
რამდენი სახელმწიფოცაა, იმდენი ფულის ერთეულია. ნებისმიერი კუპიურა შეიძლება მრავლის მთქმელი იყოს. მაგალითად ამერიკულ დოლარზე შეგიძლიათ ნახოთ აშშ-ს პრეზიდენტები, ევროზე – ევროკავშირში შემავალი ქვეყნები და ა.შ.
ძირითადად კი გვხვდება კუპიურები მკაცრი,ოფიციალური დიზაინით, რაც დამეთანხმებით და მოსაწყენია. ინტერესს იწვევს ფული, რომელზედაც გამოსახულია ლამაზი პორტრეტები.
დევიდ სტენდიში არის ავტორი წიგნისა “ფულის ხელოვნება”. სწორედ მან დაასახელა ათი ყველაზე ლამაზი კუპიურა მსოფლიოში.
1. პირველ სურათზეა (მთავარი სურათი) ფულის ერთეული, რომელსაც შეხვდებით საფრანგეთის პოლინეზიაში,New Caledonia, Wallis და Futuna.ეს ქვეყანა განთქმულია ლურჯი ოკეანით, ზღაპრული წყალქვეშა სამყაროთი,ციცაბო კლდეებით და ა.შ. 10 000 ფრანკზე დახატულია არა პრეზიდენტი, არამედ უბრალოდ პოლინეზიელი გოგონა ყვავილების გვირგვინით თავზე,პალმებისა და მთების ფონზე, რაც დამახასიეთებელია ამ ქვეყნისთვის.
2. მალდივის რუპია – ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იამაყოს ლამაზი კუპიურებით. მასზე გამოსახულია ლამაზი,ნაზი ფერები. ქვეყნის მცხოვრებლები თავს ირჩენენ ქოქოსის შეგროვებით და სწორედ ქოქოსია გამოსახული ფულზეც, იალქნიან პატარა გემებთან ერთად, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში დაცურავენ.

3. დობრა – ეს ფულის ერთეული მოხვდება თქვენს ხელებში, თუკი გაემგზავრებით აფრიკაში, კერძოდ სან-ტომე და პრინსიპიში(დასავლეთ აფრიკა,ეკვადორთან ახლოს). ქვეყანას მეორენაირად: “სამოთხეს დედამიწაზე” უწოდებენ. განთქმულია ულამაზესი ფლორითა და ფაუნით,ველური მცენარეებითა და ცხოველებით.

4. შვეიცარიული ფრანკი. შვეიცარია ევროპის ის ქვეყანაა, რომელიც არ გადასულა ევროზა და შეინარჩუნა თავისი ვალუტა.ფულის ერთ მხარეს კულტურის ცნობილი სახეებია გამოსახული,მეორეზე კი მისი მიღწევები და ნამუშევრები. მაგალითად, 100 ფრანკზე გამოსახულია ცნობილი სკულპტორი და მხატვარი ალბერტო გიაკომეტი,მეორე მხარეზე კი მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი: სკულპტურა “წინ მიმავალი ადამიანი”

5. კომორის ფრანკი. კომორის კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში,მადაგასკარსა და მოზამბიკს შორის. ფულზე მთავარი პერსონაჟები აქ ყვავილები და ცხოველებია. თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებიტ დავინახავთ, რომ მთავარი ფერებია და მათი შეხამება. მაგალითად, 1 000 ფრანკზე გამოსახულია ოქროსფერი საანაპირო, ლურჯი ზღვა, ცა ჩამავალი მზით და მარტოხელა ხე.. დამეთანხმებით ძალზედ რომანტიკულია…

6. ახალზელანდიური დოლარი. ქვეყანა რომელიც ცნობილია თავისი მშვენიერი ბუნებით. ფულს აქ ბეჭდავენ არა ქაღალდზე, არამედ სიფრიფანა პლასტიკურ ფურცელზე. ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულა ამ ქვეყნის ისტორიით იცის, რომ ზელანდიაში ძალიან ბევრი ფრინველია,ისინი ყველგან არიან და თანაც N რაოდენობით

