არქივი

ნოსტრადამუსი

60185d50c643
წინა პოსტის გაგრძელებაა…

1555 წლისათვის ნოსტრადამუსმა დაასრულა წინასწარმეტყველებათა წიგნის პირველი ნაწილი.მისი “წინასწარმეტყველებანი” მოიცავდა პერიოდს მე-16 საუკუნიდან სამყაროს დასასრულამდე ე.ი. 2000 წლამდე.მიუხედავად დიდი განათლებისა და პროგრესული აზროვნებისა,ნოსტრადამუსი თავისი შეხედულებებით უფრო მე-15 საუკუნეს ეკუთვნოდა,ვიდრე რენესანსის პერიოდს.მისი ფიქრები,უფრო ხშირად მიმართული იყო პირველი ათასწლეულისაკენ.ამ დროისათვის ეკლესიას,რომელიც ქვეყნის მოახლოებულ დასასრულს ქადაგებდა,ძალზე დიდი გავლენა ჰქონდა.მიაჩნდათ,რომ ქვეყნიერების დასასრული პირველი ათასწლეულის ბოლოს დაემთხვეოდა.ათასწლეულებმა მშვიდობინად ჩაიარა.სამყაროს დასასრულის იდეამ 2000 წლისაკენ გადაინაცვლა.ნოსტრადამუსიც ერთგვარად იზიარებდა ამ აზრს,თუმცა მთლიანად დარწმუნებული არ იყო,რადგანაც “ენუქის წიგნის” მიხედვით სამყაროს დასასრული მოსალოდნელია 7000 წლისათვის.
ნოსტრადამუსმა წინასწარმეტყველებათა ათი წიგნი დაწერა.თითოეული მათგანი 100 სტროფს,ანუ 100 წინასწარმეტყველებას შეიცავს.ნოსტრადამუსმა ვეღარ მოასწრო მეთერთმეტე და მეთორმეტე წიგნების დაწერა.”წინასწარმეტყველებანი” დაწერილია ბუნდოვანი,გაურკვეველი სტილით,მათში უხვად არის გამოოყენებული ფრანგული,იტალიური,ბერძნული და ლათინური სიტყვები,შეგნებულად არის დარღვეული მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ინკვიზაციისა და უმეცართა თვალის ასახვევად.
1555 წლის შემდეგ ნოსტრადამუსი,როგორც ნათელმხილველის,სახელი საოცრად სწრაფად მოედო მთელ საფრანგეთსა და ევროპას.იმ დროს წიგნინ სიძვირის გამო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ მდიდართათვის იყო ხელმისაწვდომი.ნოსტრადამუსის ნაწერებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სამეფო კარზე.თუმცა შეშფოთებას იწვევდა მისი ზოგიერთი წინასწარმეტყველება.
დედოფალმა,ეკატერინე მედიჩიმ თავისთან იხმო ნოსტრადამუსი.1556 წლის ივლისში იგი პარიზს გაემგზავრა.მოგზაურობას ერთი თვე დასჭირდა.როგორც ჩანს,დედოფალი მოუთმენლად ელოდა მეცნიერს,რომელიც მეორე დღესვე მიიღო სასახლეში.საუბარმა,რომელიც არავინ დასწრებია,ორი საათი გასტანა.როგორც ფიქრობდნენ,დედოფალს აინტერესებდა,რას ეტყოდა წინასწარმეტყველი მეფის მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ.ეკატერინე კმაყოფილი დარჩა ნოსტრადამუსის ვიზიტით და სიცოცხლის დასასრულამდე სჯეროდა მისი.რაც შეეხება მეფეს,ჰენრი II,მას ნოსტრადამუსთან ხანმოკლე აუდიენცია ჰქონდა.
ნოსტრადამუსი პარიზში ორ კვირას დარჩა.მას უამრავი ხალხი აკითხავდა.ზოგი რჩევას ეკითხებოდა,ზოგიც ჰოროსკოპის შედგენას თხოვდა.დედოფალმა ეკატერინემ მეორედაც იხმო იგი და თხოვა,შეედგინა ჰოროსკოპები მისი შვილებისათვის.ნოსტრადამუსი საგონებელში ჩააგდო დედოფლის თხოვნამ,რადგან მან უკვე იწინასწარმეტყველა მედიჩის შვილების ტრაგიკული დასასრული.ამჯერად მეცნიერმა დედოფალს მხოლოდ ის უთხრა,რომ ყველა მისი ვაჟი მეფე გახდებოდა.წინასწარმეტყველება მთლიანად ვერ გამართლდა:მედიჩის ერთი ვაჟიშვილი გამეფებამდე გარდაიცვალა.

