გასართობისაკითხავი

ისევ კითხვები

აჰაა  გავაგრძელოთ:  :)

1. ჯერ ქათამი იყო თუ ჯერ კვერცხი??

2. ცნობილი მოჭადრაკის ს. ტარტაკოვერის თქმით, რომელი ფიგურების გაწირვა ჯობია თამაშის დროს?

3. მას თითქმის ყოველთვის ოთხკუთხა ფორმა აქვს, იშვიათად მრგვალია. იგი ან კედელზე ჰკიდია ან რაიმე თაროსმაგვარზე დევს. მას ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა, რაღაცნაირი მიმზიდველობაც გააჩნია. როდესაც მის წინ დგეხარ იგი სულ თვალებში გიყურებს. ის შენ ძალიან გგავს ფორმით. მას უყვარს “სინათლე”. მის ვინაობას ლაშქრობებში, მაკენას მიერ გასხნილ თემაში ვიპოვით “ციხე ჩიოდაში”… ადამიანები მიუცლელები ვართ, მაგრამ მისთვის ყოველ დილით ან საღამოს (შესაძლოა დღის განმავლობაშიც) ვიცლით სულ რამოდენიმე წუთი. ამბობენ ზოგ შემთხვევაში იგი “ნატვრებს ასრულებსო”. მას ძალიან უყვარს სანთლები, რაც ბევრია მით უკეთესიაო ამბობს ხოლმე. მას განსაკუთრებულად ექცევიან, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება.
აბა რა არის?

4. პრაქტიკაში ეს ბურთულა მრუდზე მოძრაობისას წუთში დაახლოებით 5000 ბრუნს აკეთებს, ხოლო სწორად მოძრაობისას 20000 ზე მეტს. სად მდებარეობს იგი??  ( კითხვას დაუკვირდით: სად მდებარეობს და არა რა არის!! )

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close