არქივი

ლეგენდა “ნაგანი”

e298a8245061

ას წელზე მეტი ხნის წინ ბელგიელმა კონსტრუქტორმა ლეონ ნაგანმა შექმნა ერთ–ერთი ლეგენდარული რევოლვერი,რომელიც შევიდა იარაღის ისტორიაში.ეს იარაღი ერთ დროს ცნობილი იყო ყველასთვის,მისი პოპულარობის გარდა ნაგანი წარმოადგენს ერთ–ერთ წარმატებულ ნიმუშს,თავისი კლასის ცეცხლსასროლ იარაღს შორის.

თავისი სიმარტივით,საიმედოობით,შესანიშნავი საბრძოლო მახასიათებლებით ნაგანმა გადააბიჯა ას წლოვან ზღუდეს და მისი ნახვა ერთდროულად შესაძლებელი იყო არა მარტო მუზეუმებში არამედ ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებაშიც.ნაგანის სისტემის რევოლვერს თავიდანვე არ შეუძენია ჩვენთვის ნაცნობი სახე და მახასიათებლები,ამას დასჭირდა კონსტრუქტორების,ინჟინერ–ტექნოლოგების და მუშა–მეიარაღეების ათწლოვანი დაუღალავი შრომა.

ლეგენდის დაბადება
426ae0c8f05b
1860–70–იან წლებში,ევროპაში სამრეწველო რევოლუციის დასრულებამ ქვეყნებს უფლება მისცა მოემზადებინათ მეცნიერულ–ტექნიკური ბაზები და განეხორციელებინათ ის იდეები და პროექტები რომლის განხორციელება ადრე არ შეეძლოთ.იარაღის დამზადების ტექნოლოგიების შეცვლამ უფლება მისცა კონსტრუქტორებს შეექმნათ მრავალი სახეობის სწრაფმსროლელი იარაღი.შაშხანების სრულყოფის თანადროულად უმჯობესდებოდა პისტოლეტები და რევოლვერები.ამას ხელს უწყობდა ახლად შექმნილი ვაზნა,მეტალის ჰილზით.უკვე 1870–იან წლებში რევოლვერმა პრაქტიკულად მთლიანად გამოაძევა უკვე მოძველებული ერთმუხტიანი,ფისტონიანი პისტოლეტები.რევოლვერის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი იყო საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი დოლურა,რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა 5–6 ვაზნიან მჭიდს და სავაზნეს.როგორც თავდაცვის იარაღი,რევოლვერის უპირატესობა ძველ მოკლელულიან იარაღთან იყო შემდეგში;მუდმივ საბრძოლო მდგომარეობაში,სწრაფმსროლელობაში.იმ დროისთვის უფრო განვითარდა სამხედრო რევოლვერების წარმოება,რომლებიც გამოირჩეოდნენ დიდი ზომებით,წონით და გათვლილი იყო მსხვილ კალიბრზე და ძლიერ ვაზნაზე.ძირითადი მოთხოვნილება ამ იარაღთან იყო ტყვიის ძლიერი შემაჩერებელი ძალა,არა მარტო ადამიანზე სროლისას არამედ მაშინაც როცა სამიზნეს ცხენი წარმოადგენდა,ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ დროისთვის.მაშინ იყენებდნენ შავ ე.წ.კვამლიან დენთს და ტყვიისგან დამზადებულ ვაზნას,ამისთვის კი ყველაზე მისაღები იყო 10–12მმ კალიბრის რევოლვერები,რომლებიც გათვლილი იყო ცენტრალური აალების უნიტარულ ვაზნაზე.ბელგიამ,რომელსაც ტრადიციულად ძლიერი საწარმოები ჰქონდა, ევროპაში ერთ–ერთი პირველი ადგილი დაიკავა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში,მოდერნიზაციამ კი შესაძლებელი გახადა შეექმნათ ახალ–ახალი სამოქალაქო და სამხედრო იარაღის ნიმუშები.

