საკითხავისასარგებლო

საინტერესო ამბების სამყაროში…


ამ პოსტში შემოგთავაზებთ ერთობ საინტერესო ფაქტებს…
***
ბუნების ფანტაზია ამოუწურავია.ცნობილია პეპელა – სფინქსი, რომელსაც ზურგზე აქვს გამოსახული ადამიანის თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით (დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).ობობა ციკლოსმიას (ფლორიდა) ზურგზე აქვს გამოსახული მკაცრი გამომეტყველების ადამიანის სახე ფარით, იაპონური ცხრაფეხა კიბორჩხალას ჯავშანზე აღბეჭდილია სამურაის პორტრეტი, იაპონური თევზის სალანესის თავზე კი ტოგუკავას საგვარეულო გერბია გამოსახული, ხოლო თევზი პირუსის ფორმა და პოზა მთლიანად იმეორებს ჯვარცმულ ქრისტეს, თუ რა არის ამის მიზეზი, მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.
***

სხვადასხვა ქვეყანაში ძაღლი და მამალი სხვადასხვანაირად “ლაპარაკობს”.
ძაღლის ყეფა ქართულად ჟღერს “ავ-ავ”, გერმანულად -“ვაუ-ვაუ”,
ინგლისურად “ბა-ბა”, ფრანგულად “ვა-ვა”, ხოლო იტალიურად “ბუ-ბუ”.
მამალი ქართულად ყივის – “ყიყლი-ყოო”, რუსულად – “კუ-კა-რე-კუ”, გერმანულად – “კიკი-რიკი”,თურქულად – “კუკო-რი-კო”, ხოლო ინგლისურად – “კუკ-ე-დუელ-დუ”.

PS. ბეჭვდა ცუდად ვიცი,ნუ როგორ ცუდად ნელა ვბეჭდავ,ამის დაბეჭვდას თითქმის 1 საათი მოუნდი,ამ ტ–ებმა და თ–ებმა ხო შემჭამა.მოკლედ კომენტარები მაინც დამიწერე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close