არქივი

გენიოსები ხუმრობენ…

3f7f2a9a5614
ამ პოსტში შემოგთავაზებთ ცნობილი ადამიანების ხუმრობებს…

1)მკაცრი კრიტიკოსი
ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:
-რა არის მტკივნეული სიცარიელე,როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
-განა თავი არასოდეს გტკივებიათ?

2)პიკასოსო პასუხი
ჰიტლერელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მოდიოდენენ გერმანელი ოფიცრები.მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს.სურათზე ასახული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება.
ერთხელ ატელიეში მასთან მივიდა გესტაპოს აგენტი,ამოიღო ჩანთიდან სურათი და ჰკითხა:
-ეს თქვენი ნამოღვაწარია?
-არა,თქვენი – უპასუხა პიკასომ.

3)ძლივს მიახვედრა
რეპეტიციაზე რეჟისორი რეინჰარდტი მიმართავს უნიჭო მსახიობ ქალს.
– მიდექით კიდევ იქით!
საბრალო მსახიობი, რომელიც ისედაც უკვე სცენის ნაპირას დგას,
სასოწარკვეთილი ამბობს:
– ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ სცენიდან უნდა ჩავიდე?!
– სწორედ ამას ვგულისხმობ!

4)სიმართლე სიცრუისა
მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
– თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით!
სამწუხაროდ, მე არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ – უპაუხა ქალმა.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
– თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე – იცრუეთ!

5)ვირი არ გამოგადგებათ?
ცნობილი მსახიობი დევრიენი ბერლინის თეატრში შექსპირის პიესაში
“რიჩარდ მესამე”, რიჩარდის როლს ასრულებდა.
ფინალურ სცენაში, როდესაც წარმოსთქვა: “ცხენი! ცხენი! მთელს ჩემს სამეფოს ერთ ცხენში გავცვლი!”, უკანასკნელი იარუსიდან ერთ-ერთმა მაყურებელმა გადმოსძახა:
– ვირი არ გამოგადგებათ?
-როგორ არა, ჩამობრძანდით! – მაშინვე დაეთანხმა დევრიენი.

PS. კომენტარებში ვის რომელი მოგეწონათ… ;)

მსგავსი ამბები

Back to top button