პოპულარული ქართული ხუმრობები(ეგრეთწოდებული შუტკები)

მაშ ასე. თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში:

“რა იყო ბალიში აგიფეთქდა?” – ყალყზე მდგარი და ეგზომ აბურდული თმის პატრონის მიმართ დედუქციური ნიჭის გამომჟღავნების სურვილი;

“რატომ თავი არ დაგრჩა?” – შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი გამართლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუკი მას უთავო მხედრის მისამართის გამოიყენებდნენ;

“შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?” – ფრაზა, როდესაც ადამიანს საკუთარ ზომებში ეჭვი ეპარება და მოწინააღმდეგისაგან მისი ვარაუდის დადასტურებას, ან, უარყოფას მოითხოვს;

“თვალში რაზვალი ხომ არ გაქვს?” – ფრაზა, რომლის მიხედვითაც თქვენი მხედველობა, სხვათა აზრით, ოკულისტის ჩარევას საჭიროებს;

“ისე შემეშინდა, გული ნასკებში გამეპარა” – ხუმრობა, რომელიც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ, სხეულში მიმდინარე უხილავ პროცესებს მეტაფორულად ასახავს.

“შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით;

“რას დამდგახარ, ბუასილი გჭირს?” – ფრაზა, რომელიც სკამისა და პიროვნების ურთიერთუნდობლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს;
“აბა თქვი “რვა”… – ვიქნები რა თქვენი მახსოვრობის იმედად, ამ ორგანოზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ;

“ჯერ არ გვეძინება” (ფეხზე გახდისას) – უსიამოვნო მოლოდინი, რომელიც ფეხზე და მის ყნოსვით აღსაქმელ კომპონენტზე არსებული სტერეოტიპიდან გამომდინარეობს.

მინი – ფრაზები

ჩაგეთვალა-ა – სიტყვა, რომელიც ხუმრობის ოსკარად შეგვიძლია მივიჩნიოთ;

არც დაიგინო/დაიფიცო – დამოკიდებულია იმაზე, გარშემომყოფთაგან ნდობის უქონლობას მამრი უჩივის თუ მდედრი;

აი, ღადაო-ობ? – სასოწარკვეთილი შეძახილი, სადაც მხოლოდ მცირე დოზით “გამოსჭვივის” იმედი;

ნუ ღადილაობ ერთი – ბედკრული “ღადაობის” კიდევ უფრო ბედკრული ვერსია;

სად შეგვიძლია ამდენი? – მიმართვა პირისადმი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი “საქმენი საგმირონი” დიდად ეამაყება;

შე ჩემა და ჩემის ჩემა – ტიპური ქართული მიმართვის ჰიპერბოლური ვარიანტი;

დებილი თავი გაბია – ბუმერანგული კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც თქვენს თავს ყველაფერ იმად ქცევა შეუძლია, რასაც თქვენივე პირი წარმოთქვამს;

ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;

წყარო:დოინ.გე და ფეისბუქის ჯგუფი



giorgijg _ E63 ///AMG

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა


კომენტარები პოსტზე
ციტატირება თებ 28, 2010
13:33
giorgijg _ E55 ///AMG - პასუხი

მადლობთ ვინც სურათი მიამატა! ;) :kiss:

ციტატირება თებ 28, 2010
13:35
d4NTEEE. - პასუხი

სიმართლე მწარეა :D მეტკინაა ააა :D

ციტატირება თებ 28, 2010
13:37

აუ ახსნებზე მაგარი ვიკაიფე :lol: :lol: :lol: :lol:

ციტატირება თებ 28, 2010
13:39
merikus - პასუხი

:lol: :lol: :lol:

ციტატირება თებ 28, 2010
13:44

ასეთ სტატიებს მეც ვკითხულობ ხოლმე doin.ge_ze :)

ციტატირება თებ 28, 2010
13:44
ციტატირება თებ 28, 2010
14:19
ირინე - პასუხი

საღოლ :lol: :lol: :lol:

ციტატირება თებ 28, 2010
14:23
nat_nat - პასუხი

შე ჩემა და ჩემის ჩემა

ააააააააუუუუუუუუუუ ამაზე შემიძლია ჩავბჟირდე ყოველთვის :D :D :D :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ციტატირება თებ 28, 2010
14:25
nat_nat - პასუხი

უუუუუუუუუმაგრესი პოსტია, დიდებული, საუკეთესო, იდეალური და აღარ მახსენდება მეტი სიტყვა……. ავტორო ნებისმიერი ზედსართავი სახელი, რომელსაც დადებითი შინაარსი აქვს, ყველა შენ და შენს პოსტს :lol2:

ციტატირება თებ 28, 2010
14:45

მჩხაპნელოო გაქებენ, სად ხარ? :D :D

ციტატირება თებ 28, 2010
14:49

lylite

კარგი იყო. :D :D

ციტატირება თებ 28, 2010
15:07
ნიკუნე - პასუხი

ამაზე დებილი პოსტი ჯერ არ მინახავს…. ეგ ის სიტყვებია რომლებსაც ყოველდგიურად ხმარობენ დებილი ბავშვები რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი სიტყვათა მარაგი და მე პირადად არცერთზე არ მეცინება

ციტატირება თებ 28, 2010
15:20
giorgijg _ E55 ///AMG - პასუხი

nat_nat
დიდად გმადლობთ :D
ნიკუნე
მერე ყოველდღიურად რომ ხმარობენ იმიტომ დავდე მეც და არა იმიტომ რომ ყველამ “იკაიფოს”
lylite
დაჟე მჩხაპნელოო? :D :D :lol: :matraxi:

ციტატირება თებ 28, 2010
15:35
gvanca_mercury - პასუხი

სად შეგვიძლია ამდენი?

აუ სად შეგვიძლიაააააა < <— მე ამ ფორმით ვხმარობ ძირითადში :D :D :D :D :D :D
ის მაგარი პოსტია

ციტატირება თებ 28, 2010
15:46
ToKoMMM - პასუხი

:lol2: :lol2: :lol2: :lol2: :lol2: :lol2: :kiss: საღოლ რა ავტორ

ციტატირება თებ 28, 2010
16:17
ჩუსტი - პასუხი

ძერსკი და დეზლა გამოგრჩა :)

ციტატირება თებ 28, 2010
16:24

giorgijg _ E55 ///AMG
მე შენ კი არა, ამ პოსტის ორიგინალ ავტორს მივმართე, თავის ბლოგზე მჩხაპნელი ქვია :D :D :D

ციტატირება თებ 28, 2010
17:01

საღოლ… მაგარი იყო.. :D :D :D

ციტატირება თებ 28, 2010
18:08

ფანტაზიის პატარა ნაგლეჯიც არ გაგაჩნიათ. ან არ გიტყდებათ მაინც… სტატია მოპარულია დოინ.გე-დან და ბოლოში წყაროს მითითება არ ნიშნავს იმას რომ უფლება გაქვთ სტატია გამოაქვეყნოთ!

ციტატირება თებ 28, 2010
18:18

ძალაინ მაღალფარდოვანი ახნები აქვს :D

ციტატირება თებ 28, 2010
19:07
giorgijg _ E55 ///AMG - პასუხი

da2na
მაშინ გამოდის რომ ყველა მოპარულია :matraxi: და წყაროს მითითება არ არის საჭირო ხო,რა აზრი აქვს მაინც მოპარულიაოდა :dasja: და რა უნდა გაგვიტყდეს ერთი ის მითხარი?… :rules:

ციტატირება თებ 28, 2010
19:16

დაკოპირებას მართლა რა მუღამი აქვს შენით რო დაწერ და ხალხი რო შეგიფასებს ეგ უფრო გისწორდება არ გავარტყი სხვა საიტიდან გადმოკოპირებას :D

ციტატირება თებ 28, 2010
19:39

აუ უცნაურის წესდებაში წერია, რომ ავტორებს აქვთ უფლება გადმოკოპირების, მაგრამ წყარო უნდა მიაწერონ აუცილებლად და ამ პოსტს აწერია ხო წყარო? თუ ვინმე რამე საინტერესოს წააწყდება რატომ არ უნდა გვანახოს ჩვენც ვერ ვხვდები რა. ეგრე თუ მიუდგები 97% დაკოპირებულია და არა მარტო აქ. კი ბატონო, კარგია როცა შენით წერ ან თარგმნი, მაგრამ თუ ქართულად შეგხვდა რამე საინტერესო და ამ საიტის შესაფერისი რა პრობლემაა აქაც თუ დაიდო ვერ ვხვდები რა?! და ეს ადმინების და ედითორების გადასაწყვეტია დაიდება თუ არა, რახან დაიდო ე.ი არ ირღვევა არაფერი. და ვინც არ იცის შეუძლია გაეცნოს უცნაურის წესდებას. :rules: და კიდევ, ამ პოსტის დოინჯიდან გადმოკოპირება არანაირ საავტორო უფლებებს არ არღვევს დამიჯერეთ რა! : P

ციტატირება თებ 28, 2010
19:45
giorgijg _ E55 ///AMG - პასუხი

- N.B
გმადლობთ დახმარებისათვის! :yes:
ToKo
დაკოპირებასაც აქვს გარკუვეული მუღამი…ნუ ეხლა შენით თუ დაწერ ეგ მართლა კარგი იქნება.

