უცნაური

არსებობს თუ არა რეალურად ბასკერვილების ძაღლი?!

98b8c04c0ebe

ნიშნები, რომლებსაც სიკვდილის მომასწავლებლად თვლიან, ყველა ქვეყანაში არსებობს. ხდება რომ სრულიად განსხვავებულ, ერთმანეთისგან შორს მცხოვრებ ხალხებს, თითქმის ერთნაირი “სიმბოლიკა” აქვთ, მაგრამ უფრო ხშირად ის განსხვავებულია. მით უფრო საყურადღებოა, რომ არსებობს ერთადერთი, მართლაც ყველა ხალხისთვის საერთო ნიშანი – შავი დიდი ძაღლის აჩრდილი ან ძაღლების ხროვა, რომელიც შიშის ზარს სცემს ყველას, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთამდე..

ძაღლის, როგორც სიკვდილის ნიშნის აღთქმაში რაღაც მისტიური შიში დევს. ნებისმიერი მკითხველი, ალბათ შიშის ცახცახით კითხულობდა არტურ კონან დოილის “ბასკერვილების ძაღლს”. თუ კონან დოილის დღიურებს ვენდობით, თავისი “გმირი” მან  რეალური ძაღლის მიხედვით შექმნა და მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ჯოჯოხეთის ნაშიერს ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა რომ იგი შორიდან დაინახა.
ბრიტანეთის კუნძულების სხვადასხვა ნაწილში მას სხვადასხვა სახელი ჰქონდა: ნორფოლკში – შავი ნიჟარა, ლანკაშირში – მყვირალა, იორქშირში – მაწანწალა. მაგრამ მისი გარეგნული აღწერა ყოველთვის ერთნაირი იყო: უზარმაზარი ბანჯგვლიანი, შავი ძაღლი, ლამბაქებივით თვალებით, რომლებიც სიბნელეში წითლად ანათებდა. ითვლებოდა რომ ის ნორვეგიელების ომის ღმერთის ოდინის ძაღლის აჩრდილი იყო. საშინელი ძაღლი უნახავთ ჭაობებშიც (როგორც ეს კონან დოილს აქვს აღწერილი), ზღვის სანაპიროზეც და ცენტრალურ საგრაფოებშიც. მხეცი ძირითადად ღამე დაეხეტებოდა და ვაი იმ დაგვიანებულ მგზავრს, ვინც მას გადაეყრებოდა. გაოგნებული ადამიანი შეშდებოდა, ძაღლი კი თანდათან იმატებდა ზომაში, ბოლოს ხარის ხელა ხდებოდა და მაშინვე უჩინარდებოდა სიბნელეში. როგორც წესი, ასეთი შეხვედრის შემდეგ ადამიანი დიდხანს ვერ ცოცხლობდა. მაგრამ ყველაზე საშიში და უიმედო იყო ადამიანისთვის არა ერთი არამედ მთელი ხროვის შეხვედრა, რადგან ლეგენდის თანახმად საშინელი ძაღლები ღამის სიბნელეში ხროვად მხოლოდ სატანის თანხლებით გამოდიან.

e89343592af4

ერთხელ, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ (ამის შესახებ არსებობს ჩანაწერები ადგილობრივ საეკლესიო წიგნში), ბაზრობიდან შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა დევონშირელი ფერმერი.ის მთვრალი იყო, თანაც იმ ღამეს ჭექა-ქუხილი ატყდა და სახლისკენ მიმავალი გზა უჩვეულოდ გაგრძელდა. ფერმერი ცხენით იყო. უცებ ცხენი მკვეთრად გაჩერდა. ფერმერმა თვალებზე ჩამოფხატული ქუდი აიწია და დაინახა, რომ გარშემორტყმული იყო მრისხანე შავი ძაღლების ხროვით. შუაში კი, ზუსტად ფერმერის პირდაპირ, შავ ცხენზე ამხედრებული, შავებში გამოწყობილი მონადირე იდგა. სახეს ფართო ქუდი უფარავდა, ცხენზე კი ნანადირევი ჰქონდა გადაკიდებული.  ფერმერი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული და მხიარულად შესძახა: “ეი, მონადირევ, მიწილადე შენი ნადავლი!”  შავმა მხედარმა ჩამოხსნა ერთი ნანადირევი , რომელიც ჩვრებში იყო გახვეული, გადაუგდო ფერმერს,  შემდეგ მოატრიალა ცხენი და გაქუსლა. ფერმერმა გაშალა “საჩუქარი” და კინაღამ ცხენიდან გადმოვარდა – ელვის შუქზე მას მოეჩვენა, რომ ხელში თავისი პატარა შვილის სხეული ეჭირა. მაგრამ მეორე წამს იქ აღარაფერი იყო, გარდა ხელებში მოცახცახე ჩვრებისა.  ფერმერი გამოფხიზლდა და მთელი ძალით გააჭენა ცხენი სახლისკენ. როცა სახლს მიუახლოვდა, მას ქვითინით გამოეგება ცოლი, რომელსაც ხელებზე ბავშვის უსიცოცხლო სხეული ესვენა.

