გასართობისასარგებლოუცნაური

15 ფაქტი საკვების შესახებ


1. ტიბეტში გავრცელებული სასმელია ჩაი კარაქით, რომელიც მზადდება ჩვეულებრივი ჩაისგან, იაკის რძისგან და მარილისგან.


2. ცხელი შოკოლადი ჯერ კიდევ მაიას ტომში იყო გავრცელებული, ოღონდ ისინი წიწაკას და რქის ფხვნილს ამატებდნენ.


3. დღემდე არავინ იცის ვინ ან სად გამოიგონა დონატი.


4. ვაშლს, კარტოფილსა და ხახვს ზუსტად ერთნაირი გემო აქვს, თუკი ცხვირზე ხელს მიიჭერთ და ისე შეჭამთ.


5. თუკი უმი კვერცხი წყალში ჩაგდებისას ამოტივტივდა, გაფუჭებულია და საჭმელად უვარგისი.


6. ნატურალური ვანილის მოხმარება ხელს უწყობს ჰორმონების გამოყოფას და გამორიცხული არაა შეჩვევა გამოიწვიოს.


7. ‘ბანანის ხე’ სინამდვილეში არა ხე, არამედ ბუჩქია.


8. კეტჩუპს თავდაპირველად ჩინეთში იყენებდნენ თევზის კერძების შესაკაზმად.


9. 7-UP-ს, რომელიც 1920 წელს გამოიგონეს, თავიდან ბახუსის სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა და ლითიუმის ციტრატს შეიცავდა.


10. მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა ‘ლუვაკი’ მიიღება ვივერისგან (კატის ზომის ძუძუმწოვარი). ვივერი ჭამს ლუვაკის მარცვლებს და მონელებულისგან იღებენ ყავას :sackali: 1 კგ ასეთი ყავა ზოგჯერ 1300 დოლარი ღირს :cool:


11. პირველი სუპი ბეჰემოთის ხორცისგან დამზადდა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვ. წ. აღ.-ით 6000 წლის ჭურჭელი, რომელზეც სუპის ნარჩენები იყო :lol2:


12. ფართოდ გავრცელებული კერზის საკაზმი ‘ვორკესტერშირის წვენი’ თევზის(ანჩოუსის) ნაწილებისგან მზადდება.


13. ჯოხიანი ნაყინი 1905 წელს შემთხვევით მიიღო 11 წლის ფრანკ ეპერსონმა. მან ერთ ღამეს სოდისა და წყლის ნაზავი შემთხვევით ტერასაზე დატოვა. იმ ღამეს სან-ფრანცისკოში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა და როცა ფრანკმა ტერასაზე გაიხედა, ნახა რომ სითხე გაყინულიყო და მასში ხის ჯოხი იყო გარჭობილი. მან იგივე ნაყინზე გამოსცადა და ახალ ქმნილებას ‘Epsicle’ უწოდა. 18 წლის შემდეგ კი ფართო საზოგადოების წინაშე წარადგინა.


14. მიწისთხილი დინამიტის დასამზადებლად გამოიყენება. საქმე იმაშია რომ მიწისთხილის ზეთისგან მიიღება გლიცეროლი, რისგანაც ნიტროგლიცერინს იღებენ. ეს კი დინამიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.


15. გადაუდებელ შემთხვევებში ქოქოსის წვენი(და არა რძე, რძე არ გამოდგება :D ) სისხლში პლაზმის მაგივრობას წევს.

წყარო: http://worldmysteries9.blogspot.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close