გამოგონება

ვირუსებს 27 წელი შეუსრულდათ


2009 წლის ივლისში კომპიუტერულ ვირუსს 25 წელი შეუსრულდა. პირველი ვირუსი ქსელში 1982 წლის ივლისში გაჩნდა და ის 15 წლის სკოლის მოსწავლემ რიჩ სკრენტამ (Rich Skrenta) შექმნა. აღნიშნული ვირუსი პლატფორმისთვის Apple II იყო განკუთვნილი. მაშინ 15 წლის მოზარდის მიერ შექმნილი დაინფიცირებული კოდის მსხვერპლი რიჩის მეგობრებისა და მისი მათემატიკის მასწავლებლის კომპიუტერები გახდა.

ისევე, როგორც ბევრი ძველი ვირუსი, Elk Cloner ვიზუალური გამოვლინებებით განსხვავდებოდა. ყოველ 50 ჩატვირთვაზე, ეკრანზე შემდეგი გამოისახებოდა-«Elk Cloner: The program with a personality»: «It will get on all your disks. It will infiltrate your chips. Yes it’s Cloner! It will stick to you like glue. It will modify RAM too. Send in the Cloner!». (Elk Cloner ეს უნიკალური პროგრამაა. ის ყველა თქვენს დისკში შეაღწევს და თქვენი ჩიპების ფილტრაციას განახორციელებს. ჰო, მართლა, ეს Cloner-ია! ის წებოსავით მოგეკრობათ. პროგრამას RAM-ის შეცვლა შეუძლია. მიუშვით თქვენთან Cloner).

“პირველი ვირუსის გაჩენის დღიდან არც ისე ცოტა დრო გავიდა და სწორედ მაშინ დაიწყო ბრძოლა ვირუსების ავტორებსა და ანტივირუსებს შორის. ანტივირუსული პროდუქტების ბაზარმა მრავალმილიონიან ინდუსტრიად გარდაქმნა მოასწრო”, აცხადებს ანალიტიკური ცენტრის InfoWatch ხელმძღვანელი ალექსეი დოლია.

პირველი ანტივირუსი ვირუსზე მხოლოდ ორი წლით უმცროსია. ის 1984 წელს პროგრამისტმა ანდი ჰოპკინსმა (Andy Hopkins) დაწერა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close