არქივი

მიეძალეთ მწვანე ჩაის!

fbcc72b6da99
მწვანე და შავი ჩაი ერთი და იმავე ნედლეულისაგან მზადდება, მაგრამ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მწვანე ჩაიში ჩ ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენში. ეს საოცარი სასმელი მდიდარია კალიუმით, ფტორით, იოდით, P და PP ჯგუფის ვიტამინებით. მწვანე ჩაი აჩქარებს სისხლში ქოლესტერინისა და ცხიმების დაშლას, აბრკოლებს სისხლძარღვების შევიწროებას, ამაგრებს მათ კედლებს და იცავს სისხლჩაქცევებისაგან, უებარი საშუალებაა ათეროსკლეროზისა და გულის დაავადების პროფეილაქტიკისათვის, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ანელებს ორგანიზმის დაბერებას. მწვანე ჩაი არის ძლიერი ანტიმიკრობული და ანტიანთებითი საშუალება. ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და მძიმე მეტალებს. მას იყენებენ კოლიტის სამკურნალოდ, დისბაქტერიოზის, გრიპის, საკვებით მოწამვლის დროს.
მწვანე ჩაი დაყენებისას ინარჩუნებს გაცილებით მეტ მინერალურ ნივთიერებას, ვიდრე შავი ჩაი. ტოქსიკოზის დროს ფეხმძიმე ქალმა უნდა დაღეჭოს მშრალი მწვანე ჩაი. ის შესანიშნავად კლავს წყურვილის შეგრძნებას. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ენერგიით ავსებს ორგანიზმს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. აჩქარებს ცხიმის გამოყვანას ორგანიზმიდან და ითვლება გახდომის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად. მწვანე ჩაი აუმჯობესებს კანის ფერს მის ექსტრაქტს გამოიყენებენ კოსმეტიკაში.

მსგავსი ამბები

Back to top button