გართობა

ხასიათი საყვარელი კერძის მიხედვით

Image Hosted by ImageShack.us

ადამიანის ხასიათი შეიძლება იმის მიხედვით გაარკვიოთ, თუ რომელ კერძს ანიჭებს უპირატესობას.

თუ ყველაფერს სისხლიანი ბიფშსტექსი გირჩევნიათ, იმპულსური ადამიანი ხართ და ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევით.

თევზის თაყვანისმცემლებს მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი აქვთ, ადვილად პოულობენ მეგობრებს, მაგრამ ზედმეტად გულჩახვეული არიან, არც ემოციების გამჟღავნების რცხვენიათ.

ჩაშუშული ბოსტნეული უყვართ პატივმოყვარე ადამიანებს. ისინი, ერთი შეხედვით მშვიდი, ჰარმონიული პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ უზომოდ უყვართ საკუთარი თავი და უფრთხილდებიან ჯანმრთელობას.

ხილის მოყვარულები გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, მგრძნობელობითა და იშვიათი პასუხისმგებლობით.

ზედმეტად მწარე კერძებს ტემპერამენტიანი, ვნებიანი ადამიანები ეტანებიან. ისინი ნამდვილი თავგადასავლების მაძიებლები არიან, ავანტიურისტები და სიახლის მოყვარულები.

ცხიმიან კერძებს უპირატესობას დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანები ანიჭებენ.

მსგავსი ამბები

Back to top button