11643c830198

უკვე 1871 წელს ბელგიის არმიის შეიარაღებაში მოძველებული მოკლელულიანი იარაღის ნაცვლად მიიღეს 10,4-მმ შამელო–დელვინ–ის სისტემის რევოლვერი,მაგრამ მისი კონსტრუქცია აღმოჩნდა ერთობ არაწარმატებული,ამიტომ არმიაში მწვავედ დადგა საკითხი კიდევ ერთი ცვლილებისა,უფრო დახვეწილი და საიმედო რევოლვერით.სხვა მრავალ კონსტრუქტორთა შორის,რომლებიც დაკავებული იყვნენ ახალი რევოლვერის პროექტირებით,რომელიც ჩაანაცვლებდა არმიაში დაწუნებულ შამელო–დელვინის 1871წლის მოდელის რევოლვერს იყო ორი,მანამდე ყველასთვის უცნობი მეწარმე,ძმები ემილ და ლეონ ნაგანი.ისინი მოღვაწეობდნენ ბელგიის უმსხვილეს საიარაღე ცენტრში ქალაქ ლიეჟეში.უკვე 1859 წელს მათ დააფუძნეს საკუთარი ფირმა,სადაც მეტალის ნაკეთობებს აწარმოებდნენ.ძმებ ნაგანებს თავიდანვე არ დაუწყიათ იარაღის დამზადება,პირველად ისინი დაკავებული იყვნენ ჰოლანდიური ფირმის “ხემბრუგ” 1873 წლის მოდელის რევოლვერის შეკეთება რემონტით.მალე მიხვდნენ,რომ მათი შესაძლებლობები აღემატებოდა მარტო იარაღის შეკეთებას.ერთი პერიოდი აქტიურად ცდილობდნენ შაშხანის ახალი კონსტრუქციის შექმნას,მაგრამ ამას არ მოუტანია მათთვის წარმატება.სახელი და დიდება ნაგანებთან სულ სხვა გზით მივიდა.უფროსმა ძმამ ემილ ნაგანმა შეიმუშავა რევოლვერის საკუთარი,ახალი კონსტრუქცია.პირველივე გამოცდებზე მისმა შექმნილმა ორიგინალურმა 6 ვაზნიანმა,ორმაგი მოქმედების საცემ–სასხლეტი მექანიზმით და მასიური ჩარჩოთი აღჭურვილმა 9–მმ–იანმა რევოლვერმა უკან ჩამოიტოვა ყველა პოტენციური კონკურენტი.საკონკურსო გამოცდებზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ რევოლვერი,რომელსაც უწოდეს შემქმნელის სახელი–”Nagant” მიიღეს ბელგიის არმიის ოფიცერთა და უნტერ–ოფიცერთა კორპუსის შეიარაღებაში,ასევე ცხენოსან ჟანდარმერიაში დასახელებით 1878 წლის მოდელი.Nagant 9-mm M1878.იმავე წელს რევოლვერის წარმოება გამართეს საკუთარ საიარაღე ქარხანაში “Manufacture d Nagant Freres” ქალაქ ლიეჟეში.მუშაობის პროცესში ემილ ნაგანს აქტიურად ეხმარებოდნენ შვილები შარლი და მორისი,მთლიანობაში კი მათ მიიღეს მონაწილეობა ყველა პროექტში რაც კი “Nagant”–ის დამღით გამოდიოდა.

საფუძველი,რაც ჩადებული იყო ამ რევოლვერის კონსტრუქციაში მკვეთრად იკვლეოდა და მუშავდებოდა “Nagant”-ის სისტემის ყველა შემდგომ მოდიფიკაციაში.პირველ რიგში ეს ეხებოდა;

–თვითშეყენებად საცემ–სასხლეტ მექანიზმს.საცემის შეყენება სრულდებოდა სასხლეტ კავზე დაჭერით.
–მონოლითურ არაგასართ ჩარჩოს.
–დოლურას სენაკის გასაღებ კარს,რომელიც იღებოდა არა უკან,როგორც რევოლვერების უდიდეს ნაწილს,არამედ გვერდში.
–ექვსწახნაგა,ჩარჩოში ჩახრახნილ ლულას,ყრუ ჩასმით.

