არქივი

სტალინის ორეული

eb06fa52081b

1981 წლის იანვარში სსსრ კავშირში გარდაიცვალა ევსეი ლიუბიცკი. მისი ნეკროლოგი არცერთ გაზეთში  არ გამოქვეყნებულა, არც ლიუბიცკის გვარი იყო ფართო საზ-სთვის რაიმეს მთქმელი, თუნდაც რომელიმე საბჭოთა ჟურნალისტს სცოდნოდა მისი გასაოცარი ისტორია, მაინც ვერ შეძლებდა ამის შესახებ გამოქვეყნებას.

საქმე იმაშია, რომ ევსეი ლიუბიცკი 16 წლის განმავლობაში მეტად არაჩვეულებრივ დავალებას -სტალინის ორეულის ფუნქციას ასრულებდა. მისი ცხოვრება მოულოდნლად შეიცვალა 1935 წლის აგვისტოს ერთ მზიან დღეს. იმხანად იგი უკრაინის პატარა ქალაქ ვინიცაში ნათესავებთან ერთად პროვინციელი ებრაელების ტრადიციული ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა. პროფესიით ბუღალტერი, გარშემო მყოფთაგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა, გარდა ერთისა : გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სტალინს, უფრო სწორედ -მის პორტრეტს.

იმ საღამოს ვინიცაში ლიუბიცკის სახლის წინ გაჩერდა შავი ავტომობილი, საიდანაც სახელმწიფო უშიშროების 4 თანამდებობის პირი გადმობრძანდა, მათ არაფერი გაუჩხრეკიათ, სავარაუდოა არც ფიქრობდნენ დანაშაულის რაიმე დამადასტურებელი საბუთის პოვნას. – ”მაშ ასე, ლიუბიცკი, გამომემშვიდოებე ოჯახს, ჩვენთანე ერთად უნდა წამოხვიდე”.

2 დღის შემდეგ იგი პოდმოპსკოვიეში, დიდი ფუფუნებით მოწყობილ აგარაკზე აღმოჩნდა სამი მოსამსახურის საზ-ში, არცერთ მის შეკითხვაზე ისინი პასუხს არ იძლეოდნენ, ეს ადამიანები ყრუ-მუნჯების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ევსეიმ არ იცოდა, რა უნდა ეფიქრა. ერთ მშვენიერ დღეს აგარაკზე ჩავიდა პარიკმახერების, მკერავებისა და გრიმიორების მთელი გუნდი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყეს ლიუბიცკის გალამაზება.

სტალინის როლისათვის მზადებას ნახევარი წელიწადი დასჭირდა, რის შემდეგადაც მკაცრი გამოცდის დღე დადგა. აგარაკზე თვით სტალინი მობრძანდა, რათა გარდასახული ლიუბიცკი საკუთარი თვალით ეხილა. ნანახით ”ძია სტალინი” კმაყოფილი დარჩა, ლიუბიცკის კონიაკი შესთავაზა . მათ ერთად დალიეს,ამით სტალინმა მადლობა გადაუხადა ვინიცელ ბუღალტერს იმისათვის, რომ მან შეიგნო დაკისრებული დავალების დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

სულ მოკლე ხანში ლიუბიცკის შოტლანდიელ მაღაროელებთან შეხვედრაზე თავისი როლის შესრულება მოუხდა. იგი იქ სტალინის მაგივრად იმყოფებოდა. მაღაროელთა მოტყუება , ალბათ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა – მათ ხომ ნამდვილი სტალინი არასოდეს ენახათ და სავსებით დაკმაყოფილდნენ ლიუბიცკის ხილვით.

ლიუბიცკი აგარაკზე დაბრუნდა, მას ყველაფერი ჰქონდა: საუკეტესო კვება, რაც რუსეთში ომამდეც დიდი იშვიათობა იყო, ქალთა საზოგადოება. მასთან ალბათ, ბევრი სიტყვაძუნწი სტუმარი მიდიოდა ჭადრაკის და ბანქოს სათამაშოდ.

სტალინ ხუმრობა უყვარდა: იგი აიძულებდა ლიუბიცკის საკუთარი პერსონის განსახირებას, როდესაც მასთან მორიგი პატაკის ჩასაბარებლად ეჟოვი მიდიოდა. სტალინი ყველაფერ ამას პატარა სარკმლიდან უთვალთვალებდა. ჭეშმარიტ სიამოვნებას ლიუბიცკის თეატრში სიარული ანიჭებდა, ხალხი ფეხზე დგებოდა და ოვაციას უწყობდა.ტაშს უკრავდნენ არა მსახიობებს , არამედ ევსეი ლიუბიცკის – ამხანაგ სტალინს. თუმცა არაფერი შეედრება იმ გრძნობებს, რაც ლიუბიცკის ეუფლებოდა , როდესაც 7 ნოემბერს , რევოლუციის წლისთავზე ან 1 მაისს ხალხის წინაშე მავზოლეუმის ტრიბუნაზე გამოჩნდებოდა ხოლმე. სტალინთან ყველაზე მეტად დახლოებულმა პირებმა – მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა და მალენკოვმა , ჩანს იცოდნენ , რომ მათთან ერთად ტრიბუნაზე სტალინის ”დუბლიორი” იდგა.

სტალინის სიკვდილამდე 1  წლით ადრე ლიუბიცკი დააპატიმრეს და შორეულ  ჩრდილოეთში, შრომის ბანაკში სამუდამოდ გადაასახლეს. მან არ იცოდა დაბრუნდებოდა თუ არა იქიდან. კაცმა რომელმაც იგი დააპატიმრა დაცინვით უთხრა: აბა რა გირჩიოთ, ლიუბიცკი? ბრძანება გვაქვს მიღებული, შენ ძალიან ბევრი რამ იცი” . ბანაკში მან 8 თვე გაატარა სწორედ იმ დღეს , როცა თეთრ ზღვაში მდებარე კუნძულზე უნდა გადაეყვნათ- რაც სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო – სტალინის გარდაცვალების ცნობა მოვიდა.

ლიუბიცკი გაათავისუფლეს. იგი პენსიაზე გავიდა, მაგრამ იძულებული იყო, ხელწერილი დაედო, რომ იცხოვრებდა მხოლოდ შუა აზიაში და არავის მოუყვებოდა თავის თავგადასავალს.

P.S როგრც ჩანს ვიღაცას მაინც მოუყვა, ეს სტატია მეგობარმა, გერმანიის ერთ-ერთი გაზეთიდან ამოჭრა, მითარგმნა და გამომიგზავნა :) რამდენად შეესაბამება სიმართლეს ვერაფრს გეტყვით, თუმცა ყოველთვის ამბობდნენ რომ სტალინს ორეული ალბათ  ყავდა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button