არქივი

ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი 3)

c40e69742226
მოგესალმებით!  წარმოგიდგენთ ბრძნული გამონათქვამების მესამე ნაწილს.

1. ადამიანის გული მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა იგი განათლებულია (დიდრო)

2. თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება, ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით სამაგიეროს გადაუხდი მოსვენების დაკარგვისთვის (ვოლტერი)

3. მასწავლებელი, თუ ის პატიოსანია, ყოველთვის უნდა იყოს დაკვირვებული მოწაფე (გორკი)

4. ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ფასია და ეძებეთ წიგნი, რომელთა წაკითხვაც ბრძენთან გასაუბრებას უტოლდება (ბუასტი)

5. როდესაც გავიხსენებ, რომ ადამიანი ვარ, სულით ავმაღლდები ხოლმე (ბალზაკი)

6. ადამიანთა უმრავლესობა ცუდია (პრუნერი)

7. ადამიანთა უმრავლესობა ჭეშმარიტ სიკეთეს კეთილდღეობაში, განცხრომასა და ფუფუნებაში ხედავს (პასკალი)

8. თუ თქვენ ვერ შეძელით დიდი საქმეები, განა ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თვითონ არ ვარგიხართ? და თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს ეს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი – რა ვუყოთ, მაინც წინ! (ნიცშე)

9. წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ჰყავს (მოლიერი)

10. უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება (ლაროშფუკო)

11. ადამიანთა უმრავლესობას, მცენარეების არ იყოს, ბევრი ფარული უნარი აქვს, რომელსაც მხოლოდ შემთხვევითობა ამჟღავნებს (ჰეგელი)

12. ყველაზე იოლი საკუთარი თავის მოტყუებაა (დემოსთენე)

13. მაშინვე, დაკარგავს თუ არა პიროვნება ან ერი საკუთარი თავის რწმენას, სიკვდილი მოდის (ვივეკანანდა)

14. ჭეშმარიტი პიროვნება ბალახზე თავმდაბალი უნდა იყოს (მაჰათმა განდი)

15. რანაირი ღმერთებიც უნდა არსებობდნენ, ადამიანში ნამდვილად არის რაღაც ღვთაებრივი (ჯავაჰარლარ ნერუ)

16. ლანძღვა ის არის, რომ იტყვი და არას დაამტკიცებ. დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაც კი საწყენია პატიოსანი კაცისათვის (ილია ჭავჭავაძე)

17. კითხვა რომ დასვა, პასუხის უმეტესი ნაწილი უნდა იცოდე (შეკლი)

18. მეცნიერებაში ღირსების საქმეა – ყველაფერი წაკითხული გქონდეს, მაგრამ ჭკუის საქმეა – ყველაფერი არ წაიკითხო (ვაინბახი)

19. ადამიანები, რომლებიც მუდამ მოუცლელნი არიან, ჩვეულებრივ არაფერს აკეთებენ (ლიხტენგბერგი)

20. შურიანი კაცი ვერასოდეს იქნეა ბედნიერი (ეპიქტატე)

21. წესრიგი არის ის, რომ, თუ მას დავიცავთ, ღმერთთან მიგვიყვანს (ავრელიუსი)

22. ცხოვრება ფასდება არა მისი სიგრძით არამედ შინაარსით (სენეკა)

23. ბევრის მოსურნეს ბევრიც აკლია. ნეტავ იმას, ვისაც მომჭირნე ხელით ღმერთი უზომებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც უნდა (ჰორაციუსი)

24. ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა – გამოცდილებით, უმეცართა – აუცილებლობით, ცხოველთა – ბუნებით (პლატონი)

25. ვერ შეიყვარებ ვერც იმას, ვისიც გეშინია, ვერც იმას, ვისაც შენი ეშინია (კატონი)

26. მატყუარას არც მაშინ დაეჯერება, როცა სიმართლეს ამბობს (შექსპირი)

