გასართობისაკითხავისასარგებლო

ფაქტები წყალზე

1. ზრდასრული ადამიანის სხეულის 70%-ს და ტვინის 75%-ს წყალი შეადგენს.

2. დაბადებისას, ჩვილი ბავშვის წონის 80% წყალზე მოდის.

3. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ყოველ დღე 11 ლიტრი წყალი სვას.

4. ბევრი წყლის ძალიან სწრაფად დალევამ შეიძლება მოწამვლაც გამოიწვიოს. წყლით მოწამვლა გამოიხატება სოდის შემცველობის აწევით სისხლძარღვებში და ტვინში წყლის ბალანსის დარღვევით.

5. წყლით მოწამვლა ყველაზე ხშირად დაძაბული ფიზიკური შრომისა და ათლეტური ვარჯიშებისას შეინიშნება.

6. წყლის დღიური ნორმა 8 ჭიქაა, თუმცა უმეტესობას ორგანიზმი საკვებიდან იღებს.

7. იმის მიუხედავად რომ შავი ჩაი და ყავა წყლისგან მზადდება, ისინი ასევე შეიცავენ კოფეინს, რომელიც მოქმედებს როგორც მსუბუქი ნარკოტიკი და ხელს უშლის წყლის სწორად განაწილებას ორგანიზმში.

8. წყალი სითხეებს შორის საუკეთესო გამხსნელია: ის ყველაზე მეტ ნივთიერებასთან შედის კონტაქტში.

9. მიწისქვეშ გაცილებით მეტი სუფთა წყალია, ვიდრე ზედაპირზე.

10. დედამიწა ერთგვარად ჩაკეტილი სისტემაა, რომელიც შემადგენლობას არ იცვლის. წყლის რაოდენობა დღესდღეობით ზუსტად იგივეა, რაც იყო მილიონობით წლების წინ.

11. დედამიწაზე დაახლოებით 1 360 000 000 000 000 000 000 ლიტრი წყალია.

12. ადამიანმა წყლის მხოლოდ 3/10-ის გამოყენება შეძლო.

13. აშშ-ს მოსახლეობა ყოველდღე დაახლოებით 1310 მილიარდ ლიტრ სუფთა წყალს მოიხმარს.

14. აშშ-ში წყლის 80% გამოიყენება მოსარწყავად და თერმოელექტრულ დარგებში.

15. საშუალო ამერიკელი დღეში 300-400 ლიტრ წყალს მოიხმარს. აქედან დიდი ნაწილი ხმარდება აბაზანას და ტუალეტს :lol2:

16. ადამიანი როგორც კი კარგავს სხეულში წყლის მოცულობის 1%-ს , მაშინვე წყურვილის გრძნობა უჩნდება.

17. დაძაბული ფიზიკური მუშაობის ან ვარჯიშის შემდეგ დაკარგული წონა წყლის გამოა და არა ცხიმის.

18. წყალი ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომელიც სამ ფორმაში შეიძლება ნახოთ: მყარი, თხევადი და აირადი.

19. დედამიწაზე არსებული წყლის 97% მარილიანია – ოკეანისა და ზღვების. დარჩენილი 3%-დან სასმელად ვარგისი 1%-ია, 2% კი პოლარულ ყინულებზე მოდის.

20. წყალი ბუნებრივი თერმომეტრივითაა, ეხმარება დედამიწას ტემპერატურის შენარჩუნებაში.

21. აორთქლებული წყლის მოლეკულა ჰაერში 10 დღეს რჩება.

22. ადუღებული წყალი უფრო სწრაფად იყინება, ვიდრე ცივი.

23. ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით 60 000 ლიტრ წყალს სვამს.

24. თუ კბილების გამოხეხვისას ონკანს არ დაკეტავთ, დაახლოებით 7 ლიტრი წყალი დაიხარჯება.

25. წყლის მოლეკულა ოკეანეში რჩება 98 წელი, ყინულში 20 თვე, ტბებსა და მდინარეებში 2 კვირა, ატმოსფეროში 6-7 დღე.

26. ხის 70%, კარტოფილის 80%, პამიდორის 95% და ანანასის 80% წყალია.

წყარო: http://www.allaboutwater.org
http://www.mamashealth.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close