არქივი

ჩინეთის დიდი კედელი – გალაქტიკებშორისი რადიოსადგური ?!

f832588a6972
ჩინეთის დიდი კედელი

ადგილობრივი მოსახლეობა კედელს “ჩინეთის სახელმწიფოს გამაერთიანებელ ძაფს” უწოდებს. მისი სხვა სახელები უფრო პოეტურად ჟღერს – “ცრემლის და მწუხარების კედელი”, “მსოფლიოს ყველაზე დიდი სასაფლაო”. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) ჩაწერილი მონაცემების მიხედვით ამ კედელში ჩამარხულია ერთ მილიონზე მეტი ჩინელი, რომელიც კედლის აშენების დროს დაიღუპა. ეს ჩვ.წ.აღ.-მდე 3-ე საუკუნეში, ყოვლისშემძლე იმპერატორის, ცინ ში-ხუანდის (პირველი ბატონი ცინთა დინასტიიდან) დროს მოხდა. კედელი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზეა გადაჭიმული. იგი მტრის შემოსევებისგან თავდასაცავად აიგო.ყველაზე ბოლო, წარმატებული შტურმი, რომელიც კედელმა “მოიგერია”, 1933 წლით თარიღდება, როცა ჩინეთის ტერიტორიაზე იაპონელები შეიჭრნენ. თუმცა,კედელი ყოველთვის ვერ იცავდა ქვეყანას დამპყრობლებისგან. კედელმა ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინგის ხანის არმია ვერ შეაფერხა.
არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობა 15-ე საუკუნეში დასრულდა. ჩვენამდე კედლის მხოლოდ მესამედმა მოაღწია.

“ყოველწლიურად ტურისტების რიცხობრივმა მატებამ, ნაგებობის მიმართ მშენებლების “დამანგრეველმა” და გამოუსწორებელმა ქმედებამ, კედლის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნების მეთოდის არარსებობამ – შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ, ამ მართლაც არქიტექტურული საოცრებიდან აღარაფერი დარჩეს”, – ნათქვამია ჩინეთის ხელისუფალთა მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების დაკვეთით კედლის “მდგომარეობას” სწავლობდა, აღმოაჩინა ნაგეგობის შემადგენელი ცამეტი კვადრატული მეტრის “გაქრობა”. ამ მონაკვეთზე აგურები ჩვეულებრივი სამშენებლო ბლოკებით იყო შეცვლილი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აგურები ერთ-ერთ ადგილობრივი სამშენებლო კომპანიის მიერ იყო მოპარული.
ჩინეთის კედელი ყოველ წელს უფრო და უფრო მოკლდება. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ერთ დღეს ეს საოცრება საერთოდ გაქრეს…

ჩინეთის კედლის მშენებლობაზე და დანიშნულებაზე დღემდე დაობენ მეცნიერები. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, ამ უზარმაზარი ნაგებობის ნამდვილი არქიტექტორები იყვნენ არა ჩინელები, არამედ ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციიდან მოსული ადამიანები.
მეცნიერები თვლიან, რომ ჩინეთის მიწაზე პალეოკონტაქტს (კონტაქტი უძვლესი არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებთან) ჰქონდა ადგილი. … ძველჩინურ ჩანაწერებზე დაყრდნობით მრავალი ცნობა არსებობს “ზეცის შვილებზე” (ასე უწოდებდნენ იმპერატორებს). აღსანიშნავია, რომ “ზეცის შვილების” მოსვლას წინ უსწრებდა სხვადასხვა კოსმოსური მოვლენა. მაგალითად, პირველი “ცის შვილის”, ხუანდად წოდებულის გამოცხადებისას “უდიდესი სიკაშკაშე შემოერტყა ვარსკვლავ ცზის, ციცხვის თანავარსკვლავედში” (ახლანდელი დიდი დათვის თანავარსკვლავედში). თვითონ ხუანდი, როგორც მანუსკრიპტში წერია, “წარმოშობით უფრო შორი ადგილიდან, ლომის თანავარსკვლავედიდან იყო”…
“ზეცის შვილები” იყენებდნენ იმ დროისთვის (და ჩვენი დროისთვისაც) დაუჯერებელ ტექნიკურ მოწყობილობას, რომელიც ხუანდის მემატიანემ ასე აღწერა: “ხუანდიმ ჩამოასხა თორმეტი უზარმაზარი სარკე, რომლებიც არაჩვეულებრივი თავისებურებებით გამოირჩეოდა – როცა სარკის ზედაპირზე მზის სხივი ხვდებოდა, მასში ჩატეული მთელი გამოსახულება სარკის მეორე მხარეს მკაფიოდ იხატებოდა”. მარტივად რომ ვთქვათ, სარკე გამჭირვალე იყო. იგივე ხუანდის ეკუთვნოდა “ჯადოსნური სამფეხები”, რომლებიც ლომის თანავარსკვლავედისკენ იყო მიმართული. “სამფეხები” ხუანდის ბრძანებით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებოდნენ, ამასთანავე მათ შიგნით იდუმალი ხმა “ბუდობდა”… “ზეცის შვილი” ფლობდა გრავიტაციის საიდუმლოებას, ინფორმაციას წარსულსა და მომავალზე. ის და მისი მიმდევრები კედლის ასაგებად იყენებდნენ როგორც მექანიკურ, ასევე ბიოლოგიურ მასალას (ცოცხალ ადამიანებს, ან მათი შინაგანი ორგანოების მთელ კომპლექსს). დედამიწიდან პირველი “ზეცის შვილი” წაიყვანა “დრაკონმა”, რომელიც კოსმოსში გაუჩინარდა (მანუსკრიპტი მოგვითხრობს, რომ “დრაკონის” ზურგზე შემჯდარი “ზეცის შვილი” ორ ათასწლეულს ცოცხლობს).

