გართობა

განუმეორებელი ვენეცია

 
gondolesap0ut2

 მათთვის ვისაც აინტერესებს თუ რა ისტორია აქვს ამ ქალაქს

ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მათ სერავს 160 არხი, 369 ხიდი. ქალაქი გამოყოფილია კონტინენტისაგან სრუტით, რომელზეც გადებულია 4 კმ. სიგრძის ჯებირი მატარებლის გასავლელად.

XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი თითქოსდა გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. სადგურის გარდა ვენეციაში არც ერთი თანამედროვე ნაგებობა არ არის, არც მეტრო, არც ავტომობილი, არც ტაქსი. არხებზე დაცურავენ ფანტასტიკური ნავები _ გონდოლები, მათი სიგრძეა 11 . ხოლო სიგანე _ 2 .-მდეა. იგი სწრაფად დაცურავს წყალზე, მორჩილად და მოხერხებულად ლავირებს სხვა გონდოლებს შორის.

ვენეციის შენობები თითქოს წყლიდანამოდიან¨, ტალღები ეშხეფება კიბეებს. შენობიდან გამოსული პირდაპირ გონდოლაში ხვდებით.

45 კმიანი გრანდეს არხის ბოლოს განთქმული _ წმინდა მარკოსის მოედანი მდებარეობს, სადაც ერთ დროს იყო სიკვდილით დასასჯელი ადგილი.

თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, კედლები ცნობილი მხატვრების მიერაა მოხატული.

ვენეცია განუმეორებელი ქალაქია, რომელიც უკვე 400 წელია მყარად და ნირშეუცვლელად დგასმაგრამ დრო და წყალი არღვევს მათ მოჩვენებით სიმტკიცეს. იგი ნელნელა იძირება წყალში, ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით.

მსგავსი ამბები

Back to top button