მონალიზა (ჯოკონდა)

Gipp    20 დეკემბერი 2009    საკითხავი,უცნაური   კომენტარი

მონა ლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის მიერაა შექმნილი დაახლოებით 1503 წლისთვის. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი).

ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“.”მონა ლიზამ” მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.

ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება . დღემდე არსებობდა რამდენიმე სადვაო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:
ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი;
ეკატერინე სფორცა;
იზაბელა დ’ესტე;
უბრალოდ იდეალური ქალი;
ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში;
ლეონარდოს ავტოპორტრეტი.

საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მოიცავს, ყოველდღიურად მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს.


ავტორი: Gipp

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC