გართობა

გაიხსენეთ ბავშვობა, ბავშვებმა კი ნახეთ როგორი იყო უფროსების ბავშვობა!

Image Hosted by ImageShack.us

სურათების ამ ნაკრებში აღმოვაჩინე უამრავი ნივთი ან მოგონება, რომელიც უკავშირდება პირადად ჩემს ბავშვობას. ამის გამო გამახსენდა სკოლის წლები, რადგან საუკეთესო დრო მაქვს ნატარები სკოლაში… გააგრძელეთ ამ პოსტის კითხვა და დარწმუნებული ვარ საშუალო ასაკის ადამიანებს (20 – 28 წწ.)დაახლოებით ჩემნაირი ნოსტალგია დაგეუფლებათ, ხოლო პატარები ნახავთ, რითი ერთობოდნენ თქვენი ძმები, დები ან უბრალოდ ცოტათი უფროსი თაობა… 

ეს კენტის საღეჭი რეზინის “ნაკლეიკები” ქონდა ყველას გარშემო, უბრალოდ არ შეიძლებოდა, რომ არ შეგეგროვებინა და არ გეთამაშა “ჯერანი” ან “ჩინგაჩუნგა”

Image Hosted by ImageShack.us

უგემრიელესი “მამალო” საწუწნი კამფეტი, აბა სად იყო მაშინ ჩუპა – ჩუპსები, თან ზომების მიხედვით…

Image Hosted by ImageShack.us

მამაჩემმა რო მიყიდა პირველად “სიუბორი” ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა ცხოვრებაში, მქონდა თავიდან ოთხ თამაშიანი კასეტა და შემეძლო მეთამაშა სიკვდილამდე…

Image Hosted by ImageShack.us

ეს არის იმ დროის კომპიუტერების უკვდავი თამაში, ისე დღემდე თამაშობს ხალხი ამას, რაც არ უნდა უცნაური იყოს!

Image Hosted by ImageShack.us

ესეც მეორე უკვდავი თამაში… თან 2 კაცზე იყო ეს ტანკები და ღამეც კი გამითენებია და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მე და ჩემი ძმაკაცი გავედით 94-ე ტურში… მაგარი იყო მართლა :D

Image Hosted by ImageShack.us

ესეც ჩვენი დროის PSP ან Game Boy, მართალია არც გრაფიკა ქონდა, არც ხმა (წრიპინებდა მარტო) მარა ძაან მაგარი გასართობი იყო დამიჯერეთ…

Image Hosted by ImageShack.us

ეს ბრიტანული ჯგუფი ისე მიყვარდა რო რავიცი, სიტყვებით ვერ აღვწერ :D ამათი კინო რო ვნახე პირველად გადავირიე!!!

Image Hosted by ImageShack.us

მეგობრობის დღიური, რომელიც ქონდა ყველა გოგოს (არამარტო გოგოებს) და ჩვენ ვავსებდით ხოლმე… ტიპიური კითხვებით, სახელი? გვარი? ვის უსმენ? ვინ გიყვარს? და ა.შ. (ნეტა ამ ახალგაზრდობას აქვთ ესეთი რამეები?) :D

Image Hosted by ImageShack.us

სიყვარულის ახსნის საუკეთესო და მარტივი საშუალება :D საღეჭი რეზინი სახელად: Love Is…

Image Hosted by ImageShack.us

ესეც ამ დაუვიწყარი კევის “ნაკლეიკები”

Image Hosted by ImageShack.us

შუშის ბურთულები! ვის რაში ჭირდებოდა არავინ არ იცის, მარა მაგარი გასართობი იყო :D

Image Hosted by ImageShack.us

20 თეთრიანი (მერე გაძვირდა) გასაგრილებელი საშუალება, რომელიც იხსნება 1.5 ლიტრ წყალში და არის ძაან უგემური და საზიანო ქიმიური დანამატებით სავსე, მაგრამ რატომღაც მიყვარდა :D

Image Hosted by ImageShack.us

ამ სათამაშომ გადაატრიალ-გადმოატრიალა საქართველო!
Image Hosted by ImageShack.us

ლაზერი! ძმაკაცს დაჟე ისეთი ქონდა, რომელსაც შიგნით ედო ალმასი და ანათებდა 1-1.5 კილომეტრზე… ოღონდ მართლა!

Image Hosted by ImageShack.us

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button