გასართობისაკითხავისასარგებლო

2009 წლის ყველაზე ძვირადღირებული ნივთები


მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია

ყველაზე ძვირადღირებული ფანტანი – Dubai Fountain (217 მილიონი დოლარი). ფანტანის სიგრძე 152 მეტრს აღწევს. ერთდროულად შესაძლებელია 50 ფერის დანახვა, 6500 ნათურის საშუალებით

ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონი – iPhone 3GS SUPREME (3,15 მილიონი დოლარი). გაწყობილია 68 კარატი ბრილიანტით და 271 გრამი ოქროთი.

ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი – Bugatti Veyron Fbg par Hermès (2,37 მილიონი დოლარი). ის ამავდროულად ყველაზე სწრაფიცაა – 400კმ/სთ სიჩქარით, 1001 ცხენისძალა, 100 კილომეტრს ანვითარებს 2,5 წამში.

ყველაზე ძვირადღირებული ჯიბის საათი – Patek Philippe Calibre 89 (5 მილიონი დოლარი).გაწყობილია 18 კარატი ყვითელი ოქროთი. საათს გააჩნია უამრავი ფუნქცია. სხვათაშორის იწონის 1,1 კილოგრამს.

ყველაზე ძვირადღირებული კალმისტარი – Aurora Diamante Pen (1,5 მილიონი დოლარი). 3 კარატი ბრილიანტითა და 30 კარატი პლატინით გაწყობილი.

ყველაზე ძვირადღირებული კეისი iPhone-თვის — iPhone case (34 ათასი დოლარი). დამზადებულია პითონის ტყავისაგან და გაწყობილია 7,8 კარატი ბრილიანტისაგან.

ყველაზე ძვირადღირებული პიჯაკი, დიზაინერი Alexander Amosu (103 ათასი დოლარი). დამშვენებულია ბრილიანტებითა და ოქროს ძაფით. მის შეკერვას 80 საათი დასჭირდა.

ყველაზე ძვირადღირებული სახლი – “Manor” (150 მილიონი დოლარი). მდებარეობს კალიფორნიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში ჰოლმბი-ჰილზში. გადაშლილია 1,88 ჰექტარზე. 123 ოთახით.

ყველაზე ძვირადღირებული ნომერი სასტუმროში – Royal Penthouse Suite (65 ათასი დოლარი ერთ ღამეში). მდებარეობს ჟენევაში. ოთხ საძინებელ ოთახს უკავია სასტუმროს მთელი სართული. ტყვიაგაუმტარი კარებითა და ფანჯრებით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close