არქივი

ავსტრიელი მანიაკი

entering hades
საერთოდ კრიმინალურ სამყაროში უამრავი სერიული მკვლელი არსებობს, მაგრამ ისინი ძირითადად გარკვეულ პრინციპს მიყვებიან, შეიძლება შეცვალონ ე.წ. “კომფორტის ზონა”, მაგრამ ძალიან იშვიათად, როდესაც სამოქმედოდ სხვა ქვეყანა აირჩიონ.საერთაშორისო სერიული მკვლელი ძალიან იშვიათობაა და მეც სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამჯერად ეს ამბავი გამეცნო თქვენთვის. თუ ჩემი პოსტები გინახავთ, მაშინ გეცოდენინებათ, რომ მე დაწერილი მაქვს გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი, იტალიელი და ბელგიელი სერიული მკვლელების შესახებ, ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ მათი პირველი ავსტრიელი კოლეგა, რომელმაც 11 ქალი გამოასალმა სიცოცხლეს.
ავსტრიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით დანაშაულის დონე საკმაოდ დაბალია. მოგეხსენებათ, იქ დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მკვლელობები, მითუმეტეს სერიული მკვლელობები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.(შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან შედარებით). წელიწადში დაახლოებით 100-მდე მკვლელობა ხდება. სტატისტიკურად რა თქმა უნდა ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, მაშინ, როდესაც მარტო ლოს ანჯელესში მხოლოდ დაღუპული მეძავების რაოდენობა აჭარბებს ამ ნიშნულს.

Heidemarie Hammerer1
ჰაიდე ჰამერე
Brunhilde Masser
ბრუნჰილდა მასერი
Elfriede Schrempf1
ელფრედ შრემფი

1990 წელს დასავლეთ ავსტრიაში, კერძოდ ფორბრუგერში იპოვნეს 31 წლის ჰაიდე ჰამერეს გვამი,ის თავისი ჩულქით იყო მოგუდული. (ვიცი ბარბარიზმია “ჩულქი”,მე მაპატიეთ). 5 დღის შემდეგ 350 კმ-ის დაშორებით, ქალაგ გრაცეში დაიწყო ბრუნჰილდა მასერის მკვლელობის გამოძიება. ამ შემთხვევაშიც მკვლელობის იარაღად გამოყენებულ იქნა ქალის თეთრეული, ამჯერად-ლიფი.
გამოძიების მსვლელობის დროს გრაცეში კიდევ ერთი გოგონა გაუჩინარდა-ელფრედ შრემფი. სამივე ქალბატონი პროსტიტუციით იყო დაკავებული, რაც სუდმედექსპერტის თქმით, ამძიმებდა მოძალადის ვინაობის დადგენას, რადგანაც მსხვერპლის სხეულზე რამოდენიმე ადამიანის დნმ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, რაც შეუძლებელს ხდიდა დააედგინათ თუ რომელი პიროვნება იმყოფებოდა მსხვერპლთან სიცოცხლის ბოლო წუთებში.

Irene Rodríguez
აირინ როდრიგესი
დაახლოებით იმავე პერიოდში, ავსტრიიდან საკმაოდ მოშორებით, 10000 კმ-ში, ლოს ანჯელესში პოლიციისთვის ცნობილი გახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის მკვლელობა. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში მოხდა, მსხვერპლი იყო 21 წლის აირინ როდრიგესი, სიკვდილის მიზეზი-გაგუდვა ლიფის მეშვეობით.
90 წლიბში მარტო ლოს ანჯელესში წელიწადში დაახლოებით 120 მეძავი იღუპებოდა, შესაბამისად სისტემაში არსებობდა გარკვეულ მონაცემთა ბაზა, სადაც ინახებოდა მკვლელობების ისტორიები, რისი მეშვეობითაც დეტექტივებმა საკმაოდ ოპერატიულად დაადგინეს კიდევ 2 მსგავსი მკვლელობის შესახებ. შენონ ექსლი და შერი ენ ლონგი.მეძავები.ხელწერაც იგივე იყო.
Shannon Exley
შენონ ექსლი
Sherry Ann Long
შერი ენ ლონგი

2 კვირის განმვლობაში მომხდარი ამ სამი მკვლელობის გამო დეტექტივებმა დაასკვნეს, რომ ქალაქში სერიული მკვლელი გამოჩნდა.თუმცა ვერც ავსტრიისა და ვერც შტატების პოლიცია ჯერჯერობით ვერ ხვდებოდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებას ეძებდნენ.
ავსტრიაში ჰაიდე ჰამერეს ტანსაცმელზე სუდმედექსპერტებმა აღმოაჩინეს წითელი ძაფები, რომლებიც მსხვერპლის ტანსაცმელს არ შეეფერებოდა, და შესაბამისად დაასკვნეს, რომ ეს ძაფები სავარაუდოდ ეკუთვნოდა მკვლელს.