ერთ-ერთ სოფელში ჰყვებიან: 1946 წელს, ერთ-ერთი თანასოფლელი ომიდან დაბრუნდა და ვეღარ ისვენებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოუფხიზლებლად აღნიშნავდა  ომიდან დაბრუნებას. როგორც ყველა ლოთი ან ისეთი ადამიანი ვინც დიდხანს განუწყვეტლივ სვავს ეს კაციც ზედმეტად გათამამდა – არაფრის არ მეშინია, ვერაფერი მომერევაო და ასე შემდეგ. ერთხელაც ქეიფის დროს  ჭაობებიდან ძაღლის ყმუილი გაისმა. ყველა ჩაჩუმდა მხოლოდ ომის გმირი არ შეშინდა დასცინოდა თანასოფლელებს და ბოლოს განაცხადა რომ წავიდოდა ჭაობებში და “ეშმაკს სიფათში მიაფურთხებდა” – ბევრს ეწინააღმდეგებოდნენ მაგრამ არ დაიშალა. დიდხანს უცდიდნენ მეგობრები. დილით კი რამდენიმე შედარებით გაბედულმა  თანასოფლელმა გადაწყვიტა ენახა თუ რა მოხდა. ტორფიანი ჭაობების ახლოს აღმოაჩინეს გულადის გვამი. მას ძალადობის არანაირი კვალი არ ეტყობოდა, მხოლოდ აუღწერელი შიშის გამომეტყველება შერჩენოდა სახეზე. მოგვიანებით ექიმებმა დაადგინეს რომ სიკვდილის მიზეზი გულის უეცარი გაჩერება იყო.

6d4a9ebf82ce

რა თქმა უნდა შემიძლია კიდევ ჩამოვთვალო უამრავი მითი თუ ლეგენდა მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა მოვლენის არსში ჩაწვდომა. რეალური საფუძვლის გარეშე არცერთი მითი, ლეგენდა თუ გადმოცემა არ არსებობს, ისევე როგორც არაფერი ხდება ამ ქვეყანად უმიზნოდ და უმიზეზოდ. მაშასადამე, სატანისეული ძაღლი, ან ძაღლების ხროვის გამოჩენა, თვით სატანის ხელმძღვანელობით, რაღაც კონკრეტულ მიზანს ისახავს.
ამ საქმის კვლევას და ფაქტების შეგროვებას არა ერთი წელი მიუძღვნა ინგლისელმა ჟურნალისტმა რობერტ მაზელიმ. იგი დაწვრილებით შეისწავლიდა იმ ადამიანების ბიოგრაფიასაც, ვინც დაზარალდა ასეთ ძაღლებთან ან ძაღლთან შეხვედრის შედეგად. სამუშაოს შეჯამება იყო მაზელის წიგნი, რომელიც ჩვენთან იშვიათობას წარმოადგენს- “დაცემული ანგელოზები და წყვდიადის სულები”.
მე შეგნებულად არ გადმოგცემთ წიგნის შინაარს რადგან ის გაჯერებულია რელიგიური ელემენტებით. . .
ბუნებრივია ასეთ შეხვედრას სასიამოვნოს ვერ ვუწოდებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი გულადობის დასამტკიცებლად ღამით უკაცრიელ ადგილებში ხეტიალი. მე მახსოვს ბავშვობაში იმის დასამტკიცებლად რომ არ მეშინოდა შუაღამისას სოფლის სასაფლაოზე მარტო ავედი, წარმომიდგენია როგორ მომიხდებოდა თეთრი თმა იქ რომ ეს ძაღლი დამენახა. . .   :dabneuli: :dabneuli: :D :D

200 წლის წინათ ინგლისელი პოეტი კოლრიჯი ამბობდა: “ღამით მგზავრი შიშით არის შებყრობილი. მალი-მალ უკან იხედება, ნაბიჯს უჩქარებს, მერე უკან მოხედვისაც ეშინია – მან იცის, რომ შავი, საშინელი ურჩხული, ღამის ბოროტი დემონი ეპარება.”


3ec8c8d1e2f8

Back to top button