“Nagant”-ის საფირმო ნიშანს ასევე წარმოადგენდა მოწყობილობა,რომელიც სათითაოდ უკეთებდა ექსტრაქციას გასროლილ მასრებს და მიმაგრებული იყო ლულაზე.ეს იყო ერთგვარი მილი–ზუმბა,რითაც მიმართულებას აძლევდა ზუმბას და ასევე წარმოადგენდა გამომგდებ ზუმბას(შომპოლს),რომელიც საბრძოლო მდგომარეობაში შედიოდა და იმალებოდა დოლურას ღერძში.რევოლვერის მექანიზმი,რომელიც შედგებოდა ჩახმახისგან,საბრძოლო ზამბარისგან,სასხლეტი კავისგან,ჩახმახის ფეხიდან,ცოციასგან და სახაზინო ნაწილისაგან,მაგრდებოდა ჩარჩოში და იხურებოდა მოსახსნელი სახურით.ახალმა რევოლვერმა მიიღო მაღალი შეფასება თავისი მახასიათებლებით,რითაც ბელგიის არმიის მთავარსარდლობას გადააწყვეტინა უნიფიცირება გაეკეთებინა და შეეცვალა მოკლელულიანი იარაღის ყველა ნიმუში “Nagant”-ით.1883 წელს ბელგიის არმიის ქვეითი ჯარის უნტერ–ოფიცერთა,კავალერიის და დამხმარე შემადგენლობის შეიარაღებაში მიიღეს რევოლვერ ‘Nagant”-ის ახალი ვარიანტი,Nagant M1883.ამ ნიმუშის კონსტრუქციაში შეგნებულად იყო შეტანილი ცვლილებები,რომელმაც გააუარესა იარაღის საბრძოლო მაჩვენებლები.ამ რევოლვერმა თვითშეყენებადი საცემ–სასხლეტი მექანიზმის ნაცვლად მიიღო უბრალო მოქმედების მექანიზმი.ეს მიაღწიეს ჩახმახზე სპეციალური ბარბაცას მოხსნით.ანუ ყოველი გასროლის შემდეგ ჩახმახის შეყენება ხდებოდა ხელით.ერთადერთი გარეგანი განსხვავება 1883 წლის მოდელს 1878 წლის მოდელისგან,იყო უფრო უბრალო დამზადების,გლუვ ზედაპირიანი დოლურა.”Nagant”-ის სისტემის რევოლვერის შასანიშნავმა მახასიათებლებმა,ხელი შეუწყო მსოფლიოს საიარაღე ბაზარზე მის წარმატებულ გავრცელებას.როგორც იაფი და უბრალო,მაგრამ იმავდროულად საიმედო თავდაცვის იარაღი 1883 წელსვე იგი მიიღეს ნორვეგიის არმიის ოფიცერთა და უნტერ–ოფიცერთა შეიარაღებაში,დასახელებით “Nagant” 9mm M/1883.1884 წელს ევროპის ერთ–ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოს შეიარაღებაში,ლუქსემბურგის არმიაში მიიღეს კიდევ ერთი “Nagant” m1883 რევოლვერი,რომელიც გათვლილი იყო 7,5მმ შვეიცარულ რევოლვერის ვაზნაზე ე.წ M1884 ლუქსემბურგული.მალევე გამოჩნდა მისი სხვა მოდიფიკაციაც,რომელიც სპეციალურად შექმნეს ბელგიელი ციხის მცველებისთვის.ამ მოდელს გააჩნდა დამცველი ბერკეტი,რომელიც დამაგრებული იყო ჩარჩოზე მარცხენა მხარეს და ყოველი გასროლის შემდეგ შედიოდა დოლურას სენაკის სახაზინო ნაწილში,ამით აღკვეთდა დოლურის თვითნებურ მობრუნებას,ასევე ჩახმახის შეყენებას.გარდა ამ მოდელისა არსებობდა M1884 დაგრძელებული ლულით,რომელზეც მიმაგრებული იყო საკეცი ხიშტი.ეს მოდელი,გარდა პოლიციის დიდი მოწონებისა აგრეთვე წარმატებით სარგებლობდა კომერციულ ბაზარზეც.ნაგანები არ კმაყოფილდებოდნენ მიღწეული შედეგებით და აგრძელებდნენ თავისი შექმნილი იარაღის სრულყოფას,მაგრამ ემილ ნაგანის პროგრესირებადმა სიბრმავემ იძულებული გახადა იგი საქმე უმცროსი ძმა ლეონისთვის გადაებარებინა.