77a546855cd0

მალე ნოსტრადამუსი გააფრთხილეს,რომ პარიზში დაიწყო მითქმა-მოთქმა მისი ჯადოსნობის შესახებ.იგი იძულებული გახდა,სასწრაფოდ დაეტოვებინა ქალაქი და დაბრუნებულიყო სალონში,სადაც მოუთმენლად ელოდნენ და დიდი სიყვარულით შეხვდნენ.ამ დროს ნოსტრადამუსის ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო.იგი ძველებურად ვეღარ მუშაობდა.ძირითადად ჰოროსკოპებს ადგენდა დიდგვაროვანთათვის და ცდილობდა,დაესრულებინა “წინასწარმეტყველებანი”.მისი შრომები ხელ-ნაწერების სახით გავრცელდა ხალხში,დასრულებული სახით კი მხოლოდ 1568 წელს,ნოსტრადამუსის სიკვდილთან ორი წლის შემდეგ გამოიცა.
1564 წელს დედოფალმა ეკატერინემ გადაწყვიტა,ემოგზაურა საფრანგეთში თავის მეორე ვაჟთან,შარლ IX და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.მოგზაურობა ორი წეული უნდა გაგრძელებულიყო.დედოფალმა თავისი ამალა მაქსიმალურად შეამცირა.პროვანსში მოგზაურობისას მან სალონში შეიარა,რათა მოენახულებინა ნოსტრადამუსი.დედოფალმა მას 300 ოქროს კონი და კარის ექიმის ტიტული უბოძა,რაც მუდმივ ხელპასსა და სხვა ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფდა.ნოსტრადამუსი,რა თქმა უნდა,კმაყოფილი დარჩა.
დედოფლის სალონში ვიზიტის დროს ერთი საინტერესო ფაქტო მოხდა.ნოსტრადამუსმა დაჟინებით მოითხოვა,ენახათ ხალები ამალის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრის ტანზე.ყმაწვილს შერცხვა და გაიქცა.მეორე დღეს,როდესაც ახალგაზრდას ეძინა,ნოსტრადამუსმა დაათვალიერა მისი სხეული და განაცხადა,რომ ეს ბიჭი საფრანგეთის მეფე გახდებოდა.წინასწარმეტყველება ახდა:ყმაწვილი ჰენრი ნავარიელი გახლდათ,შემდგომში მეფე ჰენრი IV.
ან დროისათვის ნოსტრადამუსის ჯანმრთელობა საბოლოოდ შეირყა.მან,როგორც ექიმმა,კარგად იცოდა,რომ დასასრული მოახლოებული იყო.1566 წლის 17 ივნისს ნოსტრადამუსმა ანდერძი შეადგინა.1 ივლის კი ადგილობრივ მღვდელს უხმო.როდესაც ღამით შავინის დაემშვიდობა,ნოსტრადამუსმა უთხრა,ცოცხალს ვეღარ მიხილავო.მეორე დილას იგი გარდაცვლილი ნახეს.ნოსტრადამუსი სალონის კორდელიეს ეკლესიის კედელში დაკრძალეს,მისმა მეუღლემ კი საფლავზე მარმარილოს შესანიშნავი დაფა აღმართა,მაგრამ რევოლუციის პერიოდში ფანატიკოსმა ჯარისკაცებმა მისი გვამი საფლავიდან ამოთხარეს.ამის შემდეგ ნოსტრადამუსის ნეშტი გადაასვენეს სალონის წმ.ლორენის ეკლესიაში.აქ დღემდე არსებობს მისი საფლავი და სურათი.

