ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ინგლისური დიეტა

 

 ეს ალბათ უფრო მანდილოსნებს აინტერესებთ

ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ დიეტის ყველაზე საუკეთესო დროა შვებულების შემდგომი პერიოდი და გვირჩევენ დიეტას, რომლის დაცვაც თვეში 4-5 კილოგრამს დაგაკლებინებთ.

პირველი დღე _ უარი თქვით საჭმელზე.

მეორე და მესამე დღეს ჭამეთ ზომიერად, უმჯობესია თქვენს რაციონში შეიტანოთ 1 . რძე ან კეფირი (ან უცხიმო მაწონი) და ჭვავის პური 2 პატარა ნაჭერი.

მეოთხე და მეხუთე დღეს _ საუზმეზე მიირთვით რძიანი ყავა, ჭვავის პურის ერთი ნაჭერი, 1 .. თაფლი და 1 .. კარქი.

სადილზე _ 1 ჭიქა ხორცის ბულიონი, მოხარშული ხორცის 1 ნაჭერი, ქათმის უცხიმო ხორცი ან თევზი.

სამხარზე  _ თაფლიანი ფინჯანი ყავა ან ჩაი.

ვახშამზე _ მოხარშული ერთი ნაჭერი ან თევზი, ან ორი კვერცხი, შეიძლება 50 . უცხიმო ყველი, ჭვავის პურის პატარა ნაჭერი.

მეექვსე და მეშვიდე დღეს _ მიირთვით მხოლოდ ხილი და ბოსტნეული.

საუზმე _ ორი ვაშლი.

სადილზე _ ბოსტნეულის წვნიანი, ზეთით შეკაზმული სალათი ან ვინეგრეტი.

სამხარზე _ მხოლოდ ხილი (რომელიმე ციტრუსი სასურველია).

ვახშამზე _ ჭვავის პურთან ერთად სალათი და უშაქრო ჩაი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close