არქივი

ბეთლემი(გამოქვაბული)

ec9482335401

ბეთლემი გამოქვაბული ხევში (ყაზბეგის რაიონი), მყინვარწვერის მასივზე, მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულ ბეთლემის ქედზე მდებარეობს. ზღვის დონიდან დაახლოებით 4100 მ. ბეთლემი გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ სიმაღლეზე).

1947 წლის ნოემბერში ცნობილმა ალპინისტმა, ლევან სუჯაშვილმა პირველმა შეამჩნია მყინვარწვერის ციცაბო ფერდობზე ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოშვებული ჯაჭვი. თავად ლევან სუჯაშვილის სიტყვებით: «1947 წლის ნოემბრის თვის პირველ რიცხვებში მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ აღმოსავლეთით სალ კლდეში დავინახე ხელოვნურად ნაშენები გამოქვაბულის წინა ხედი, სადაც გარკვეულად შევამჩნიე რკინის კარები და სალ კლდეზე დაშვებული რკინის ჯაჭვი. მაშინვე გამახსენდა ილია ჭავჭავაძის პოემა ”განდეგილი”. აი, სწორედ ეს ის ჯაჭვია, რომელზედაც ”განდეგილის” ავტორი მოგვითხრობს.»

1948 წელს ბეთლემი გამოიკვლია ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. გამოქვაბულში ასასვლელად კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 სიგრძის კრინის ჯაჭვი. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბეთლემის კარი, სპილენძის შანდალი, საეკლესიო ინვენტარი, მონეტები ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნით თარიღდება. ბეთლემის შესახებ ხალხში შემონახული თქმულება საფუძვლად დაედო ი. ჭავჭავაძის პოემა “განდეგილს”.

მსგავსი ამბები

Back to top button