ახალი ამბებიგამოგონება

Eizo-მ სუპერმონიტორი შექმნა


სიახლე ორიენტირებულია საოპერაციო ოთახებში მოხმარებაზე. დღეისათვის სამედიცინო პროგრამებისთვის პრაქტიკაში ერთად რამდენიმე მონიტორს აერთებენ, რაც ყოველთვის მოსახერხებელი არაა.

RadiForce LS560W საშუალებას იძლევა მონიტორების კედელი ერთი, მაღალი ხარისხის დისპლეით შეიცვალოს. ავღნიშნავთ ასეთი გადაწყვეტილების უპირატესობას:

* მატულობს ქირურგების მუშაობის პროდუქტიულობ, რადგან აღარ სჭირდებათ სხვადასხვა პანელებზე სხვადასხვა ფერისა და ელფერის სხვაობაზე შეწუხება;
* უფრო მეტად მოსახერხებელი ვიზუალური აღქმა, რასაც ხელს არ უშლის ეკრანების ჩარჩოები.

ასევე Nanao გეგმავს წარმოადგინოს ინტერფეისული მოდული LMM 56800, რომელიც საშუალებას იძლევა მართოთ მონიტორზე მომავალი სიგნალები. მისი მეშვეობით RadiForce LS560W დისპლეიზე შეიძლება წამოვიდეს 24 ტიპის სიგნალი – ყოველი გამოსახულება გამოვა ეკრანის ნებისმიერ ადგილზე.

RadiForce LS560W ტექნიკური მახასიათებლებიდან ასანიშნავია სიმკვეთრე 450 ნიტ, კონტრასტი 1200:1, ხედვის არე 176° ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.

მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლებია:
* დიაგონალის სიგრძე 56 დუიმი;
* გვერდების შეფარდება 16:9;
* მატრიცის რეზოლუცია 3840 х 2160 პიქსელი;
* კონტრასტულობის კოეფიციენტი 1200:1;
* სიმკვეთრე 450 კდ/კვ.მ;
* ხედვის არე 176/176 გრადუსი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close