კულტურა

ივან კრილოვი გურმანი იყო

chronidnq1
ივან კრილოვის გურმანობის ისტორია

ცნობილი რუსი მეიგავარაკე ივან კრილოვი, დიდი გურმანი გახლდათ, მას არა მხოლოდ თავისი იგავარაკებით, უჩვეულო მადითაც ჰქონდა სახელი განთქმული.

კრილოვს ცოლი არასოდეს ჰყოლია. ახალგაზრდობაში უკიდურესად ღარიბი იყო და ვერ შეირთო ის ქალი, რომელზეც ოცნებობდა. მის რჩეულს ანეტი ერქვა. კრილოვმა ხუთი უცხო ენა იცოდა. ბერძნული დამოუკიდებლად შეისწავლა. შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე, ყინვების დადგომამდე არში ბანაობდა. კრილოვმა ღორმუცლობის ყველა რეკორდი მოხსნა. იმ ხანად პეტერბურგში წვეულებებზე როგორც წესი, სტუმრებს ოთხ თავ კერძს მიართმევდნენ. იმ ოჯახში კი სადაც კრილოვს იწვევდნენ, 5-6 სახის საჭმელს ამზადებდნენ. ერთ სადილზე სამ თეფშ უხას, ოთხ დაბეგვილ კატლეტს, ნახევარ შემწვარ ინდაურს, ათ დამჟავებულ კიტრს, საკმაო რაოდენობით ვაშლს, სტრანსბურგულ ღვეზელსა და ფაფას ათავებდა. ღვინო და ლუდი მაინცდამაინც არ უყვარდა. ბურახსა და ყავას კი დიდი ოდენობით მიირთმევდა.

მისი მთავარი გატაცება კულინარია იყო. თითქმის ყველაფერი უყვარდა, ერთ ჯერზე 80-100 ცალ ხამანწკას მიირთმევდა და თან სასმელს აყოლებდა.

ყველაზე ხშირად ინგლისურ კლუბში ან სტუმრად ყოფნისას სადილობდა. თვითონ არასოდეს არაფერს ამზადებდა.

Back to top button