არქივი

ველური ჟინი, ნაზი ალერსი თუ უბრალოდ ცეკვა -2

80904eec603e

8ac281d114e1

სამბა
თანამედროვე სამბის დაბადების თარიღად 1956  წელი ითვლება. იგი ბრაზიული წარმოშობის არ არის, როგორც ალბათ ბევრს ჰგონია. სამბა აფრიკული ცეკვებისგან წარმოიქმნა. ბრაზილიაში მე-16 საუკუნუში ანგოლიდან და კონგოდან მონების დიდი გადინება დაიწყო. მათ ბრაზილიაში ჩაიტანეს ცეკვები – კატარეტე, ემბოლაბა და ბეტუქუე. ცეკვის ეს სახეობები ევროპაში მაშინვე აიკრძალა, რადგან იგი აშკარა ეროტიკული ხასიათის იყო. ბრაზილიელებმა ამ სამი ცეკვიდან საუკეთესო მომენტები აირჩიეს და გააერთიანეს. 1830 წელს შექმნეს ცეკვა – ლუნდუ, რომელიც შემდგომში სამბად იქცა. რიო-დე-ჟანეიროს ელიტურმა საზოგადოებამ ლუნდუ ცენზურაში გაატარა და ზემბა უწოდა. დროთა განმავლობაში ზემბა სამბად გადიქცა, რაც ბრაზილიურად ზანგი მამაკაცისა და ბრაზილიელი ქალის შვილს ანუ მულატს ნიშნავს.

41745b48d8da

დროთა განმავლობაში ბრაზილიურმა სამბამ ევროპაში შეაღწია. 1950 წელს ამ ცეკვით თავად ბრიტანეთის პრინცესა მარგარეტიც დაინტერესდა. დღეისათვის სამბა ყველა ქვეყნის სამეჯლისო ცეკვებშია შეტანილი.მას მეორენაირად სამხრეთ ამერიკულ ვალსსაც უწოდებენ. სწორედ სამბიდან წამოვიდა ცეკვები – ლამბადა და მაკარენა.

სამბას დღესასწაული რიო დე ჟანეიროს კარნავალს ემთხვევა. ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიაში ყველა თეძოებს არხევს. ეს სამბას დამახასიათებელი მოქმედებაა. ცეკვის ეს სახეობა ადამიანებს აძლევს ვნებიანი ფლირტის შესაძლებლობას. სამბას სიყვარულისა და სექსის ველური ჟინი ახასიათებს. ეს თუ არ შეიმჩნევა ცეკვაში, სამბა თავის ბრწყინვალებას კარგავს.

ცეკვის ამ სახეობის მსურველებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: აყვნენ ჟინს, დაემორჩილონ სექსულაურ ინსტიქტებს და მკერდი და თეძოები რაც შეიძლება მეტად არხიონ. სამბაში მთავარი აქცენტი ქალზე კეთდება. მან ისე უნდა ამოძრაოს თავისი სხეულის ნაწილები, რომ კაცს მისი დაპყრობის ანუ ცეკვის სურვილი გაუჩნდეს.

d8b006ebbaf9

ჩა – ჩა – ჩა

1952  წელს ინგლისის სამეჯლისო ცეკვების ოსტატი, პიერ ლაველი, კუბაში ჩავიდა და რუმბას ორიგინალი ვარიანტი იხილა, სადაც ტემპი აჩქარებული იყო.ინგლისში დაბრუნებისას მან სასწარფოდ დაიწყო ამ ცეკვის დახვეწა და იგი სამეჯლისო ცეკვებში შეიტანა. ცეკვის სახელწოდება ესპანური ჩა-ჩა -სგან წამოვიდა , რომელიც ძიძას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ჩა-ჩა-ჩა წარმოდგება სიტყვიდან ჩა-ჩარ, რომელიც კოკის(ტოპიკული მცენარის) ფურცლების ღეჭვას ნიშნავს. სხვა ვერსიით, მისი საფუძველი არის სიტყვა ”ჩაი”. ერთი კი უდავოა, რომ თავად ცეკვა სხვა ცეკვების -გუარაჩასა და რუმბასაგან წარმოიშვა.