10c44842cd2e

ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველებათა წიგნმა” საუკუნეების განმავლობაში მრავალი ცვლილება და “შესწორება” განიცადა.არსებობს რამდენიმე ვარიანტი ე.წ. “პირველი გამოცემისა”,რომლებშიც შეცვლილია ტექსტები.შეუძლებელია ყველა გამოცემის აქ ჩამოთვლა,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ ოთხი საუკუნის განმავლობაში არც ერთი ნაშრომი არ დაბეჭდილა ისე ხშირად,თუ არ ჩავთვლით ბიბლიას.ნოსტრადამუსის სიკვდილის შემდეგ მისი წიგნები ყოველ საუკუნეში ოცდაათჯერ მაინც იბეჭდებოდა
1649 წლიდან მოყოლებული 1980 წლამდე ნოსტრადამუსის ნაწერებს იყენებდნენ,როგორც პროპაგანდის საშუალებას.1649 წელს კარდინალ მაზარინის მოწინააღმდეგეებმა,რომლებმაც იგრძნეს მისი დიდი გავლენა საფრანგეთის მეფის კარზე,სასწრაფოდ გადაბეჭდეს ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველებათა” 1568 წლის გამოცემა,სადაც ჩაუღტეს კარდინალის საწინააღმდეგო ორი სტროფი.
როდესაც 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს ბასტილია,რევოლუციონერებმა საკუთარი თავი შეიცნეს “წინასწარმეტყველებათა” წიგნში,რომელიც ციხეში,მაგიდაზე გადაშლილი დახვდათ.ათი დღის განმავლობაში მიედინებოდა ხალხი ბასტილიისაკენ,რათა საკუთარი თვალით წაეკითხათ რევოლუციონერთა წარმატებების დამამტკიცებელი სტროფები.
ნოსტრადაუსით ნაპოლეონი მისმა მეუღლემ ჟოზეფინამ დააინტერესა,მაგრა,სამწუხაროდ,წიგნი,რომელიც ნაპოლეონს ხელთ ჰქონდა,არ ეკუთვნოდა ნოსტრადამუსს.
ნოსტრადამუსის პოპულარობა მალე გასცდა საფრანგეთის ფარგლებს.მის წიგნებს კითხულობდნენ მთელ ეფროპაში.საკმარისია აღინიშნოს,რომ 1555-დან 1643 წლამდე ნოსტრადამუსის ნაშრომები ოცდაექვსჯერ გამოიცა.თუ გავითვალისწინებთ იმასაც,რომ მაშინ წიგნის გამოცემა ძალიან ძვირად ფასოვდა,მიხვდებით,თუ რა ძალა ჰქონდა ამ “წინასწარმეტყველებებს”.
ჰიტლერმა ნოსტრადამუსს მას შემდეგ მიაქცია ყურადღება რაც ფრაუ დოქტორ გებელსმა მისი წიგნი თავის მეუღლეს წააკითხა.უკვე 1940 წელს გერმანელები თვითმფრინავებიდან ყრიდნენ ფურცლებზე დაბეჭდილ ყალბ “წინასწარმეტყველებებს”,სადაც ნათქვამი იყო,რომ ჰიტლერი გაიმარჯვებდა,ომი არ შეეხებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთს და სხვა.არადა,უკვე ამ დროს გერმანია ცდილობდა გზა გაეკაფა პარიზისაკენ.

f5f5fb59edf6

ბრიტანეთის დაზვერვამ,გაიძვერა ლუი დე ვოლის წაქეზებით,უდიდესი თანხა გაიღო ანტიგერმანული პროპაგანთისათვის.ისინი ბაძავდნენ გერმანელებს,თხზავდნენ “წინასწარმეტყველებათა” ახალ ვარიანტებს და ავრცელებდნენ საფრანგეთსა და ბელგიაში.ეს ფაქტი მხოლოდ 1943 წელს გამოაშკარავდა.
გასარკვევი გვრჩება საკითხი:ვინ იყო ნოსტრადამუსი-ნათელმხილველი თუ მდიდარი ფანტაზიით დაჯილდოვებული განათლებული გაიძვერა?რას წარმოადგენს მისი “წინასწარმეტყველებანი”?ხომ არ არ ის ეს უბრალო ისტორიული დამთხვევა?მაგრამ რომელ დამთხვევაზეა ლაპარაკი,როდესაც ნოსტრადამუსმა ზუსტად აღწერა ლუი XVI ქცევა,ნაპოლეონისა და ჰიტლერის ბედი,შაჰის გადმოგდება ტახტიდან,ადამიანის გაფრენა კოსმოსში.ამავე დროს,ზუსტად განსაზღვრა ზოგიერთი მოვლენის თვე და წელი.
ერთი რამ კი ნათელია:თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ის შავბნელი მომავალი,რაც ნოსტრადამუსი უწინასწარმეტყველებს კაცობრიობას,უნდა უარვყოთ ჩვენი ყოფის ის ნორმები,რომლებიც დამკვიდრდა რამდენიმე საუკუნის განმრავლობაში,ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის,რათა შევინარჩუნოთ ჩვენი პლანეტა-დედამიწა.

P.S იმედია მოგეწონათ :) წინასწარმეტყველებებსაც აუცილებლად დავდებ მემგონი ყველასთვის საინტერესო იქნება :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button