უკვე ორი წლის შემდეგ სამყარომ იხილა გაუნჯობესებული,ლეონ ნაგანის შექმნილი 9მმ–იანი რევოლვერი Nagant M1886,რომელიც ასევე ბელგიის არმიის შეიარაღებაში მიიღეს.ამ მოდელში კონსტრუქტორი შეეცადა მოეცილებინა ყველა ის ნაკლი,რომელიც თავს იჩენდა წინამორბედ,უფროსი ძმის შექმნილ მოდელებში.ამ რევოლვერს ჰქონდა რამოდენიმე თავისებურება,რომელიც მხოლოდ მას ახასიათებდა.პირველ რიგში ეს იყო შემსუბუქებული ჩარჩო.ძირეული რეკონსტრუქცია შეეხო თვითშეყენებად საცემ–სასხლეტ მექანიზმსაც;ოთხი ზამბარა შეიცვალა ერთი,ორფრთიანი ზამბარით,რომელშიც გაერთიანდა იმ ოთხის ფუნქცია.ამ ნოვაციამ არა მარტო გაამარტივა იარაღის დამზადება და მოვლა,არამედ აამაღლა მისი მუშაობის საიმედოობა ყველაზე რთულ პირობებშიც.შეტანილი ცვლილებებით მოდერნიზირებულმა “Nagant”-მა არა მარტო ღირსეული კონკურენცია გაუწია ევროპულ და ამერიკულ ფირმებს,არამედ შესამჩნევადაც შეავიწროვა მსოფლიო ბაზარზე.”Nagant” 9mm M1886 ასევე მიიღეს ბრაზილიის არმიის შეიარაღებაში.ძმებმა ნაგანებმა სწორად გათვალეს ის ტენდენცია,რა გზითაც მიდიოდა მოკლელულიანი იარაღის განვითარება,რაც კალიბრის შემცირებაში გამოიხატებოდა და 1886 წელს გამოუშვეს იმ დროისთვის ყველაზე გავრცელებული კალიბრის 7,5მმ–იანი რევოლვერი.შედეგად საკონკურსო გამოცდებზე შვეციაში 1887 წელს “Nagant”-ის ახალმა მოდელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და უკან ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი:შვეიცარული შმიდტი M1882,ბელგიური ვარნანი და ავსტრო– უნგრული გრა–კროპაჩეკა M1878.ამ მოდელის განმასხვავებელი ნიშანი,რომელიც მიიღეს შვედეთის არმიის შეიარაღებაში “Nagant” m/1887 იყო 7,5მმ–იანი რევოლვერის ვაზნის გამოყენება,რომელიც მზადდებოდა უკვამლო დენთით,წინამორბედ 9მმ–იან ვაზნაში კი იყენებდნენ ე.წ კვამლიან დენთს.საწყის ეტაპზე შვედებს რევოლვერები მიეწოდებოდა ბელგიიდან ნაგანების ფირმიდან,მაგრამ 1897 წლიდან ისინი სახელმწიფო საიარაღე ქარხანაში ქალაქ გუსკვარნაში,ლიცენზიის მიღების შემდეგ იწყებენ რევოლვერების წარმოებას.შვედეთის არმიის მცირერიცხოვნობამ განაპირობა ამ რევოლვერის წარმოების სიმცირეც.1898–1905 წლებში ამ ქარხანაში დამზადდა და არმიას მიეწოდა მხოლოდ 13 732 ცალი “Nagant” m/1887.იმ დროს შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ნორვეგია.შვედების მსგავსად ამ მარტივი და იაფი,მაგრამ ამავე დროს საიმედო და ძლიერი იარაღით დაინტერესდნენ ნორვეგიელი მეიარაღე–სპეციალისტებიც.სულ მცირე ხანში ნორვეგიის არმიაში მიიღეს მცირედ შეცვლილი 7,5მმ–იანი რევოლვერი M1893.ნორვეგიული მოდელის ძირითად განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა ნახევრად მომრგვალებული ფორმის სანიშნი(მუშკა),შვედურ M1887 იგი სწორკუთხოვანი ჰქონდა.სულ ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო 12 964 ცალი ნაგანი,რომლის დიდი ნაწილიც დამზადებული იყო ქალაქ ლიეჟეში,ნაგანების ქარხანაში,350 ცალი შვედეთში ქალაქ გუსკვარნაში და სულ მცირე უმნიშვნელო რაოდენობა,თავად ნორვეგიაში Kongsberg Vaape-nfabrik ქალაქ კონგსბერგში.ნაგანის სისტემის რევოლვერებმა გაამართლეს ამ სკანდინავიური ქვეყნების არმიის მთავარსარდლობის იმედები,ისინი ერთგულად ემსახურენ შეიარაღებულ ძალებს რამოდენიმე ათწლეული.მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამოიღეს ისინი შეიარაღებიდან და შეცვალეს თანამედროვე პისტოლეტებით.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გარდა ნაგანმა გარკვეული გავრცელება ჰპოვა სამხრეთ ევროპაშიც.Nagant M1893 მიიღეს სერბიის არმიის შეიარაღებაშიც.ნაგანით ასევე დაინტერესდა ლათინური ამერიკა.არგენტინის ფლოტმა უპირატესობა ამ სისტემას მიანიჭა,მაგრამ მათთვის იარაღი მზადდებოდა არა ქალაქ ლიეჟეში,არამედ გერმანიაში Simson&Co ქალაქ ზულში და ტიპიური ამერიკული კალიბრის–.440(11,4მმ).რევოლვერების მზარდ გამოშვებასთან ერთად ძმები ნაგანები მუშაობდნენ მის დახვეწაზეც.მათ სურდათ გაეერთიანებინათ თანამედროვე საკონსტრუქციო იდეები და ახალი ტექნოლოგიები.რევოლვერებმა კი იმ პერიოდისთვის განიცადეს კარდინალური ცვლილებები.მიღწეულ იქნა როგორც ტექნიკური ასევე ტექნოლოგიური წარმატებები,მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი საერთო ნაკლი––დენთის აირების გარღვევა ღრიჭოდან,რომელიც იქმნებოდა ლულის სახაზინო ჭრას და დოლურას წინა ჭრასთან,რაც ასე თუ ისე აუარესებდა საბრძოლო ხარისხს.ამ ჭრილის აცილება ტექნიკურად შეუძლებელი იყო,დეტალების ზუსტი დამუშავებით და საგულდაგულო მორგებით.ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო სხვა გზით წასვლა.მოკლელულიანი იარაღის ჭეშმარიტად რევოლუციური გარდაქმნა მოახდინა სხვა ბელგიელმა მეიარაღემ ჰენრი პიპერმა.მისი ძიება ეფუძვნებოდა იმ იდეებს რომლებიც ჩადებული იყო;1818 წელს ამერიკელ ელიშ კოლლიეს,1854 წელს ინგლისელ უილიამ გრინერის და 1876 წელს ფრანგ ფრანსუა ენარის რევოლვერების კონსტრუქციებში.პიპერმა გადაამუშავა მათი ნაფიქრი და შექმნა ტექნიკურად საკმარისი კონსტრუქცია,რომელიც ორიგინალურად წყვეტდა შეზღუდვას.დოლურას მობრუნებისას სპეციალური დეტალი წინ წევდა ვაზნას და ჰილზის ყელი ხვდებოდა ლულის არხში,რითაც აღკვეთდა დენთის აირის გამოხეთქვას.ამასთანავე პიპერი უფრო წინ წავიდა და თავის ახალ მოდელში შეიტანა კიდევ ერთი სიახლე,რომელიც “ისესხა” Colt M1884/89 “New Nevy”-გან–––ეს იყო გასროლილი ჰილზების ერთდროული ექსტრაქცია,დოლურას გვერძე გადაგდებით.ყველაფერი ეს,პიპერს დაეხმარა შეექმნა იმ დროის ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი რევოლვერი.მის 8მმ–იანი რევოლვერის M1889 კონსტრუქციაში მთლიანად აღკვეთილი იყო დენთის აირების გამოხეთქვა.ამ მოდელში,ამერიკელი კონსტრუქტორის დანიელ ვესსონის კონცეფციისგან განსხვავებით წინ იწეოდა არა მარტო ვაზნა,არამედ თვით დოლურა ლულაზე,თანაც შემზღუდველის როლს ასრულებდა რევოლვერის ვაზნის დაგრძელებული ჰილზა.ტყვია ასეთ ვაზნაში ბოლომდე ჩაძირული იყო ჰილზში.გასროლის დროს ჰილზის ყელი,დენთის აირით ეჭყლიტებოდა ყოველ მხარეს და მჭიდროდ ეკვროდა ლულის არხის კედლებს.ამით კეტავდა ღრეჩოს ლულასა და დოლურას შორის,რაც აბრკოლებდა აირის გარღვევას.პიპერის პარალელურად,ანალოგიური პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობდნენ ნაგანებიც.ამისთვის ლეონ ნაგანმა გამოიყენა:ყველა ის ორიგინალური სიახლე,თავისი მიღწევები და ბელგიელი კოლეგა–კონსტრუქტორის იდეები.თუმცა ნაგანი უფრო ოსტატურად მივიდა ამ პრობლემის გადაჭრისკენ და არსებითად გაამარტივა დოლურას ლულაზე მიწევის მექანიზმი.