27. თავისუფლად მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც მოვალეობის შესრულებაში პოულობს სიხარულს (მონტესკიე)

28. შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას დაიცავს ის სულელია (ვებერი)

29. სოკრატეს სიბრძნე ისაა, რომ არ ამტკიცებდა: ვიცი ის, რაც არ ვიციო (ციცერონი)

30. ვიდრე ორივე მხარეს არ მოუსმენ, განაჩენს ნუ გამოიტან (სოლომონი)

31. დაე, შემემთხვას არა ის, რაც მე მსურს, არამედ ის, რაც ჩემთვის სასარგებლოა (მენანდრე)

32. ადამიანი თავისი ნებისყოფის მიხედვითაა დიდი ან პატარა (სმაილსი)

33. მხოლოდ უარყოფისას ჩვენი გონება ღარიბდება (ტურგენევი)

34. საჭირო სიტყვა საჭირო ადგილზე – აი, რა არის სტილი (სვიფტი)

35. ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა იკითხოს, რაც აღტაცების ღირსია (გოეთე)

36. ვფიქობ, ქართველი ერის მიმართ ჩვენ გვაქვს ტიპური მაგალითი, სადაც საქმისადმი ჭეშმარიტად პროლეტარული მიდგომა მოითხოვს ჩვენგან უაღრეს სიფრთხილეს, თავაზიანობას და დამთმობლობას (ლენინი)

37. თავის გასამხნევებლად კარგი საშუალებაა სხვისი გამხნევება (ტვენი)

38. რამდენია ისეთი გოგონა, ვისთვისაც დიდ სილამაზეს დიდი სიმდიდრის მოხვეჭის იმედის გარდა , სხვა არაფერი მოუცია (ბრიუერსი)

39. ხშირად იმით შეიმსუბუქებენ მწუხარებას, რომ სხვას მოუთხრობენ მას (კორნელი)

40. საწყენი რომ შეგემთხვევა, ეგ ჯერ კიდებ არ არის უბედურება. ნუ დაივიწყებ, რომ წყენის ღირსეულად ატანაც ბედნიერებაა (ავრელიუსი)

41. აფორიზმი არასოდეს ემთხვევა ჭეშმარიტებას, იგი ან ნახევარი სიმართლეა ან ერთ-ნახევარი (კრაუსი)

42. ლაჩრობაა, შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო (კონფუცი)

43. ვისაც უყვარს პირფერობა და მლიქვნელები, ბოლოს ინანებს (ფედროსი)

44. თუ დავიწყება შეგიძლია – ეს უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე ხელოვნება (ბრასიანი)

45. მეცნიერება ჰქვია იმის რწმენას, რომ შესაძლებელია ბედისწერის განრიდება (ლობერგერი)

46. ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მისთვის მეგობარი აუცილებელი (ქეი-ქაუსი)

47. მარტოობა ხვედრია ყველა დიდბუნებოვანი კაცისა (შოპენჰაუერი)

48. მადლიერება ტვირთია და ყოველი ტვირთი უნდა მოიხსნა (დიდრო)

49. ვიდრე ადამიანი არ ლაპარაკობს, მისი ნიჭი შეუცნობელია, ხოლო მანკი – დაფარული (საადი)

50. კრიტიკა ჯაგრისს ჰგავს. მეტისმეტად ნაზ ქსოვილზე ის არ უნდა გამოიყენონ, თორემ მისგან აღარაფერი დარჩება (ბალზაკი)

51. ისტორია მეტწილად ადამიათა მოდგმის შერცხვენაა (ზოიმე)

52. ინფლაცია ეკონომიკა კი არ არის, არამედ ხალხის მოტყუებაა (ფოკე)

53. აღიარება პირველი ნაბიჟია სინანულის გზაზე (გაიტონი)

54. ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა (ქართული ანდაზა)

55. ქურდებს შორის ყველაზე მავნენი სულელები არიან: ისინი ერთდროულად დროსაც გვპარავენ და გუნებასაც გვიფუჭებენ (გოეთე)

