არქივი

ინდიგო ბავშვები

2ef05cb9e8e8

ინდიგოს ბავშვები — ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები”. “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.

718bc2537899

ინდიგოს ბავშვების დაბადების პერიოდი

კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

ვინ არიან ინდიგოს ბავშვები

ამ კითხვაზე პასუხი არაერთმნიშვნელოვანია. ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.

ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც.

ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”.

თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.

მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.

გარდა ამისა, “ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით “ინდიგო ბავშვების” კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

4b1d562bba70

ინდიგოს ბავშვები და კომპიუტერი

უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ “ინდიგოს ბავშვებს”. ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება “ინდიგოს ბავშვებთან” ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.

28cbb43185ab

ინდიგოს ბავშვების გარკვეული თავისებურებანი
ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს”).
როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას – სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.

_________________________________________________________________________________________

362b0761def2

მიხეილ ცაგარელი: 2000 წელიწადში ერთხელ ცის კაბადონზე შავ და თეთრ ძალებს შორის სერიოზული ბრძოლები იმართება. შესაბამისად, შემდეგი 2000 წელი გამარჯვებული ძალის ხელშია. 2000 წლის წინ ბნელმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომელთაც შეეძლოთ, რომ სამყარო დაენგრიათ. ეს რომ არ მომხდარიყო, დიდი მესიის, ანუ იესოს მოსვლა და მისი მსხვერპლშეწირვა მოხდა. 2000 წლის შემდეგ ისევ მოხდა ამ ძალთა შორის ბრძოლა და ნათელმა ძალებმა გაიმარჯვეს. სანამ ისინი ძალაუფლების ზონაში შევლენ, იქამდე არმაგედონის ზონა უნდა გავიაროთ. შავი ძალები თანდათან შესუსტდებიან, მაგრამ მანამდე რაღაც პერიოდია გასავლელი. ეს პერიოდი კი 1999 წლის 11 აგვისტოდან დაიწყო და 2020 წლამდე გასტანს. პიკს 2012–13 წლების გასაყარზე მიაღწევს.

სტატისტიკას თუ დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ 2000 წლიდან მსოფლიო მასშტაბით კატაკლიზმები გახშირდა. ახალი, აქამდე უცნობი დაავადებები გაჩნდა. მსოფლიოში ფინანსური კრიზისია. საზოგადოების ცხოვრების ნორმებიდან გადახრები შეიმჩნევა და ა. შ. ჩვენი სამყარო ახლა სერიოზულ აპოკალიფსურ პერიოდს გადის. თუმცა ამას ნგრევა და ჩვენი, ანუ თეთრი რასის, განადგურება არ მოჰყვება. თეთრმა რასამ დაიმსახურა, რომ ცხოვრება გააგრძელოს. სამყარომ გადაწყვიტა, რომ სხვა თანავარსკვლავედიდან შემოეყვანა სულთა გარკვეული ჯგუფი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სახით, რომელთაც “ინდიგო” ბავშვებს ვუწოდებთ. მათი ენერგია წინა თაობებთან შედარებით გაცილებით სუფთაა და ღვთიურ კანონებს ემორჩილებიან. მათი სუფთა ენერგია ნეგატიურს გააწონასწორებს. სამყარო სწორედ მათი მეშვეობით გადარჩება.

– რა თვისებებით გამოირჩევიან “ინდიგო” ბავშვები?

– ამ ბავშვებს შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, ავტორიტებებს არ აღიარებენ, კერპები არ ჰყავთ, არავის ბაძავენ და მხოლოდ საკუთარი თავისა და ძლიერების სჯერათ. ისინი ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როცა ატყუებენ და მცირე სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან. ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ. თავდაჯერებულნი, მაგრამ მოუსვენრები და სულსწრაფები არიან. მხოლოდ იმას აკეთებენ და სწავლობენ, რაც აინტერესებთ. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი, რაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის, კომპიუტერის ან ენციკლოპედიების საშუალებით იღებენ. მათი ინტელექტის მაჩვენებელი 130–160 ქულაა, რაც მათ წინამორბედ თაობებში მხოლოდ 10 ათასში ერთ ადამიანს თუ გააჩნიაა. ისინი ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავენ. ყველაფრის შესახებ გააჩნიათ საკუთარი აზრი და მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.

– სახელი “ინდიგო” საიდან მოდის ან იისფერ რასას რატომ უწოდებენ?

