საკითხავისასარგებლო

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს გლაუკომას


კომპიუტერის მონიტორთან მუდმივი მუშაობა თვალის მძიმე დაავადების – გლაუკომის, განვითარების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება. ამის შესახებ განაცხადეს იაპონელმა ოფთალმოლოგებმა ბრიტანეთის ოფთალმოლოგიური ჟურნალის ფურცლებზე

იაპონელმა მეცნიერებმა დოქტორ Masayuki Tatemichi-სხელმძღვანელობით ტიხოს უნივერსიტეტიდან (ტოკიო) შეისწავლეს სხვადასხვა პროფესიის მქონე 10 ათასამდე ადამიანი, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობაში მთელ სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებდნენ. გამოკითხულთა საშუალო ასაკი იყო 43 წელი. 5%-ს აღენიშნებოდა მხედველობის ესა თუ ის დარღვევა. როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, მათ მესამედს აღმოაჩნდა გლაუკომის ესა თუ ის ნიშანი – მხედველობის ველის შევიწროება ან პერიოდულად მხედველობის “დაბინდვა”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გლაუკომის პარალელურად, მათ უმრავლესობაში ასევე იქნა დიაგნოსტირებული სხვადასხვა ხარისხის ახლომხედველობა, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ყველაზე ხშირად გლაუკომით ავადდებიან კომპიუტერთან მომუშავე ახლომხედველები, ანუ კომპიუტერის მომხმარებელთა სწორედ ეს კატეგორია არის ყველაზე მეტად თვალის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ჯგუფში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტატისტიკურად სანდო კავშირი გლაუკომის განვითარების ალბათობასა და კომპიუტერის ეკრანთან გატარებულ დროს შორის. აღმოჩნდა, რომ დაავადება ყველაზეხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, რომელთაც კომპიუტერთან მუშაობის 15 წელზე მეტი სტაჟი აქვთ, ხოლო ყოველდღიურად მონიტორთან გატარებული დრო მინიმუმ 5 საათია.
სტატისტიკის მიხედვით, მთელს მსოფლიოში ბრმათა 1/3-სმხედველობა გლაუკომის გამო აქვს დაკარგული. იგი თვალის მძიმედაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გამოვლენაც საწყის ეტაპზე საკმაოდ ძნელია. გლაუკომის დროს იზრდება თვალის შიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და შეიძლება განვითარდეს სიბრმავე.

გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოს მოხმარება და მაღალი არტერიული წნევა. იაპონელი მეცნიერების აზრით, ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს კომპიუტერთან მუშაობაც. ადამიანები, რომლებიც მონიტორთან ატარებენ დღეში 8სთ-ს დამეტს, ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან გლაუკომით იმათთან შედარებით, ვინც ცოტას ან სრულებით არ მუშაობს კომპიუტერთან. ამ დაავადების განვითარების შანსი იზრდება ახლომხედველობის პირობებში.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ იაპონელი მამაკაცები. მეცნიერთა აზრით, თუკი ეს შედეგები დადასტურდება უფრო მრავალფეროვანი პოპულაციის პირობებში კვლევის განმეორებისას, ეს, რასაკვირველია, კომპიუტერის მილიონობით მომხმარებელთათვის არასასიამოვნო სიახლე გახდება.

წყარო:offline.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close