ჩემ თავზე ვიყტყვი მაგ:1 პოსტი მაქვს ჩემით დაწერილი და კომენტარებს რომ წერდნენ და მოსწონდათ მეც მიხაროდა რათქმაუნდა გადმოკოპირებულზე უფრო მეტად მაგრამ ყველა ვერ დაწერს თავისით და ეჭვი მეპარება რაღაც რომ უცნაურზე პოსტებს ვინც დებს თუნდაც 5% მათი დაწერილი იყოს!!!!! :rules:

ციტატირება თებ 28, 2010
20:00

giorgijg _ E55 ///AMG
5%ი კაი იყო :lol:

ციტატირება თებ 28, 2010
20:02

giorgijg _ E55 ///AMG

არაფერს. : )) არ შეიძლებოდა რა მეთქვა. :D :D

ციტატირება თებ 28, 2010
20:20

nat_nat
უუუუუუუუუმაგრესი პოსტია, დიდებული, საუკეთესო, იდეალური და აღარ მახსენდება მეტი სიტყვა……. ავტორო ნებისმიერი ზედსართავი სახელი, რომელსაც დადებითი შინაარსი აქვს, ყველა შენ და შენს პოსტს

თუნდაც იმიტომ არის ეს არასწორი რომ, ის ვინც ამ საიტზე გადმოაკოპირა პოსტი ავტორობას იბრალებს. აუ მოკლედ არ მომწონს და რა ვქნა (ისე მენდეთ რომ უცნაურს ჩემნაირი ფანატი ძალიან ცოტა თუ ეყოლება) საიტი ვარდნას განიცდის (ყოველშემთხვევაში ჩემ თვალში მაინც) რაც ძალიან მომწონს :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

ციტატირება თებ 28, 2010
20:21

მაპატიეთ “არ” გამომრჩა

ციტატირება თებ 28, 2010
20:39
giorgijg _ E55 ///AMG - პასუხი

თუნდაც იმიტომ არის ეს არასწორი რომ, ის ვინც ამ საიტზე გადმოაკოპირა პოსტი ავტორობას იბრალებს.

ვინდ დაიბრალა კაცო ავტორობა??? :dasja: რეებსა რომ წერ მანახე აბა სად წერია რომ ეს პოსტი ჩემი დაწერილია?… :rules: :god: :god: :god:

ციტატირება თებ 28, 2010
21:16

აუ კომენტარები დისკუსიების და გარჩევების ადგილი არ არის და წესდებას გადახედოს ყველამ რა…ავტორს კიდე შეეშვით არაფერი არ დაურღვევია.პოსტიც საინტერესო იყო.. :yes: :yes: :yes: :yes: :yes: .ჩვენი თაობის ყოველდღიურობასთან ძალიან ახლოს… თუ არ მოგწონთ არც უნდა დატოვოთ კომენტარი.. :dasja: :dasja: :dasja: :dasja:
da2na
შენ რო დადებ პოსტებს მაშინ ვნახოთ როგორც იჭიკჭიკებ კრიტიკაზე… :rules: :rules: :rules: :rules:

ციტატირება თებ 28, 2010
21:38

რო ვკითხულობდი სადღაც კუჭის თავთან მეტკინა!!! :D

ციტატირება თებ 28, 2010
21:51
GodsMacK - პასუხი

ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;

და ფილარმონია შენობის სახელი სანამ გახდებოდა მანამდეც არსებობდა როგორც სიტყვა და მნიშვნელობაც ქონდა ;) ისე კაი პოსტია და მაღიზიანებს სათითაოდ ყველა გამოთქმა…

ციტატირება თებ 28, 2010
23:57

დებილი თავი გაბია :lol: :D :D ამ დროს ერთი ჩემი მეგობარი ყოველთვის მაკეტინებს შეკითხვით : რომელი თავი? :tavi: :D :D

ციტატირება მარ 1, 2010
08:23
lasha_92 - პასუხი

საინტერესო იყო….

ციტატირება მარ 1, 2010
13:30

აღშფრთოვანებული ვარ, 24 წლის ვარ და ესეთები აღარ მახსოვს :) აშკარად ნაფტალინიანი ხუმრობებია :)
მე ავტორს კი არ მივუთითებ ვინც დაამატა, უბრალოდ სადღაცას ხო იდო და დააკოპირა :yes:
ეხლა სულ სხვანაირ ხუმრობებია… ვინც ჩემთან ერთად ხუმრობს, დიდი სტრესის გადატანა უწევს ხოლმე, ეგენი ლაითია :D

ციტატირება მარ 1, 2010
21:38
ნათუ - პასუხი

“შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით; <<< აი ამაზე ვიცინე :D :D

ციტატირება მარ 4, 2010
14:54

:) კაია მომეწონა :yes:

ციტატირება აპრ 25, 2010
09:02
birkalia1 - პასუხი

:aaa: :god:

ციტატირება აპრ 29, 2010
04:47

შეჩემა და ჩემიც შენა + დაგიმატა დისპეჩერმა <—— ეს როგორ გამოგრცჰათ ტოო :ukanali:

დაამატე კომენტარი

Security Code:


© 2008 - 2010 ყველა უფლება დაცულია | ბლოგის დიზაინი ეკუთვნის Zenverse.net