7. კუნძულ კუკის დოლარი – ყველაზე ორიგინალურია 3 დოლარიანი კუპიურა. მასზე გამოსახულია ქალთევზა ზვიგენზე ამხედრებული, რომელიც მოაპობს ოკეანის ტალღებს. ეს სურათი ძალზედ შეესაბამე ასეთ შორეულ, დაკარგულ ცივილიზაციის მქონე ქვეყანას

8. ჰონგკონგის დოლარი – ხმაურიანი ადგილი, სადაც ცხოვრება ჩქეფს დღისითაც და ღამითაც. კუპიურაზეც ნათელი ფერებია, ფანტაზიური ელემენტებით

10. ფარერის კუნძულების კრონა- მასზე გამოსახულია კიბორჩხალა. თითქოსდა აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კიბორჩხალა კუპიურაზე დაბეჭდილია რელიეფურად. ამიტომ თქვენ შეზლებთ მას არამარტო შეხედოთ, არამედ შეიგრძნოთ კიდეც


დაამატე ფავორიტებში |
ამობეჭდვა

2008 - 2010 







ნოემბერი 28th, 2009, 1:19 ამ
ერთ საათზე მეტი მოვანდომე ამ პოსტის წერას
იმედია დააფასებთ
ნოემბერი 28th, 2009, 1:21 ამ
საღოლ კაი პოსტია
ნოემბერი 28th, 2009, 1:25 ამ
ნოემბერი 28th, 2009, 2:06 ამ
ნოემბერი 28th, 2009, 2:13 ამ
ქართული 200 ლარიანი აკლია :)))
ნოემბერი 28th, 2009, 2:47 ამ
შვეიცარული ფრანკი ყველაზე მეტად მომეწონა, უბრალოდ ლამაზია ჩემი აზრით, ასევე შვედური კრონა მომეწონა, მაგრამ ეს უფრო ბავშვობის გადმოძახილია, სკანდინავიის ქვეყნები ყოველთვის ძალიან მიყვარდა
ნოემბერი 28th, 2009, 8:24 ამ
კარგია, ლამაზებია მართლა
ნოემბერი 28th, 2009, 1:42 პმ
kakia
ჩვენი ორას ლარიანიც ლამაზია….
მართლა მაგარი პოსტია…. +99999999
Joe
ისე მეც მომაკლდა თვალში
ნოემბერი 28th, 2009, 1:45 პმ
dzalian momecona martla lamazi kupiurebia…
ნოემბერი 28th, 2009, 1:46 პმ
უმაგრესია …თან ალბათ რა დატვირთვასაც მისცემ ფულს იმ გზით განვითარდება სახელწიფო. შვეიცარიის ფულზე წინ მიმავალი ადამიანია, ჩვენთან კი ფიროსმანი (ამ ადამიანს ძალიან ვაფასებ, მაგრამ) კაცი რომელმაც მთელი ცხოვრება სიღატაკეში გაატარა….. ასე რომ კარგის მომტანი არაა…..
ნოემბერი 28th, 2009, 2:06 პმ
კაია მარა პირველის გარდა ყველას ქართული ორას ლარიანი მირჩევნია მაგარი ლამაზი კუპიურა
ნოემბერი 28th, 2009, 6:07 პმ
http://compass.ge/images/lari/200-gel.jpg 200 GEL
ნოემბერი 28th, 2009, 11:05 პმ
9. შვედურ კრონაზე გამოსახული ნახატი სერიოზული წიგნი შედევრის სიუჟეტია რომელიც შვედების მიერაა გამოშვებული ნილსი გარეულ ბატებთან მოგზაურობაში ჰქვია. ხო თუ არ ვცდები მაგ ბატს აკა კნებეკაიზე ჰქვია
ნოემბერი 28th, 2009, 11:44 პმ
ქაეთული ლარები რატო არაა?
ნოემბერი 30th, 2009, 11:44 ამ
ძალიან მაგარია, ყოჩაღ ავტორს
დეკემბერი 4th, 2009, 1:02 პმ
ჰონგკონგის დოლარი მაკ მარტლა ძაან ლამაზია
იანვარი 25th, 2010, 2:54 პმ
შვეიცარული და კომორის ფრანკის კუპიურები მართლაც ძალიან ლამაზია!
თებერვალი 1st, 2010, 9:08 პმ
ჩემი ფავორიტია კვიპროსული ფული…. ულამაზესი მონეტები და კუპიურები აქვთ, მე ალიან მომწონს