– 1982 წელს ექსტრასენსული თვისებებით დაჯილდოებულმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ნენსი ენ ტეპმა გამოსცა წიგნი, სადაც წერდა, რომ ბავშვების ენერგეტიკული მაჩვენებლების შესწავლის დროს აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობის აურა, ანუ ენერეგიტკული ველის ნათება, რომელიც სხეულის გარშემო შეინიშნება, ლურჯი, ულტრამარინის ფერისაა, რომელსაც მეორენაირად ინდიგოს უწოდებენ. ამ ფერის აურა გონიერების აღმნიშვნელია. ზოგიერთი მეცნიერი მათ “ახალი ათასწლეულის რასას”, “სინათლის ბავშვებს” უწოდებს.

– “ინდიგო” ბავშვებზე ჩატარებული კვლევის შედეგები როგორია?

– დადგინდა, რომ მათი ელექტრომაგნიტური რხევების დიაპაზონი 3.222.000–დან 11.350.000 ჰერცამდე მერყეობს, რაც ჩვეულებრივი ადამიანის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ეზოთერულ მეცნიერებაში “მაღალი ვიბრაცია” გასხივოსნებულობის მაჩვენებელია. ამიტომაც ამ ბავშვებს ინეტელექტთან ერთად ინტუიციაც ძლიერად აქვთ განვითარებული. ბევრი თვლის, რომ ისინი უფრო მეტს გრძნობენ და ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. მომავლის ჭვრეტის უნარიც აქვთ. ეს ისე არ უნდა
გავიგოთ, რომ ყველა მათგანი წინასწარმეტყველი იქნება.

– ამბობენ, რომ ამ ბავშვებს დნმ–იც შეცვლილი აქვთ.

– კი, სწორედ ასეა. ათი წლის წინ დაიბადა ბავშვი, რომელიც შიდს–ის ვირუსით იყო დაინფიცირებული. მას გამოკვლევები მუდმივად უტარდებოდა. რაც უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, 6 წლისას შიდს–ის კვალი სრულიად გაუქრა. ამ საოცრებამ მეცნიერულ წრეებში დიდი გაკვირვება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს ლურჯი ფერის აურა ჰქონდა. შემდეგ თანდაყოლილი შიდს–ით დაავადებულ რამდენიმე ბავშვზეც აწარმოეს დაკვირვება და ისევ გასაოცარი შედეგი მიიღეს – ბავშვები მძიმე სენისგან განიკურნენ. უფრო დაწვრილებითი გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მათი დნმ–ი ჩვეულებრივი ადამიანების დნმ–ისგან განსხვავდებოდა. საერთოდ, დნმ–ში 4 ნუკლეომჟავა სამ–სამად ერთდება და ქმნის 64 კომბინაციას, რომლებსაც კოდებს უწოდებენ. ამ კოდებიდან 20 აქტიურია, დანარჩენი – არააქტიური. ამ ბავშვების შემთხვევაში კი აქტიური 24 კოდი აღმოჩნდა, ანუ ჩვეულებრივ ადამიანზე 4–ით მეტი. სწორედ ეს განაპირობებს ისეთი დაავადებებისადმი მდგრადობას, როგორიცაა შიდს–ი, კიბო და სხვა. დღეისათვის დარეგისტრირებულმა ახალი დნმ–ის მქონე ადამიანების რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში განუკურნებელი დაავადებები აღარ იარსებებს. მათ საკუთარი თავის განკურნება შეუძლიათ, ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და ინფექციების მიმართ შეუვალები არიან.

– შეიძლება თუ არა, რომ მათი ენერგია და პოტენციალი ვინმემ ბოროტად გამოიყენოს?

– “ინდიგოს” ბავშვებში იქნებიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგიის მატარებელნი. თუ მძიმე ოჯახში დაიბადა, შეიძლება მისი ენერგია არასწორად განვითარდეს და საზოგადოებისთვის საზიანოდ გამოიყენოს. კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის ბრძოლები გაგრძელდება, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები ყველა შემთხვევაში მოხდება. მე ვიცნობ მესამეკლასელ ქართველ გოგონას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. მას მასწავლებელმა ლექცია წაუკითხა მორალზე. ბავშვმა უთხრა, გუშინ უცხო მამაკაცთან იწექი და მორალზე როგორ მელაპარაკებიო. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებელს საყვარელი მართლაც ჰყავდა. ბავშვი ლამის სკოლიდან გარიცხეს. დაკითხვა მოუწყეს, ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მას ვინმემ უთხრა. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ნათელმხილველობის ნიჭი აქვს. თუ ამ უნარს ჩავკლავთ, მაშინ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მათთან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ესენი სხვანაირი, დიდი პოტენციალის მქონე ბავშვები არიან, მათ განვითარების საშულება უნდა მივცეთ.

________________________________________________________________________________________

9add22e2f165

იხილეთ ასევე
Close
Back to top button