56. ბრძენნი დიდი ხანია, ექსორიას უზამდნენ სისულელეს, თავისთვის სასარგებლოდ რომ არ მიაჩნდეთ ის (ლაროშფუკო)

57. და სიღარიბემ უტიფარმა მე მაიძულა, ლექსთა წერისთვის მიმეყო ხელი (ჰორაციუსი)

58. ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს (სენეკა)

59. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლების მაგივრადაც სხვები აზროვნებენ (კონფუცი)

60. ყველა ადამიანის თვისებაა, შეცდეს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ ცდება ბრიყვია (ციცერონი)

61. სჯობს, იკითხონ , რატომ არ დამიდგეს მე ძეგლი, ვიდრე პირიქით (კატონი)

62. დაძაბეთ გონება და თქვენ აუცილებლად მოგინდებათ რაღაცის დავიწყება (მონტენი)

63. კარგი დიდხანს გვახსოვს, ცუდი კი ხშირად გვაგონდება (ეჟი ლიცი)~

64. ნუ კითხულობ, რა შეგიძლია გააკეთო შენი სამშობლოსთვის, ამას ისედაც გაგახსენებენ (სტეინბეკი)

65. ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით იბადება, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ამის წინააღმდეგ იბრძვიან (კუმორი)

66. უთანასწორობა კი არ არის დამთრგუნველი, არამედ დამოკიდებულება (გოეთე)

67. უმაღლესი ქმნილება ადამიანია და უმდაბლესი კი – ცხოველი, მაგრამ ბრძენთა საერთო აზრით, გაწვრთნილი ცხოველი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზნედაცემული ადამიანი (საადი)

68. ყველაზე ზუსტი დამახასიათებელი ძლიერი და საღად მოაზროვნე ადამიანისა არის უნარი, ყველაფერში იცოდე საზღვარი. ეს საზღვარი ძალიან მქრქალი ხაზითაა გამოსახული, რომლის გარჩევაც მხოლოდ ზედმიწევნით ყურადღებიან და გონიერ ადამიანს შეუძლია, ჩვეულებრივი თვალისთვის კი მეტისმეტად წვრილია (ჩესტერფილდი)

69. თავისუფალი ის ადამიანია, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალეულების გზით, ამასთან, მადლიერებით კმაყოფილდება იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც ეს ძალზე მცირე იყოს (ანტონ დიდი)

70. ხშირად თავმდაბლობა სისუსტედ და მერყეობად მიიჩნევა, მაგრამ, როცა ის ადამიანებს დაუმკიცებს, რომ ისინი შეცდნენ, მაშინ თავმდაბლობა ადამიანის ხასიათის მიმართ პატივისცემის ახალ ხიბლს მატებს (ტოლსტოი)

71. ისტორიას არ უნდა ვუყურებდეთ მეამიტი თვალებით. კარგად უნდა გავარჩიოთ, ვის ურჩევნია სხვა იყოს ზვარაკი. როცა ათასების ძღვენსა და სისხლზე გადაივლი, მერე მონანიება ნაგვიანებია. მით უმეტეს, დაგვიანებულია ქედის მოდრეკვა და თვალებზე ნაცრის დაყრა (აკაკი ბაქრაძე)

72. მაღალი მდგომარეობისკენ ორ გზას მივყავართ, პირდაპირ გაკვალულ გზას და შემოვლით, გაცილებით მოკლე გზას (ლაბრიუერი)

73. მეგობარს ჯერ ტყუილი უთხარი და თუ საიდუმლო შეინახოს, მაშინ სიმართლეც განდე (ტვენი)

74. ანგარება ამოძრავებს ყველა სიქველეს და ყველა ბიწს (ლაროშფუკო)

75. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი კარგები არიან მაშინ , როდესაც კარგად არიან (ლანდაუ)

76. ბეცრ ადამიანს სურს, იყოს ის, რაც არის მაგრამ სინდისი არ აძლევს ამის საშუალებას (ვოვენარგი)