1954  წელს ჩა-ჩა-ჩას გუერო რიტმის მანბო უწოდეს. სიტყვა მანბო აფრიკული ტომის ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის სახელწოდებაა. ამ ტომის წევრები ღმერთის დღესასწაულზე როკვას იწყებდნენ. მთავარი პრინციპი იყო, რომ ბარაბნის ერთ დარტყმაზე 5 სწრაფი ნაბიჯი გაეკეთებინათ. ეს დღემდე ახასიათებს მანბოს და ჩა-ჩა-ჩას. ცეკვისას წუთში 120 მოძრაობა კეთდება. ცეკვის პერიოდში რაც შეიძლება მეტი ფეხებით ბაკუნია საჭირო. რუმბას მოხიბვლისა და ვნებათაღელვის ცეკვას უწოდებენ, ხოლო ჩა-ჩა-ჩა უკვე ორგიაა.

ed1e0f2bd72f

რუმბა

რუმბაც აფრიკული ტომების რიტუალური ცეკვაა. აქ აქცენტი კეთდება არა ფეხებზე, არამედ სხეულის მოძრაობაზე. რუმბა მე-19 საუკუნეში ჰავანაში დაიბადა. სახელწოდება მომდინარეობს პოპულარული ცეკვა რუმბოსოსგან. სიტყვა ”რუმბო” ესპანურად გზას ნიშნავს. საერთო ჯამში, მას სულის გზას უწოდებდნენ. ცეკვას აქვს 2 სახეობა – ესპანური და აფრიკული. რუმბას სექსუალურ პანტომიმასაც უწოდებენ. ამ ცეკვას კუბაში დღემდე ცეკვავენ ახალდაქორწინებულები.

თანამედროვე რუმბას დაბადების წლად 1913 წელი ითვლება. ამ პერიოდში ცეკვამ დატოვა კუბის ტერიტორია და ევროპის ელიტურ სალონებში გადავიდა. 1925 წლამდე ნიუ ორკში ამ ცეკვას საერთოდ არ აღიარებდნენ, მაგრამ კანონის მიღებისთანავე რუმბაბ ნიუ ორკის ღამის კლუბები დაიპყრო.

რუმბას თავისებურება ქალისა და მამაკაცის თავშეკავებული ალერსია. ცეკვაში არის მომენტი, როდესაც ქალი მამაკცს ტოვებს ანუ ჯერ მოხიბლავს მას, შემდეგ მიატოვებს და სხვისკენ გარბის. საბოლოოდ ყველაფერი მაინც მამამაკაცის გამარჯვებით მთავრდება.

6b6c18250d3a

ვალსი

ვალსის დაბადების  თარიღი XVIII საუკუნის 80-იანი წლებია. ეს ცეკვა გაჩენის დღიდან არისტოკრატიული იყო. მისი დაბადების ადგილად ვენა ითვლება. ვალსის რამდენიმე სახეობა არსებობს – ნელი და სწრაფი, ინგლისური და ვენური. არსებობს გერმანული და ფრანგული ვალსებიც.ცეკვის ამ სახეობამ პოპულარობა მე-19 საუკუნეში ჰპოვა, შტრაუსის მუსიკის თანხლებით.

ვალსის ტიპის ნელი ცეკვები 1559 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ცეკვას ვოლტა ერქვა,რომელიც იტალიურად მოსახვევს ნიშნავს. მე-16 სუკუნეში ვოლტა უკვე დას. ევროპის სალონური ცეკვების ლიდერი გახდა, ხოლო როდესაც შტრაუსმა ვალსის მუსიკა შექმნა, ვოლტა ყველამ დაივიწყა. არისტოკრატიულ წრეებში შტრაუსის ვენის ვალსი ყველაზე პრესტიჟული გახდა. იგი სამეფო ოჯახებმა აიტაცეს, რასაც მაღალი წრის ოჯახებმაც მიბაძეს. 1812 წელს შეიქმნა გერმანული ვალსი, რომლის შექმნასაც ლორდ ბაირონს უკავშირებენ, მისი მეუღლე წერდა : ”ნამდვილი ჯენტლმენი ქალს ნაზად უნდა ეპყრობოდეს, ხელი ფაქიზად უნდა მოკიდოს. ჩემმა ქმარმა ქალთან ურთიერთობა კარგად იცის, ამიტომაც შექმნა გერმანული ვალსი”.

ეს ცეკვა ქალიშვილებისთვის მისაღები იყო, რადგან მათ რეპუტაციას ვალსის ცეკვისას არაფერი ემუქრება. დღეისათვის ვენური ვალსი შედარებით სწრაფი გახდა, რაშიც დამნაშავე თანამედროვე მუსიკის გავლენაა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button