ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

მანდარინის სიკეთე

ასეთი “კეთილი” ციტრუსი ყოფილა მანდარინი 

ნარინჯისფერი მანდარინი სასარგებლო ციტრუსია. მისი მწიფე ნაყოფი (100 გრ.) შეიცავს 40-50 გრ. ვიტამინს, რომელსაც ხანგრძლივად ინარჩუნებს. რითაც აძლიერებს ორგანიზმის დამცავუნარიანობას, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას, ხელს უშლის გულის დაავადებებს და დაბერების პროცესს. გარდა ამისა და P ვიტამინების მეშვეობით აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილებში კოლაგენის სინთეზს, რის შედეგადაც კანი ხდება ელასტიკური და მკვრივი, უმჯობესდება ღრძილების მდგომარეობა. ასე, რომ მანდარინი არა მარტო ხელს უშლის სახეზე ნაოჭების წარმოქმნას, არამედ დაგიცავთ პაროდონტოზისაგან.

მანდარინი შეიცავს კალიუმს და კალციუმს, რომელიც საჭიროა ძვლების, კბილებისა და კუნთოვანი ქსოვილებისათვის. განსაკუთრებით სასარგებლოა მანდარინი ორგანიზმში სითხის დაგროვებისა და ღამით ფეხის კუნთების კრუნჩხვების დასათრგუნავად.

მანდარინის წვენი ანტიმიკრობული მოქმედებისაა და შეიძლება ვიხმაროთ კუჭნაწლავის აშლილობისა და ჭიებით დასნებოვნების დროს. მანდარინის ქერქი მდიდარია ბეტაკაროტინით, რომლის ჭამა შეიძლება, როგორც ახალი, ისე ცუკატის სახით (დაამატეთ ნამცხვარს). ბეტაკაროტინი ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს. ქერქს შეიცავს ეთეროვან ზეთს და კარგი საშუალებაა ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს. დალიეთ ქერქის ჩაი, 2 .. მანდარინის ცედრას დაასხით 1 .. მდუღარე წყალი. მისი სპირტიანი ნაყენი დაბლა სწევს სისხლში შაქარს.

თეგები
Close
Close