არქივი

ჯონი კეში

ac36d8e1b754

ჯონ რეი კეში (ინგ. John Ray Cash) (დ. 26 თებერვალი, 1932 ― გ. 12 სექტემბერი, 2003) – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკელი ქანთრი და როკ მუსიკის შემსრულებელი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი.

კეში ცნობილი იყო ღრმა გამორჩეული ბარიტონით, ე.წ. ტენესიური ბუმ-ჩიკა-ბუმ ხმოვანების ბენდის აკომპანემენტით, მუქი ფერის ტანსაცმლითა და ქცევით, რომლის გამოც მას მეტსახელად “მამაკაცი შავებში” (“The Man in Black”) შეარქვეს. კეში მის ყოველ კონცერტს მოკლე და მარტივი შესავლით “Hello, I’m Johnny Cash” (გამარჯობა, მე ჯონი კეში ვარ) იწყებდა.

მძიმე პირადი ცხოვრება და რელიგიურობა კეშის მუსიკის ლეიტმოტივი იყო, განსაკუთრებით მის გვიანდელ კარიერაში, რომელშიც გამოძახილს მწუხარება, მორალური ტანჯვა და მონანიება პოულობს. მისი უკვდავი ჰიტებია: “I Walk the Line”, “Folsom Prison Blues”, “Ring of Fire”, “Man In Black” და “Hurt”. მას ასევე რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარული იუმორისტული სიმღერა აქვს ჩაწერილი: “One Piece At A Time”, “The One on the Right is on the Left” და “A Boy Named Sue”.

კარიერაში, რომელიც თითქმის ხუთი ათწლეული გრძელდობოდა, კეში მსოფლიოში მრავალი ადამიანისთვის ქანთრი მუსიკის პერსონიფიკაცია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნეშვილის მეინსტრიმს სიძულვილით მოიხსენიებდა. თუმცა, რეი ჩარლზის, ბითლების, ბობ დილანისა და ელვის პრესლის მსგავად, კეში იმ მუსიკოსთაგანი იყო, რომელიც ჟანრთა შორის საზღვრებს არღვევს. მისი ჩაწერილი სიმღერები შეიძლება როკ-ენდ-როლიც იყოს, ბლუზიც, როკაბილი, ფოლკი და გოსპელი, და თითოეულ ამ ჟანრზე უდიდეს გავლენას ახდენს. კეში ერთ-ერთია იმ ათ მუსიკოსთაგან, რომლებიც ერთდროულად როკ-ენდ-როლისა და ქანთრის დიდების დარბაზებშია შეყვანილი (დანარჩენები არიან ჩეტ ატკინსი, ელვის პრესლი, ბრენდა ლი, ჰენკ უილიამსი, დონ და ფილ ევერლი, სემ ფილიპსი, სემი როჯერსი, ფლოიდ კრემერი) და ასევე პატივს იყოფს ჰენკ უილიამს უმცროსთან, როგორც მუსიკოსთა სამი უდიდესი დიდების დარბაზის სრული წევრი (როკ-ენდ-როლი, ქანთრი, და სიმღერათა ავტორების დარბაზები). კარიერის განმავლობაში მას 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და “მუსიკის ისტორიაში წამყვანი პოზიცია” უჭირავს.
ჯონი კეში გარდაიცვალა 71 წლის ასაკში ნეშვილში (ტენესი), დიაბეტის გართულების გამო, რომელმაც სასუნთქი სისტემის მოქმედება გაუჩერა. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, ჰენდერსონვილის მემორი გარდენში მის სახლთან, ჰენდერსონვილში, ტენესი.

aaa34136a456

aa37ac48a7ff

570915ae2758

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button