არქივი

ხალხური მედიცინა

65b97a3a3cb3
ჭვავის პური ადამიანებს ძალას მატებს, ის ახლად გამომცხვარი არ უნდა მიირთვათ, რათა კუჭს არ ავნოთ, მათ ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, უმჯობესია უპირატესობა ხორბლის პურს მიანიჭონ.

ქერის ქატოს ნახარში შარდსასქესო ორგანოების პრობლემებს მოგიწესრიგებთ. შეშუპების პროფილაქტიკისათვის კარგი საშუალებაა მოხარშული ჭარხლისა და შვრიის ფქვილის ნარევის დადება დასიებულ ადგილებზე.

თუ რძეში მოხარშულ წიწიბურას დალურჯებულ მტკივან ადგილებზე დაიდებთ, სილურჯე გაქრება და ტკივილიც მალევე დაგიამდებათ.

ხახვის წვენისა და თაფლის ნარევი ხველისა და ყელის დაავადებებს შველის. თუ ხახვის წვენს გააზავებთ წყლით, პროპორციით 1:10 და პირში გამოივლებთ, ღრძილების დაავადებები აღარ შეგაწუხებთ, ხახვის წვენის თმის ძირებში შეზელა კი თმის ზრდას უწყობს ხელს. ძმარში არეული დანაყილი ხახვით დაიზილეთ კანზე გაუხეშებული ადგილები ეს კანს სინაზეს დაუბრუნებს. შემწვარი ხახვი კი იარებზე დაიდეთ მის მოსაშუშებლად.

მოხარშული და დაქუცმაცებული ნიორი ჩირქოვან იარებს კარგად აშუშებს, თუ ნივრის წვენს თმაში შეიზელთ, თმის ძირები გაგიმაგრდებათ. ღვინოში არეული გახეხილი ნიორით ღრძილები დაიზილეთ, ეს კბილებს ამაგრებს. თუ მცენარეულ ზეთში შემწვარ ნიორს მუწუკებზე წაისვამთ, ნაიარევები ადვილად მოგიშუშდებათ.

მსგავსი ამბები

Back to top button