მის კონსტრუქციაში ამას ასრულებდა ერთი დეტალი,პიპერის კი რამოდენიმეს საჭიროებდა.მაგრამ ნაგანმა თავისი მუდმივი კონკურენტის პიპერისგან განსხვავებით თავის ახალ მოდელში უცვლელი დატოვა გასროლილი ჰილზის ექსტრაქციის სისტემა(თითო თითო ზუმბას მეშვეობით).ახალი Nagant M1892 იყო იმ დროისთვის ტიპიური სამხედრო იარაღი–––მძლავრი,მაგრამ იმავდროულად უბრალო და შედარებით იაფი.ამ მოდელის თავისებურება გახდა დოლურას წინ წაწევა ლულისკენ ყოველი გასროლის დროს.დენთის აირის გამოხეთქვის შეზღუდვამ მოითხოვა სპეციალური ვაზნის შექმნა,დაგრძელებული ყელით,რომელიც მთლიანად დაფარავდა ტყვიას და ასეთი მილტუჩიანი ვაზნა შეიქმნა.საცემ–სასხლეტი მექანიზმის სპეციალური დეტალი–––ტივჯარგვალი (კაზიონნიკი),ჩახმახის შეყენებისას,ჩახმახის ფეხთან ერთად წინ წევდა და შექონდა კონუსური ჰილზის ყელი უშუალოდ ლულის არხში.ამასთანავე ლულის გადანაჭერი ხვდებოდა გამოჩარხულში,დოლურას ტორსის წინა ნაწილში.გასროლისას,დენთის აირის და მოძრავი ტყვიის ზემოქმედებით ჰილზის ყელი გასწორდებოდა,კეტავდა ღრეჩოს სენაკსა და ლულის გადანაჭერს შორის,რითაც აღკვეთდა დენთის აირის გამოხეთქვას.ლულის და დოლურას ასეთი კონსტრუქცია,ახალ ვაზნასთან შერწყმით უზრუნველყოფდა შეზღუდვას (ობტურაციას) გასროლისას.”Nagant”-ის კიდევ ერთ მახასიათებლად იქცა წაგრძელებული საცემის წვეტი,რომელსაც უნდა მიეღწია ვაზნის კაფსულამდე,მიუხედავად ტივჯარგვალის არსებობისა და დოლურას გადაადგილებისა.რევოლვერს ჰქონდა არაგასართი ჩარჩო,გასროლილი მასრების ექსტრაქცია თითო–თითო ზუმბით.ერთიდაიგივე ტიპის რევოლვერებთან შედარებით,მაგალითად:8მმ–იანი ფრანგული რევოლვერი ლებელი M1892 ტყვიის საწყისი სიჩქარე 228მ/წ 117მმ–იანი ლულით,8მმ–იანი ავსტრო–უნგრული როსტ–გასერი M1898 საწყისი სიჩქარე 230მ/წ 160მმ–იანი ლულით,Nagant-მა ისინი სიმძლავრით ძალზე უკან ჩამოიტოვა.115მმ–იანი ლულით მას ტყვიის საწყისი სიჩქარე 290მ/წ ჰქონდა.საუკეთესო საბრძოლო მაჩვენებელთა გარდა Nagant-ი გამოირჩეოდა კომპაქტურობით და სიმსუბუქით,ასევე მაღალი სამსახურეობრივ–საექსპლუატაციო თვისებებით,საიმედოობით,უტყუარობით,მთელი მექანიზმის მუშაობით ნებისმიერ პირობებში,ყველაზე რთულშიც კი.ამ თვისებებმა “Nagant”-ს უფლება მისცა სულ მცირე ხანში მსოფლიო საიარაღე ბაზარზე ერთ–ერთი მოწინავე ადგილი დაეკავებინა.იარაღის წარმატებული ნიმუშების შექმნას ხელი არ შეუშლია ნაგანების ოჯახისთვის,პარალელურად იმ დროის სხვა პერსპექტიულ,ახალ პროექტებზე ეფიქრათ.ერთ–ერთი ასეთი ნოვაცია გახდა ახლადჩასახული მანქანათმშენებლობა,რომელმაც უმცროსი ნაგანების (შარლი და მორისი) უფრო დიდი დაინტერესება ჰპოვა.მათ მხარს უჭერდა ლეონ ნაგანიც,რომელსაც უნდოდა ახალი სატრანსპორტო საშუალებების შექმნა.ამან გამოიწვია დაპირისპირება უფროს ძმა ემილთან,მას სურდა ფირმის ძველი პრესტიჟის დაცვა და იგივე მიმართულებით საქმისწარმოება.ძმები ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ ემილ ნაგანმა 1896 წელს დატოვა ფირმა.