Jack Unterweger 003
ჯეკ უნტერვეგერი
4 კვირის განმავლობაში ვენის ქუჩებიდან კიდევ 4 მეძავი გაქრა.პრესა აჭრელებული იყო ამ ამბებით.ავსტრიის პოლიციამ კი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური “ნადირობა” დაიწყო სერიულ მკვლელზე.მოსახლეობის ყურადღება დღითიდღე იზრდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, გაზეთები კი სულ ახალ ახალ სტატიებს წერდა მკვლელობების შესახებ.ერთერთმა ჟურნალისტმა ჯეკ უნტერვეგერმა რადიო შოუც კი გამართა ერთერთ დეტექტივთან, რომელიც ამ გახმაურებულ საქმეს იძიებდა.
ლოს ანჯელესში კი პირიქით, მკვლელობები სულაც არ გამხდარა სენსაცია, თუმცა შტატების დეტექტივებს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ სერიულ მკვლელბთან დაკავშირებით, ვიდრე ავსტრიელებს, ამიტომ მათ აირინ როდრიგესისა და შენონ ექსლის “სამუშაო ტერიტორიას” სათვალთვალო მანქანა მიუჩინეს. ისინი დარწმნებულნი იყვნენ, რომ მკვლელობებს შორის დროის მონაკვეთის სიმცირე იმის აღმნიშვნელი იყო, რომ მანიაკი კიდევ ჩაიდენდა ანალოგიურ დანაშაულს, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო.თვალთვალმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, პოლიციამ ეს კი იმით ახსნა, რომ რადგანაც მანიაკი არ გამოჩნდა ე.ი. ამის მიზეზიც არსებობდა, ან გარდაიცვალა, ან დაიჭირეს და ან ქვეყნიდან გაემგზავრა.
Karin Eroglu
კარენ ეროგლუ
Sabine Moitzi
საბინ მოიტცი
ვენაში ამ დროს 4 გამქრალი მეძავიდან 2-ის გვამი იპოვნეს. ესენი იყვნენ კარენ მეროგლუ და საბინ მოიტცი.არც აქ დაუტოვებია მანიაკს რაიმე ხელჩასაჭიდი.
ყოფილი დეტექტივი ოგას ჩენდლერი თავისთვის იჯდა კაფეში და ყავას მიირთმევდა, როდესაც ამოიკითხა გაზეთში ამ შემზარავი მკვლელობების შესახებ, რამაც მას 20 წლის წინანდელი საქმე გაახსენა. ის დარწმუნებული იყო, რომ იცოდა მკვლელის ვინაობა. მისი აზრით ეს ადამიანი იყო ცნობილი ჟურნალისტი ჯეკ უნტერვეგერი.
margaret schaefer
მარგარეტ შაეფერი
1974 წელს ტყეში აღმოაჩინეს მარგარეტ შაეფერის გვამი. ის მოგუდეს საკუთარი ჩულქით. ჯეკ უნტერვეგერი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში და ციხეში გაამწესეს. ჩანდლერი დარწმუნებული იყო, რომ დანარჩენი მკვლელობებიც მისი ნახელავი იყო. მან ამის შესახებ რა თქმა უნდა აცნობა პოლიციას. ამ უკანასკნელმა არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ მარგარეტ შაეფერი არ იყო მეძავი, განსხვავებით სხვა მსხვერპლებისგან, უფრო მეტიც, უნტერვეგერი იმ გოგონას პირადად იცნობდა. არცერთ პოლიციელს არ სჯეროდა, რომ ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი სწორედ ის სერიული მკვლელი იყო, რომელსაც ეძებდნენ.. მან ხომ მთელი რადიო შოუ მიუძღვნა ამ საქმეს, დაკითხა ქუჩაში მდგომი მეძავები, გამოკითხა დეტექტივი, რომელიც გამოძიებას ედგა სათავეში.
Jack Unterweger adolescente
ჯეკ უნტერვეგერი ახალგაზრდობაში
ჯეკ უნტერვეგერი დაიბადა 1951 წლის 16 აგვისტოს ავსტრიაში, მამამისი იყო ამერიკელი ჯარისკაცი, ხოლო დედა მეძავი ვენიდან.ახალგაზრდობაში დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და 1974 წელს მკვლელობის მუხლით მოხვდა ციხეში, სწორედ ციხიდან დაიწყო მისი პოპულარობა. საკანში დაწერა მან თავისი პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ავსტრიასა და გერმანიაში უმოკლეს დროში გახდა ბესტსელერი.წერდა ასევე პიესებს. საბოლოოდ კი იმას მიაღწია, რომ ხალხმა დაიჯერა მისი გამოსწორების ამბავი.გათავისუფლებამდე უნტერვეგერმა წარმატებით გაიარა რამოდენიმე ფსიქიატრიული გამოკვლევა და 1990 წლის ივნისში ვადამდე ადრე გამოუშვეს კიდეც. ამის შემდეგ დაიწყო მთელი ავსტრიის მასშტაბით მოგზაურობა, თან ადგილობრივ კაფეებში საკუთარ წიგნებს კითხულობდა, მონაწილეობას იღებდა სატელევიზიო გადაცემებში, მისი ქარიზმა და საშიში წარსული უამრავ ქალბატონს იზიდავდა,(და მე ამ დროს უნებლიედ გამახსენდა არანაკლებ საშიში და ქარიზმატული სერიული მკვლელი ტედ ბანდი).იყო რაღაც მასში მიმზიდველი. ნაცნობები მას ახასიათებდნენ, როგორც კარგი იუმორის მქონე, მხიარულ პიროვნებას. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა,მაგრამ ჯეკი ხვდებოდა სკოლის მოსწავლე ბიანკა მრაკს, ის 17 წლის იყო მაშინ, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლიდა შეყვარებულ წყვილს, ბიანკამ ჯეკის ნასამართლეობის შესახებ იცოდა, მაგრამ სჯეროდა, რომ ის გამოსწორდა. მისი სიტყვებით ის იყო ძალიან მხიარული და დასამახსოვრებელოი ადამიანი.
Con Bianca Mrak
ბიანკა და ჯეკი
მიუხედავად იმისა, რომ უნტერბერგერი ავსტრიის ერთერთ ფავორიტ ადამიანად ითვლებოდა, პოლიციას სხვა გამოსავალი არ ქონდა, გარდა იმისა რომ დაენიშნათ მისთვის თვალთვალი, რადგანაც სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდათ. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინეს 3 თვის გაუჩინარებული სილვია ზაგლერის გვამი.მისი მკვლელობის ხერხი სხვა მკვლელობის ხერხებს ემთხვეოდა.და უნტერბერგერი როგორც იქნა დაიბარეს დაკითხვაზე.
Silvia Zagler 001
სილვია ზაგლერი
Regina Prem 001
რეგინა პრემი