77. ქალის ძლიერება მამაკაცის სისუსტეშია (ვოლტერი)

78. ქალები ზნეობას ქმნიან მამაკაცები კი – კანონებს (ტუხოლსკი)

79. მხოლოდ მაშინ გახდები ადამიანი, როცა ისწავლი სხვაში ადამიანის ხილვას (რადიშჩევი)

80. მიყვარს დამარცხება, წაქცევა გლახა აზრის, გლახა მიმართულების, არ მიყვარს წაქცევა თვით ადამიანის (ნოე ჟორდანია)

81. ძალა მართავს ქვეყნიერებას და არა – აზრი, მაგრამ ძალა სარ გებლობს აზრით (პასკალი)

82. არამზადის სინდისი რომ გავაღვიძოთ, სილა უნდა გავაწნათ (არისტოტოელე)

83. იმაზე ურცხვი სანახავი არაფერია,როცა მოხუცს თავისი ასაკის დასამტკიცებლად მხოლოდ წლების შემოთავაზება შეუძლია (სენეკა)

84. აღმზრდელი თვითონ უნდა იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ გაზარდოს აღსაზრდელი (მოლიერი)

85. ბავშვებს იმის სურვილი კი არ უნდა შთაუნერგოთ, რომ ყველას მოსწონდეთ, არამედ იმის შიში, რომ შეიძლება არ მოსწონდეთ (ნეკერი)

86. ადამიანური ბედნიერება ის კი არ არის, რომ კარგად მოკვდეს, არამედ ის, რომ კარგად იცხოვროს (მონტენი)

87. ბიზნესი არის ძალადობის გარეშე სხვა ადამიანის ჟიბიდან ამოღების ხელოვნება (ამსტერდამი)

88. ძალიან საწყენია, რომ ადამიანთა მისწრაფება, რომ შეამცირონ ბოროტება, ბევრ ახალ ბოროტებას იწვევს (ლიხტენბერგი)

89. ნუ ედავებით მას, ვინც თავის შეცდომას აქებს (საადი)

90. რაც ნაკლებად მართალია ისტორია, მით მეტ სიამოვნებას გვანიჭებს ის (ბეკონი)

91. კანონები უსარგებლოა, როგორც კარგი, ასევე ცუდი ადამიანებისთვის: პირველებს ის არ სჭირდებათ, ხოლო მეორენი კი მისგან უკეთესები არ ხდებიან (დემოკლიტე)

92. დამნაშავის შებრალება პატიოსან ადამიანს აზარალებს (ანეუსი)

93. კარგი მთავრობა ის კი არ არის, ვისაც ხალხის გაბედნიერება სურს, არამედ ის, რომელმაც იცის, თუ როგორ მიაღწიოს ამას (მაკალეი)

94. მართვის მთელი ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნურად იყო პატიოსანი (ჯეფერსონი)

95. ძველად მონების სიმრავლე იყო აუცილებელი მოთხოვნილება, რომ სრულფასოვანი მოქალაქის ცხოვრებით გეცხოვრა (ვებერი)

96. ეშმაკი იბრძვის მანამ, სანამ ჭკვიანი არ დაუთმობს (ჩეპეკი)

97. სისულელე ხშირად ის არის, რომ ჭკუანს იჩენ უადგილო ადგილას (ანიტა)

98. უსქმურობა ვაღკაცობას აძინებს (გლინკა)

99. სიკეთის რომ ირწმუნო, მისი კეთება უნდა დაიწყო (ტოლსტოი)

100. თუ გსურთ, რომ წაითხოთ უცნაური, საინტერესო, მნიშვნელოვანი ამბები და კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია, ხშიტად შემოდით UCNAURI.COM – ზე ( ჩემი რჩევა)

დღეისთვის მგონი საკმარისია, აქ დავამთავრებ. დიდ მადლობა ყველას, ვინც პოსტი წაიკითხეთ!

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში

მსგავსი ამბები

Back to top button