კულტურა

ავატარები www.ucnauri.com-ზე!

1367103934 6fd7072d53

Gravatar – ეს არის ავატრების ამომცნობი სისტემა (Globally Recognized Avatar), რომელიც საშუალებას გაძლევთ ბლოგებზე და სხვა ქომუნითი სისტემებზე გამოიყენოთ ეს გლობალური ავატარი, რომელიც თქვენი ელ-ფოსტის საშუალებით ამოიცნობა სერვისის მიერ და ჩანს იგი კომენტარების ფორმაში.

ზუსტად ეს სისტემა გაეშვა გუშინ ჩვენ საიტზეც და უკვე შეგიძლიათ თქვენც დაიყენოთ თქვენი უნიკალური ავატარი, რომელიც ყველა ვორდპრესის ბლოგზე გამოგყვებათ, როცა შეიყვანთ თქვენს E-mail-ს ან ID-ს!

იმისთვის, რომ გამოიყენოთ გრავატარის სერვისი, ამისათვის საჭიროა დარეგისტირება შემდეგი ბმულის მიხედვით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენს (მუშა) ელფოსტაზე მოვა წერილი ექაუნთის აკტივაციის შესახებ, გააქტიურებთ ექაუნთს და შემდეგ შეხვალთ გრავატარის სისტემაში, სადაც შეგეძლებათ სასურველი ავატრის მართვა და ახალი სურათის დამატება.

ჩვენ და სხვა საიტებზე, რეგისტრაციისას რა E-Mail-იც გაქვთ მითითებული, იგივე უნდა დაარეგისტრიროთ Gravatar-ზე. სხვა შემთხვევაში არ იმუშავებს.

Gravatar-ის ერთხელ დაყენების შემდეგ, მუდმივად გექნებათ 1 ავატარი, (რომელსაც აირჩევთ) ყველა ვორდპრესის ბლოგზე/საიტზე.

თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, დაწერეთ აქ კომენტარის სახით და დაგეხმარებით.

წყარო: http://landish.wordpress.com

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button