0da2ba0ef3ac

1900 წელს,ლეონ ნაგანის სიკვდილის შემდეგ,შარლი და მორისი ახდენენ ფირმის ტრანსფორმაციას,წმინდა იარაღის წარმოებიდან შერეულ კომპლექტაციაზე;ცეცხლსასროლი იარაღის და სატრანსპორტო საშუალებების Nagant Freres Fabrique d Armes et d Automobiles.ჩანაფიქრმა არ გაამართლა და არანაირი წარმატება არ მოუტანა ფირმას.მათ არ შეეძლოთ ეტრაბახათ არც იარაღის ახალი ნიმუშით და არც რაიმე გამოგონებით მანქანათმშენებლობაში.მხოლოდ 1910 წელს შეძლეს შეექმნათ ერთ–ერთი ბოლო რევოლვერის ნიმუში ცნობილი “Nagant”-ის სახელობის,Nagant 7,62mm M1910.მთლიანობაში ეს იყო ნაგანის ყველა მოდელის კომბინაცია.მასში გაერთიანებული იყო M1892–ის დოლურას წინ მიწევის პრინციპი და პიპერის M1889 ავტომატური ექსტრაქტორი,დოლურას გვერძე გადმოწევით.ამ სამხედრო მოდელის გამოსვლა აღმოჩნდა დაგვიანებული და პრაქტიკულად ვერ მოიპოვა ვერცერთი პოტენციური მყიდველის დაინტერესება,რაც მიზეზი გახდა მისი მოხსნის საიარაღე ბაზრიდან.არ გამოვიდა ავტომობილების წარმოების ორგანიზებაც.იარაღის წარმოება შეწყვიტეს უკვე 1914 წელს,როცა გერმანიის ჯარებმა პირველი მსოფლიო ომის დროს მოახდინეს ქალაქ ლიეჟეს ოკუპაცია.1930 წელს კი ძმები ნაგანების საყოველთაოდ ცნობილმა ფირმამ არსებობა შეწყვიტა………………………..

Nagant 7,62mm M1895

ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ნაგანის მოდელი,მოდერნიზირებული M1892.მას აკოპირებდნენ და აწარმოებდნენ როგორც ბელგიაში ასევე გერმანიაში,საბერძნეთში,ესპანეთში,რუსეთში,პოლონეთში და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში მე–xx საუკუნის მე–2–ე ნახევრამდეც კი,უმნიშვნელო ცვლილებებით.(სანიშნის ფორმა და სხვა…).
საქართველოში “Nagant”-ი გავრცელდა:ძალზე მცირე რაოდენობით ევროპიდან,ინდივიდუალურად შემოტანილი და უკვე საკოლექციო ექსპონატად ქცეული,უდიდესი ნაწილი;მეფის რუსეთიდან,რუსეთ– იაპონიის ომის,პირველი მსოფლიო ომის,რევოლუციის,ფინეთის ომის,მეორე მსოფლიო ომის დროს და ბოლო წლებში საბჭოთა НЗ-ს გახსნილი საწყობებიდან.ასევე არსებობდა M1895–ის მრავალი მოდიფიკაცია,საბჭოთა კავშირში შექმნეს 5,6მმ–იანი სპორტული “Nagant”-ის სისტემის რევოლვერიც.როგორც უკვე ითქვა ამ მოდელმა და მთლიანად “Nagant”-ის სისტემის რევოლვერებმა გაიარეს ძალზე რთული საგამოცდო გზა,ომები,შეიარაღებული კონფლიქტები და პირნათლად შეასრულე თავისი ვალი.

ძმებმა ნაგანებმა შექმნეს ლეგენდა,რომელმაც გაუძლო დროს და მათი სახელი უკვდავყო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button