ჯეკმა კატეგორიული უარი განაცხადა ესაუბრა 74 წელს მომხდარ მკვლელობაზე, იმ მიზეზით, რომ აღარაფერი აღარ ახსოვდა.პოლიცია იძულებული გახდა გაეშვა, რადგანაც პირდაპირი ნივთმტკიცება იმისა, რომ ეს მკვლელობები ჯეკმა ჩაიდინა არ ჰქონდათ.გაუჩინარებიდან 7 თვეში აღმოაჩინეს ელფრედ შრემფის გვამი.მალევე მას მოყვა რეგინა პრემის გვამის პოვნაც, რომლის მეუღლესაც სავარაუდოდ მკვლელმა ღამის 3 საათზე დაურეკა და მოუყვა თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა მისი ცოლი სიკვდილს.რა თქმა უნდა პოლიციამ ამ ზარის შესახებ გაიგო, თუმცა ვერაფერი ვერ მოიმოქმედა.ჯეკ უნტერვერგერი კი გაუჩინარდა, ამ ამბავმა პრესა შოკში ჩააგდო, ჯერ კიდევ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ მისი უდანაშაულობის, გაქცევა კი საზოგადოებამ დანაშაულის აღიარებად ჩათვალა. პოლიციას არანაირი სამხილი არ ჰქონდა მის წინააღმდეგ, გარდა იმისა ,რომ ის მკვლელობა, რომლის გამოც უნტერბერგერმა ციხე მოიხადა საოცრად გავდა დანარჩენ მკვლელობებს. პოლიციამ გაჩხრიკა ჯეკის სახლი, რის შედეგადაც აღმოაჩინეს ჩეკები, რომელიც ამხელდა უნუნტერვერგერის ადგილსამყოფელს მკვლელობების ჩადენის დროს.ის იმყოფებოდა ფორბრუგერში, გრაცეში და ვენაში მეძავების გაუჩინარებისა და მკვლეობების დროს.უნტერვერგერის ალიბის უქონლობა არ იყო პირდაპირი სამხილი იმისა, რომ ნამდვილად მან ჩაიდინა ეს მკვლელობები, რადგანაც მასა და მის მსხვერპლს შორის არ იყო არანაირი კავშირი, არანაირი მოტივი, ერთადერთი სამხილი იყო ჰაიდე ჰამერეს სხეულზე აღმოჩენილი წითელი ძაფები.ჯეკის გარდერობში კი აღმოაჩინეს წითელი შარფი,სუდმედექსპერტის თქმით იდენტური იმ წითელი ძაფისა.უნტერვერგერის ბინაში ასევე აღმოაჩინეს საბუთები იმის შესახებ, რომ ის იმყოფებოდა ლოს ანჯელესში ვიზიტის დროს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ შტატებსა და ავსტრიაში მომხდარი მკვლელობების ერთადერთი ავტორი იყო ჯეკ უნტერვერგერი-ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი.

