თამარ მეფე


წარმოგიდგენთ საქართველოს მეფეს თამარს

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” ტიტული უბოძეს.

თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III – მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III – მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო.

თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო: გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. იურის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი – ლაშა და რუსუდანი.

მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობაზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრა.

თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება (დაახლოებით 1212), რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.

თამარის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაკლასობრივი ბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდალური სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშებს აწყობდა. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა უზენაეს სასულიერო ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას. 1195 შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე, 1203 დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი, 1201-03 აიღეს სომხური ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა; 1204 აიღეს კარი (ყარსი), იმავე 1204 შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შემდეგ საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მას თამარის ახლო ნათესავი ალექსი კომნენოსი მართავდა.. 1208-09 ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭემზე, არდებილზე, 1210 დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი.

თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ აღმოსავლეთით შირვანი და რანი; ჩრდილოეთით ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. მოხარკე ქვეყნები სამხრეთით – ხლათის სასულთო, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის სააამირო. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია.

თამარის მეფობაში საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა (აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები). მის დროსაა აგებული ბერთუბნის, ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვები. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მფარველობას უწევდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. თამარის პიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ფეოდალიზმის ხანის საქართველოს ისტორიაში. ქართულ ეკლესიამ თამარი წმინდად შერაცხა.

ისტორიკოსები და პოეტები ხოტბას ასხამდნენ მას, ფუნჯის ოსტატები ხატავდნენ თამარს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძველი საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი და ლეგენდა თამარისადმია მიძღვნილი (მათ შორის ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”).

ლეგენდის თანახმად თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული. მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: “ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე…”. მეორე ჰიპოთეზის თანახმად თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.


ავტორი: lomaloma

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • levani

    ai leksi

    ჭექდა და ქუხდა ქართველთა სამეფო სახელგანთქმული,

    მტრები საკუთარ ჩრდილებათ,მიწაზე ჰყავდა გართხმული,

    ინდოეთამდე აღწევდა თამარ მზე-ქალის დიდება,

    ტახტზე ოცი წლის ავიდა და სიბერემდე იმეფა,

    გარდაიცვალა,გაძნელდა მისი საფლავის მიგნება,

    როცა სიკვდილის სარეცელს ესვენა ღონე მიხდილი,

    და როცა გვირგვინს სტაცებდა კარზე მომდგარი სიკვდილი,

    როცა თავს ვეღარ იღებდა,როცა ძალღონე წაერთო,

    ჩურჩულით უთხრა სპასალარს ორ მოყმეს დამიძახეთო,

    დამიძახეთო მოყმენი ჩმი ერთგული მარადო,

    მაქვს საიდუმლო სათქმელი და მინდა იმათ გავანდო,

    ნურარ აყოვნებ ხომ ხედავ, სული ამომდის თავადო,

    თქვა და მიმქრალი თვალები შუბლზე შეანთო სპასალარს,

    წადიო ხელით ანიშნა სიტყვის თქმა აღარ აცალა,

    ჩაფიქრებული გასცილდა სასახლეს მხედართ მთავარი

    და ვერ გაეგო,ორ მოყმეს რატომ იხმობდა თამარი.

    კარის გაღებას უცდიდა თვალები დედა ლმისა,

    სიკვდილს კი არა ჩიოდა,სწუხდა უღონოდ რომ იწვა,

    აი გაიღო კარები,დამწუხრებული დარბაზის,

    მომაკვდავისკენ დაიძრა ორი ლომკაცი ლამაზი,

    ძმები არ იყვნენ ძმებს გავდნენ,ვაჟები მხარგანიერნი,

    მტერს შიშით მიწას აჭმევდა მარტო იმათი იერი,

    მიუახლოვდნენ მომაკვდავს გაჩერდნენ ჩამუხლებული

    სულთ მობრძავ მეფის ბრძანებას,უცდიდნენ დაჩოქილები,

    უცდიდნენ მეფის ბრძანებას ჭრელ ნოხძე დაჩოქილები,

    და აი უცებ თამარმა მოყმეს შეხედა,

    კეთილი იყოს ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა,

    დამმარხეთ არვინ იცოდეს ჩემი საფლავი სად არის,

    დაე ვერავინ გაიგოს სად განისვენებს თამარი,

    ქალი ვარ მაგრამ ამ ქვეყნად მტერი მყავს ეგზო მრავალი,

    ქალი ვარ მინდა მიწაშიც შემრჩეს ეს წმინდა ნამუსი,

    უსიტყოდ დამასაფლავეთ ჩემს სათაყვანო მამულში,

    არ მნდა ქვაზე ჩუქურთმა საფლვი არვინ იცოდეს,

    ტორემ მომხვდური თურქი და სპარსი,ჩემს საფლავს არ შეიცოდებს,

    მომხდური თურქი და სპსრსი საფლავს აიკლებს წაბილწავს,

    ცოდვის ცეცხლს მოუკიდებენ სამშობლოს,ზეცას და მიწას,

    ეს თქვა თამარმა და შავი ფართო თვალები დახუჭა,

    სიკვდილის ბევრჯერ მძლეველი დღეს სიკვდილს ვეღარ გადურჩა,

    ვაჟკაცებს ცრემლით აევსო ცეცხლის მფრქვეველი თვალები,

    მათ სისხლით შუბლზე ეწერათ თამარის დანაბარები.

    ცხრა დღე იტირეს ცხედარი დიდებულ თამარ მეფისა,

    მეცხრე ცათამდის ავიდა გლოვა და ზარი გლოვისა,

    და უპირქუშოთ ჩამოწვა დღე ცხედრის გასვენებისა.

    ცხრა კუბო გამოიტანეს,მხრებით წაიღეს ცხრა მხარეს,

    შემოვლებული როშები ხელის კანკალით დახარეს,

    ცხრა მხარეს ხალხი დიოდა ცხრა მთაზე გარდამავალი,

    და არ იცოდა არავისნ მაინც რომელში ესვენა მეფთა მეფე თამარი,

    იმ ორმა მოყმემ მალულად მთაში გათხარეს სამარე,

    მათ ჩაასვენეს მიწაში,მათ დაიტირეს თამარი,

    მათ უპატრონეს ღირსეულ,ამოუშენეს ქვითკირი.

    შებინდებისას ცას ძრავდა ქართველ ლომების ქვითინი!

    დამარხეს სადაც მთის ძირას,წყაროს ჩუხჩუხი გაისმის,

    სადაც გულუხვად მაისობს ჭრელ ყვავილება მაისი,

    დამარხეს მერე ბილიკით დაეშვნენ თურმე თავქვეზე,

    წყაროსთან შედგნენ და ცივი წყალი ისხურეს სახეზე,

    მიწა ნათხრავი ხანჯლები ტიტელა ქვებზე დალესეს,

    დალესეს მერე გაცვალეს,ერთმანეთს გადაეხვინვნენ,

    ჯერ გადაჰკოცნეს და მერე სამშობლოს მიწას ემთხვივნენ,

    მიწას ემთხვივნენ წამოდგნენ გალომებული ვაჟები,

    ამბობენ თურმე ერთმანეთს გულებში ჩაჰკრეს ხანჯლები,

    და მოჩუხჩუხე წყაროსთან სისხლი დაღვარეს ალალი

    რომ ქვეყნად არვის გაეგო სად განისვენებს თამარი.

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC