავსტრალიაში,სადაც მას ციკლონი დაატყდა თავს და საბოლოოდ გაჩერდა კუნძულ ფრეიზერთან. მაჰენოს ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები გამოიყენებდნენ საწვრთნელად, როგორც გასანადგურებელი “მიზანი”, ცოტა მოგვიანებით კი გახდა ტურისტებისთვის საყვარელი და მიმზიდველი ადგილი.გემის სამ სართულზე მეტი ქვიშაშია ჩაფლული და დღესაც მრავალი ტურისტი ჩადის მის სანახავად.
2.”SS American Star”, კანარის კუნძულები.
“ეს ეს ამერიკან სტარი” ააგეს 1940 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩაიძირა 1994 წელს კანარის კუნძულებთან ახლოს.ავარიის დროს გემი ბუქსირით გადაყავდათ ტაილანდში, რათა გამოეყენებინათ როგორც “მცურავი სასტუმრო” მაგრამ როგორც ხედავთ, საბოლოოდ ბინა კანარის კუნძულებზე დაიდო…
3.ჩატემის კუნძულები, ახალი ზელანდია.
ეს დაჟანგებული ძველი გემი “განისვენებს” ჩატემის არქიპელაგზე,ახალ ზელანდიაში.კუნძულს სახელი დაერქვა ამ გემის სახელწოდებიდან “HMS Chatham”,რომელსაც მართავდა კაპიტანი ვილიამ რობერტი.ამ ექსპედიციამ კუნძული გამოაცხადა ინგლისი საკუთრებად 1791 წელს.მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ძველი გემი არ მიეკუთვნება იმავე პერიოდს. დღესდღეობით კუნძულის მოსახლეობა არის 609 ადამიანი, ევროპელები და მაორის შთამომავლები.
4.ვანუატუს რესპუბლიკა, წყნარი ოკეანე.
ეს ჟანგიანი გემი მოძრაობდა წყნარი ოკეანის წყლებში 1980-იან წლებში, როდესაც კუნძულ ვანუატუს ციკლონი “უმა” დაატყდა თავს. უდავოდ ვულკანური წარმოშობის არქიპელაგი მრავალი გემის ჩაძირვის მომსწრე გახდა, მაგრამ ეს გემი იმით გამოირჩევა, რომ ჩაძირვის შემდეგ რიფზე გაჩერდა და მას შემდეგ ტურისტების მიმზიდველ სანახაობად იქცა.
5.”Point Reyes”,კალიფორნია.
ეს სათევზაო გემი არ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ გასაოცარ გემად ჩაძირულებს შორის, მაგრამ მაინც საინტერესო არტეფაქტია..
6.”The Kakapo”,კეიპთაუნი.
მხოლოდ ორი პროპელერიღა გადარჩა გემი “კაკაპოსგან”, რომელიც ჩაიძირა 26 მაისს 1900 წელს. იმ საბედისწერო ღამეს, “კაკაპომ” დატოვა კეიპთაუნი და სიდნეისკენ აიღო გეზი,მაგრად საუბედუროდ ნისლში მოხვდა.კაპიტანმა გეზი აიღო აღმოსავლეთით რათა ერთ-ერთ ყურეში შესულიყო და დაეცადა, სანამ საფრთხე გაივლიდა. მაგრამ საუბედუროდ მიმართულება აერია და კეთილი იმედის კონცხთან ახლოს რიფში გაიჭედა. კეთილი იმედის კონცხი ცნობილი არის მისი ცვალებადი ამინდით და ამის გამო მას “შტორმის” კონცხს უწოდებენ. 1918 წლის შემდეგ აქ ააგეს შუქურა, რათა იგივე შეცდომა არ გაიმეორონ სხვა გემებმა.
7.ონტარიოს ტბა,კანადა.
სამწუხაროდ, ამ გემის შესახებ.არავინ არაფერი იცის. რა ქვია მას? როგოც მოხვდა ამ ტბაში? როგორ განიცადა კატასტროფა? და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც ვიცით არის რომ ეს გასაოცარი გემი შეგიძლიათ ნახოთ ონტარიოს ტბი ნაპირთან, რომელმაც არაერთი გემი შეიწირა.
8.”River Princess”,გოა,ინდოეთი.
ალბათ ეს უფრო ღირსშესანიშნაობაა ვიდრე ისტორიის კატასტროფა, გემი “River Princess” ჩაიძირა გოას სანაპიროსთან შტორმის შედეგად. ადგილობრივ მთავრობას არა აქვს იმის სახსრები, რომ მისი ამოყვანა უზრუნველყონ. წყალი ისეთი მეჩხერია, ადამიანს შეუძლია გემამდე ფეხით მივიდეს. გემს ერთ მხარეზე აქვს ხვრელი, რომელიც ქვიშით არის ამოვსებული. ეს ხვრელი უზრუნველყოფს გემის უძრაობას. თვალწარმტაცია თუ არა, მიუხედავად ამისა ეს ლევიათანი ათწლეულების განმავლობაში იდგება ასე უძრავად….
Paata Chikhladze | Create your badge