არქივი

ნაურუ

43ac7ad7a977

კუნძული-რესპუბლიკაა სამხრეთ წყნარ ოკეანეში.  ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა მოსახლეობისა და მიწის ფართობის მიხედვით. ის ასევე ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით), და ერთადერთი ერი მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე.

ქვეყნის წარსული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კუნძულის უხვი ფოსფატის საბადოებიდანაა. სუპერფოსფატი გამოიყენება როგორც სასუქი მთელ მსოფლიოში და მისი მთავარი მომწოდებელი ავსტრალიაა. ფოსფატის საბადოების გამოფიტვის შემდეგ ნაურუს მომავალი საკმაოდ ბურუსითაა მოცული. 1990-იან წლებში ნაურუმ სცადა შემოსავლის ახალი წყარო გაეჩინა საკუთარი თავის საგადასახადო სამოთხედ გამოცხადებით, თუმცა ამ წამოწყებას ბოლო 2004 წლის ივლისში მოეღო. ნაურუზე ამჟამად დაკავების ცენტრია განლაგბული, რომელშიც ავსტრალია თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს აგზავნის, სანამ ისინი საჭირო გამოძიებას და მომზადებას გაივლიან კონტინენტზე შესაშვებად (ე.წ. “პაციფიური გადაწყვეტის” პოლიტიკა).

e6f6fce24a07

ჰიმნი: Nauru Bwiema
დევიზი: God’s Will First
დედაქალაქი:არა
უდიდესი ქალაქი:იარენი
ფართობი:21 კმ²
მოსახლეობა:14000

და მერე ესენი რომ აღიარებენ აფხაზეთს. :|

მსგავსი ამბები

Back to top button