გასართობისაკითხავი

სასტუმრო “ლუქსორი”

ამერიკის შეერთებულ შტატებში , ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო “ლუქსორი” გაიხსნა 1993 წელს და მისი მშენებლობა 229 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.

სასტუმროს სიმაღლე 107 მეტრია და მასში 4400 ოთახია . 1100-ადგილიანი დარბაზისა და უზარმაზარი კაზინოს გარდა, აქ სტადიონის ზომის საცურაო აუზი და მდინარე ნილოსის იმიტაციაც კი არსებობს, რომლის ნაპირებზეც აქლემების მოლაპარაკე მოდელებს შეხვდებით. აქ ლიფტებიც კი არაჩვეულებრივია და დიაგონალზე , 39-გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება. შენობის წვერი ისეა განათებული , რომ, ზოგიერთის აზრით , კოსმოსიდანაც კი უნდა ჩანდეს. სასტუმროს კიდევ ერთი საოცრებაა შესასვლელთან მდგარი სფინქსი, რომლის თვალებიც ლაზერის სხივებით ანათებს.

წყარო – წიგნი “მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი” :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close