არქივი

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელიწადს

previewimage1ql0
იხილეთ მცირე ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში

საახალწლოდ სამეგრელოში მიღებული იყო ჩიჩილაკების დამზადებაჩიჩილაკი¨ მზადდება თხილის ტოტისაგან, რომელსაც ასუფთავებდნენ, ცეცხლზე აშრობდნენ და შემდეგ აშალაშინებდნენ, რის შედეგადაც, გრძელი ხვეული ბურბუშელები ეკიდებოდა. ოჯახის უხუცესი მამაკაცი ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლებით მიადგებოდა სახლს, მარცვლებს მოაყრიდა ეზოში, სახლში, საქათმეში.

დიდად პოპულარული იყო ჩიჩილაკების მოწყობა გურიაში. მოკლე ჩიჩილაკით ხელში სამჯერ დააკაკუნებდა გათენებისას კარებზე. მასპინძლის კითხვაზე: „რა მოგაქვსო¨, ჩამოთვლიდა სანატრელ საგნებს: _„კაცთა მშვიდობა, ოქრო, ვერცხლი, პური, ღვინო, ბედაური ცხენი, ხირიმის თოფი, მოჭედილი სატევარი¨. ეს ცერემონია სამჯერ მეორდებოდა.

საახალწლოდ დიდი გამოცოცხლება იყო ქართლკახეთში. აცხობდნენ ბედის კვერებს. ორორს ოჯახის წევრებისათვის, თითოს კი საქონლისათვის.

საახალწლოდ აჭარელი თავქვეშ მჭადის ნატეხს ამოიდებდა, რომელიც დილით ადრე მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამა.

თუშეთში ერთი გვარი ერთად იკრიბებოდა, თან მიჰქონდათ პური, ლუდი, არაყი და მართავდნენ ლხინს.

მსგავსი ამბები

Back to top button