10 ყველაზე ლამაზი კუპიურა top.ge-მ მითხრა… სოციალურ ქსელებზე
ნოე 28


ჩინეთის ხელისუფლება ჯაშუშური კომპიუტერული ქსელების შექმნაზე მუშაობს და აშშ-სთან კიბერომისთვის ემზადება.

ამგვარ დასკვნამდე სამხედრო-სამრეწველო კომპანია ”Northrop Grumman”-ის ანალიტიკოსები მივიდნენ, იტყობინება ”infox.ru”.
ანგარიშში ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო კომპანიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების გამოძიების შედეგებია მოყვანილი. აღნიშნული თავდასხმების შედეგად, აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინტელექტუალური საკუთრება დაკარგა. დოკუმენტში არ არის დასახელებული დაზარალებული ორგანიზაციები. ”Northrop Grumman”-ი მათ ”მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ფირმებს” უწოდებს.

ბოროტმოქმედები მონაცემთა გადაცემის ურთულეს სქემებზე ახორციელებდნენ თავდასხმებს, რომელთა საშუალებითაც ისინი დამკვეთთა სერვერებზე საიდუმლო ინფორმაციას ტვირთავდნენ. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსგავსი თავდასხმების შედეგად აშშ-დან ყოველწლიურად 40-დან 50 მლრდ დოლარამდე ღირებულების ინტელექტუალური საკუთრება ქრება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო დროს ჩინელ ჰაკერთა გააქტიურება შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საკუთარ ძალთა კონცენტრირებას კიბერჯაშუშობაზე ახდენს. ექსპერტთა ვარაუდით, ჰაკერთა მომავალი სამიზნე პენტაგონის ქსელები და მონაცემთა ბაზები იქნება. აღნიშნულ მონაცემებს, რომელთა მოპოვებაც ჩინელ ჰაკერებს მხოლოდ ჩინეთის ხელისუფლების დაკვეთით შეუძლიათ, გამოიყენებენ როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე აშშ-სთან საომარი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში.

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში | ამობეჭდვა ამობეჭდვა

სავარაუდოდ მსგავსი პოსტები (გენერირდება ავტომატურად):
  • “ნაცისტთა თილისმანი”…
  • მეორე მსოფლიო ომი
  • ოჰ, ეს უცნაური ჩინელები
  • Otokar Cobra
  • ბომბსაფარი

  • 

    5 კომენტარი პოსტზე “ამერიკელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჩინეთი კიბერომისთვის ემზადება”

    1. Geko ნიკის ჩასმა

      და ეს ესე ღიად განაცხადეს?

    2. lylite ნიკის ჩასმა

      ეს ისევ ანტიჩინური პროპაგანდაა თორემ, ეს რომ მართლაც მომხდარიყო, Geko -ს თქმის არ იყოს, ამას არავინ გაახმოვანებდა……

    3. dumbledore ნიკის ჩასმა

      lylite
      გეთანხმები , ესე ხმამაღლა არავინ არ იტყოდა მართლა ეგრე რო იყოს

    4. Traceur ნიკის ჩასმა

      ესეთებს რომ ყვიროდნეეეენ :)

    5. tikuna ნიკის ჩასმა

      ფეხი არაფერს წამოკრააან… :lol: :lol: :lol:

    დატოვე შენი აზრი!

    :) :yes: :D :lol: :cry: მეტი »

    ციტატის ჩასმა!

    Security Code: