არქივი

სიცილაკი (smiley)

02f6870423c3

სიცილაკი (ინგლისურად Emoticon (ტექსტური სიცილაკებისთვის) ან smiley (გრაფიკული სცილაკებისთვის) პუნქტუაციური ნიშნებისგან შემდგარი ან გრაფიკული ხასიათის, ადამიანის სახის გამომხატველი სიმბოლო, რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონულ მეტყველებაში პირისპირ კომუნიკაციისთვის დამახასიათებელი ემოციების გამომსახველი მიმიკებისა და ჟესტუალობების შეტანა.

წარმოშობა

პირველად ორი წერტილითა და ფრჩხილით გამოხატული მრგვალსახიანი ფიგურა გამოჩნდა ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნის ( New York Herald Tribune) 1953 წლის 10 მარტის ნომრის მე-20 გვერდზე. ყვითელი ფერი და საბოლოო ფორმა კი მას მისცა ჰარვეი ბალმა 1963 წელს, ერთ-ერთი დიდი ამერიკული სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით. სულ მალე სიცილაკმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ნიშნის საავტორო უფლების დაცვისა, ამერიკაში ჯერ კიდევ პროცესის დასრულებამდე გახდა იგი პოპულარული და მისმა გამოყენებამ საჯარო ხასიათი მიიღო.

სიცილაკი პოპულარული გახადეს 1970-იანი წლების დასაწყისში ძმებმა მიურეი და ბერნარ სპეინებმა. ისინი აწარმოებდნენ ყავის ჭიქებს, მაისურებსა და მისაკრავ ქაღალდებს რომლებზეც გამოსახული იყო სიცილაკი შემდეგ სიტყვებთან ერთად : «ბედნიერ დღეს გისურვებთ » (“Have a happy day” ).

თავის მხრივ, ლონდონში არსებული საზოგადოების, SmileyWorld –ის პრეზიდენტი ფრანკლინ ლუფრანი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ლოგო მან თავად შექმნა 1971 წელს რამდენიმე ევროპულ გაზეთში სასიამოვნო ახალი ამბების ხაზგასასმელად და მკითხველთა კარგ ხასიათზე დასაყენებლად.

მანვე განავითარა სიცილაკების სხვადასხვა ვარიანტები და აღნიშნული ლოგო სამარკო ნიშნად აქცია. დღეისთვის ეს ნიშანი ფრანკლენ ლუფრანის მიერ დარეგისტრირებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი საზოგადოება, SmileyWorld, თანამშრომლობს ტანსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, კანცელარიის, სათამაშოების, საკვებისა და ა.შ. მწარმოებლებთან.

1997 წელს, მისმა ვაჟმა, ნიკოლა ლუფრანმა განავითარა აღნიშნული ლოგოს 100-ზე მეტი ვარიაცია.

ტექსტური სიცილაკები (Emoticon)

გრაფიკული სიცილაკების ანალოგს წარმოადგენს მათი ტექსტური ვარიანტები, რომელთა გამოხატვაში გამოიყენება მხოლოდ სასვენი ნიშნები. პირველი ტექსტური სიცილაკები ( :-) და :-( ) გამოგონებულ იქნა 1982 წლის 19 სექტემბერს კარნეჯი მელონ უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერული მეცნიერებების კათედრის პროფესორის, სკოტ ე. ფალმანის მიერ უნივერსიტეტის ფორუმზე არსებული შეტყობინებების აღსანიშნავად.

ტექსტური სიცილაკების აგების პრინციპი მარტივია : საკმარისია თავი 90 გრადუსით შეაბრუნო მარცხნივ, რომ ადვილი გასარჩევია სტილიზებული სახის ფორმა, რომელშიც ორი წერტილი თვალებს გამოხატვს, ტირე – ცხვირს, ფრჩხილი კი – პირს. დღეისთვის არსებობს ტექსტური სიცილაკების მარცხნივ შებრუნებული ვერსიებიც, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.

ბევრი კომპიუტერული პროგრამა, მათ შორის word-ი, ინტერნეტ ფორუმები და მყისიერ შეტყობინებათა სერვისები (ე.წ. მესინჯერები) კლავიატურაზე აკრებილ ტექსტურ სიცილაკს ავტომატურად გარდაქმნის შესაბამის გრაფიკულ ექვივალენტად. ამგვარი გრაფიკული სახეები გაცილებით მდიდარია ვიზუალურად, მათ წასაკითხად არ არის საჭირო თავის შებრუნება, ზოგ შემთხვევაში ანიმაციურიცაა. ამის მიზეზია ის, რომ ისინი არ არის ASCII-ს ნიშნებით (American Standard Code for Information Interchange, ალფანუმერული ნიშნების გამოსახვის სტანდარტული კოდი) შეზღუდული და წარმოადგენს Gif –ის ფორმატის სურათებს.

გავრცელებული დასავლური სიცილაკები

:-) ღიმილი
:-( მწუხარება, იმედგაცრუება
;-) თვალის ჩაკვრა
:-DD ხარხარი
:-PP
ენის გამოწევა

იგივე სტილის, მაგრამ ნაკლებად კლასიკური ვარიანტები :
:-X გაჩუმებული
:-* კოცნა
:-O ყვირილი
|-O მთქნარება
:-o გაკვირვებული, პირდაღებული
:- ° სტვენა, უმანკო სახის მიღება
: ‘( ტირილი
8-) თვალებს არ უჯერებს
:-\ შეცბუნებული, უკმაყოფილო
=:-/ პანკი
+:-| პაპი
:- EE აგრესიული
:-€ ვამპირი
:-3) ულვაშიანი კაცი
B-) მზისსათვალიანი მომღიმარი სახე
:-S
შეცბუნებული ღიმილი
:*)
სიმთვრალე
:-L
დაღლილი
,’:Y
გამომცდელი მზერა
X8
პირზე ხელებაფარებული სიცილი
>:(
გაბრაზებული
<3
გული ან თაიგული
</3 გატეხილი გული
:]
ხუმრობა
:[
სერიოზულობა
:{]
უვაში
უკბილო კაცი, რომლიც იცინის   :papa:
O.O
შოკირებული 
O.o
შოკირებული და სკეპტიკური
:-|
ინდიფერენტული

იხილეთ ასევე
Close
Back to top button