Jack Unterweger Los Ángeles
ლოს ანჯელესში ვიზიტის დროს
ყველასათვის მოულოდნელად ჯეკმა ერთერთ რადიო შოუში დარეკა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა გამქრალიყო,რადგან პოლიციას უნდოდა ეს მკვლეობები მისთვის დაებრალებინა,და ამის გამო განაგრძობდა დამალვას. ერთადერთი ადამიანი იყო ბიანკა მრაკი, რომელმაც არათუ იცოდა თუ სად იმალებოდა სერიული მკვლელი, არამედ მასთან ერთად იმყოფებოდა.მათი დაჭერა მოხერხდა მაიამიში, როდესაც ცდილობდნენ თანხის გადარიცხვას. დაკითხვა 2 საათს გაგრძელდა, მაგრამ ჯეკმა მარტო ის აღიარა, რომ ლოს ანჯელესში ყოფნის დროს მეძავების გარემოცვით სარგებლობდა და მეტი არაფერი.
Jack Unterweger ficha de detención
ჯეკ უნტერვეგერი
ამერიკელი დეტექტივები ითხოვდნენ, რომ სასამართლო შტატებში ჩატარებულიტო. მოგეხსენებათ კალიფორნიის შტატში სასჯელის უმაღლეს ფორმად დღემდე სიკვდილით დასჯა ითვლება, ავსტრიაში კი არა.თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ დამნაშავის ექტრადიცია მოითხოვა. საკანში გამომწყვდეულმა უნტერვერგერმა ვენების გადაჭრა სცადა, რითაც ხალხის სიმპათია გამოიწვია.
Blanka Bockova
ბიანკა ბოჩკოვა
საქმეში უკვე ინტერპოლი ჩაერთო, რომელმაც დაადგინა, რომ გარდა შტატებისა უნტერვერგერმა იმოგზაურა გერმანიაში, იტალიასა და ჩეხოსლოვაკიაში.ისინი ეძებდნენ მსგავს მკვლელობებს ამ ქვეყნებშიც და აღმოაჩინეს ბიანკა ბოჩკოვას მკვლელობის საქმე. ის მოკლეს 1990 წელს პრაღაში, უნტერვერგერის გათავისუფლებიდან 3 თვეში. მართალია ბიანკა არ იყო მეძავი, მაგრამ მკვლელობის ფორმა 100%-ით ემთხვეოდა სხვა მკვლელობების საქმეებს.
ავსტრიის პოლიციამ გამოძიების დროს აღმოაჩინა უნტერვერგერის კუთვნილი მანქანა, რომლითაც ის პრაღაში იმყოფებოდა. მასში აღმოაჩინეს ქალის თმა, რომელიც ეკუთვნოდა ბიანკა ბოჩკოვას.
Jack Unterweger 015
ავსტრიაში დაიწყო ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი. ჯეკ უნტერვერგერი სცნეს დამნაშავედ, მას მიუსაჯეს სასჯელის მაქსიმალური ფორმა-უვადო პატიმრობა, ამჯერად მას არ შეეძლო შეეტანა განცხადება ვადამდელი გათავისუფლების შესახებ.მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ავსტრიაში, საინტერესო ისაა,რომ შტატებში რომ ჩატარებულიყო სასამართლო უნტერვერგერი თავისუფალი იქნებოდა, რადგან ასეთი ვერდიქტისათვის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო, ხოლო ჯეკის უდანაშაულბას 10 მსაჯულიდან 2 ადამიანი უჭერდა მხარს.
განაჩენის გამოტანიდან 9 საათში ჯეკ უნტერვერგერმა თავი მოიკლა.
Jack Unterweger 001
ასევე მინდა გითხრათ რომ ჩემთვის პირადად უსაყვარლესი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თამაშობს მის როლს პიესაში “the infernal comedy: confessions of a serial killer”, რომლის პრემიერაც გაიმართა 2009 წელს ვენაში.
51yh7+aHefL. SL500 SS500

Tako Shvelidze | Create your badge
100000418073249.2767.1347202050

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button