“…გასაგებია, რომ გადამთიელები და მათი მიმდევრები ისევე ცდილობდნენ გალაქტიკებს შორის კავშირის დამყარებას, როგორც დედამიწის მცხოვრებლებს აინტერესებდათ შესაძლო სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარება. სწორედ ამისთვის აშენდა ჩინეთის უდიდესი კედელი და ეგვიპტური პირამიდები. ეს ნაგებობები გალაქტიკებშორის “რადიოსადგურებს” წარმოადგენენ. მათი დახმარებით დედამიწიდან სიგნალი სამყაროს ნებისმიერ წერტილს წვდებოდა”, – ასეთ ჰიპოტეზას გვთავაზობს სანქტ-პეტერბურგელი ინჟინერ-ელექტროფიზიკოსი კორობეინიკოვი. “ერთი შეხედვით ჩინეთის კედლის მშენებლობის გეგმა ძალზე მარტივია. თავიდან ერთმანეთის გასწვრივ (7 მეტრის დაშორებით) მთელ სიგრძეზე აგურის კედელი აიგო. მათ შორის სივრცე მიწით ივსებოდა, იტკეპნებოდა და ისე მაგრდებოდა, რომ მიწაში პატარა კენჭის ჩაფლობაც კი შეუძლებელი იყო. ნაგებობის შენების გეგმის დეტალური შესწავლისას აღმოჩნდა, რომ კედლის აღმართვა ზუსტი მათემატიკური გათვლებით მოხდა. მშენებლობის ადგილმდებარეობა, სიგრძე და კედლის კონსტრუქცია ემთხვეოდა მაქსველის ტოლობის გამოთვლის შედეგს, რომელშიც ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებებია აღწერილი”.
უდიდესი კედელი გადის დედამიწის ოცდამეათე გეოგრაფიულ პარალელზე, ე.ი. ეკვატორის ხაზზე. ცნობილია, რომ ეკვატორი დედამიწას ორ ნაწილად ყოფს – თუმცა არათანაბრად. ჩრდილოეთი ნაწილი გაცილებით დიდია სამხრეთ ნაწილზე. ჩინეთის კედელი ზიგზაგისებურად მიჰყვება ეკვატორის ხაზს. თუ ამ ხაზის გავლებას გავაგრძელებთ, იგი ეგვიპტურ პირამიდებზეც “გავა”. თითქოს აქ უცნაური არაფერია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედამიწას გააჩნია საკუთარი ელექტრული მუხტი, რომელიც ჩინეთის კედლით თანაბრად იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში. კორობეინიკოვის ვერსიის თანახმად, პლანეტა დედამიწასაც გააჩნია საკუთარი ელექტრომაგნიტური ტალღა გალაქტიკაში. მისი აზრით, ვიღაცამ ელექტროსიგნალი გამოუშვა ჩინეთის კედელში, რასაც ჩრდილოეთსა და სამხრეთში ელექტრული მუხტის ხელახალი გადანაწილება მოჰყვა. თავის მხრივ დედამიწის ელექტრული მუხტის ხელახალმა გადანაწილებამ კი შეცვალა პლანეტის ელექტრული ველის სტრუქტურა, რომელიც კოსმოსში სხივდებოდა. ეს ვერსია მეცნიერებას ჯერ არ შეუსწავლია. თუ თეორია დამტკიცდა, მაშინ საინტერესოა საიდან შეეძლოთ ამ ყველაფრის გაგება ჩვ.წ.აღ.-მდე, როდესაც თეორიული ელექტროდინამიკა მხოლოდ ახლა უძებნის ახსნას მსგავს მოვლენებს?…
კორობეინიკოვი თვლის, რომ “გალაქტიკებშორის მიმღებში” ეგვიპტური პირამიდებიც ანტენა-რეზონატორების როლს ასრულებდნენ. ისინი იღებდნენ ინფორმაციას კოსმოსიდან. “მუშაობდნენ” დედამიწის სხვადასხვა სიგრძის გალაქტიკური ტალღების გასატარებლად. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ პირამიდების აგებაც ზუსტი ტექნიკური პარამეტრებით განხორციელდა.
შესაძლოა ასეთი “რადიოსადგურები” მზის სისტემაში ერთადერთი არ არის. შესაძლოა “მიმღები ნომერი 2 მარსზე აღმოჩნდეს. თუ მეცნიერებამ მიიღო კორობეინიკოვის ვერსია, მაშინ ალბათ მიიღებენ ზომებს გალაქტიკებშორისი “რადიოსადგურების” აღდგენის შესახებ და კოსმოსში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება.
და ბოლოს, თუ ამ ყველაფერს მოეძებნება ახსნა და მოხერხდება კორობეინიკოვის ვერსიის რეალურ ჩარჩოში ჩასმა, ალბათ, ისიც შესაძლებელია, რომ ერთ დღეს დედამიწელებს გამოეხმაუროს “ზეცის შვილი” ხუანდი, რომელიც ლეგენდის მიხედვით,დღემდე ლომის თანავარსკვლავედის მკვიდრად ითვლება…

ავტორი: ბექა ლაგვილავა

მსგავსი ამბები

Back to top button