საკითხავიუცნაური

ბრაზილიელი ბიჭუნას სხეულში 50 ცალი ნემსი აღმოაჩინეს

ბრაზილიელი ექიმები 2 წლის ბიჭუნას სხეულიდან 50 ცალი ნემსის ამოღებას ცდილობენ. როგორც ექიმები ამტკიცებენ, ეს ნემსები ბავშვს შემთხვევით არ გადაუყლაპავს, ისინი მას განზრახ შეურჭეს.
პოლიციამ უკვე დაიწო საქმის გამოძიება.

ბიჭუნა საავადმყოფოში საკუთარმა დედამ მიიყვანა, რომელმაც ვერაფრით ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა ნემსები მისი ვაჟის სხეულში.

როგორც ექიმები ამბობენ, ნემსების ნაწილის ამოღება შესაძლებელია, მაგრამ განსაკუთებულ საფრთხეს ქმნიან ის ნემსები, რომლებმაც უკვე შინაგან ორგანოებში შეაღწიეს.

როგორც ბავშვის დედამ ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი აზრით, ბავშვი მაგიური რიტუალის მსხვერპლი გახდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close