არქივი

როგორ გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა

e9a61963170c

“ის რასაც ადამიანს ვერ აპატიებდი?” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პასუხი ამ კითხვაზე არის “ტყუილი”. ალბათ ყველას გქონიათ სურვილი, რომ არასდროს არავინ არ მოგატყუოთ, დამიჯერეთ ამაზე ბევრად სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც გატყუებენ და შენ ეს იცი. სრულიადში წაიკითხავთ იმ მეთოდს რის მეშვეობითაც შეძლებთ “ადამიანის წაკითხვას” ანუ იმის გაგებას გატყუებთ ადამიანი თუ არა.

1)დაამყარე საბაზო კავშირი. საბაზო კავშირი ნიშნავს, ისწავლო ადმაინის ქცევა, ისეთ სიტუაციაში როდესაც იცი, რომ ის მართლა არ ტყუის. მაგალითად კითხე სახელი, კითხე დედამისის სახელი, მამამისის ასაკი, ან ისეთი რამე რაშიც არ დასჭირდება შენი მოტყუება. დააკვირდი და შეისწავლე როგორ იქცევა ასეთ კითხვებზე, შემდეგ შენ ადვილად შეამჩნევ ცვლილებას როდესაც, იგი შენს მოტყუებას შეეცდება.

2) მიაქციე ყურადღება სხეულის სხვა ნაწილებს. უყურე ხელებს, თითებს, ფეხებს. როდესაც ადამიანი გატყუებს, იგი ცდილობს თავის თავსა და შენს შორის შექმნას ბარიერი (მაგალითად შენ დაუსვი კითხვა, იგი წამით ჩაფიქრდა შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდო და სკამის საზურგეს მიეყუდა,  ან ცოტათი, შეუმჩნევლად უკან დაიხია.). ტყუილის დროს ადამიანი ხშირად ეხება სახეს,  თვალს, ყურს ცხვირს, ეს ნერვიულობის გამომხატველი ნიშნებია.

3)ფლირტი და სითბო. როდესაც ადამიანი ცდილობს მოგატყუოს, იგი ხშირად ფიქრობს შენს მოთაფვლაზე. შეიძლება შუა საუბარში შეგიქოს მაისური,  ან მანამ რამეს გეყვის ჯერ გითხრას რომ კარგად გამოიყურები. ან შენ დასმულ კითხვასთან გაიხსენოს ამბავი რომელშიც შენ გმირად გამოგიყვანს.

4) ლაპარაკის მანერა. დააკვირდი ლაპარაკის მანერას, თუ ადამიანი ძალიან წვრილმან დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად “დედაჩემი პარიზში ცხოვრობ, ხომ გიყვარს პარიზი, ეიფელის კოშკი? არ გინდა იქ წასვლა?” ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს რომ იგი გატყუებს, ცდილობს რაც შეიძლება მეტი არგუმენტი მოგიტანოს რომ დაგაჯეროს თავის ტყუილში. (რათქმაუნდა ეს ყოველთვის არა)

5) დააკვირდი ადამიანის თვალებს. ისინი ყველაზე მეტს გეტყვიან შენ. ტყუილის დროს ადამიანი არასდროს არ გიყურებს თვალებში, მისი მზერა გადატანილია რაიმე უმოძრაო საგანზე, რომ კარგატ შეძლოს კონცენტრაცია. ასევე ტყუილის დროს ადამიანის თვალები  მიდის ზევით და მარჯვნივ (შენგან მარჯვნივ). სიმართლის დროს კი ზევით და მარცხნივ. რადგან ადამიანის ტვინს მოგეხსენებათ ორ ძირითად ნაწილად ყოფენ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები. მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია შენი მოგონებების და იმ იმფორმაციის გასახსენებლად რაც უკვე იცი, ხოლო მარცხენა იმის მოსაგონებლად რაც ჯერ არ ყოფილა…

6)დაუკვირდი პასუხს. დაუკვირდი შენ კითხვაზე გაცემულ პასუხს. სიმართლის დროს ადამიანი ბევრს არ ფიქრობს სწრაფად გპასუხობს ყველანაირი შეყოვნების გარეშე. ხოლო ტყუილის დროს ადამიანი პატარა პაუზას აკეთებს, მაგალითად კითხვაზე :”გუშინ სად იყავი?” თუ ადამიანი გპასუხიბს : “მეე….?” “ჰმმ გუშინ?” ან რაიმე მსგავს ესეიგი ცდილობს მოგატყუოს და ტყუილის მოსაფიქრებლად დრო მოიგოს.

7)ტყუილის დამახასიათებელი თვისებები:

. ხშირად იმეორებს თქვენს კითხვაში დასმულ სიტყვებს.

. ცდილობს პირდაპირ პასუხს თავი აარიდოს.

. ხმის ტემპრის აწევა/დაწევა.

. საუბარს ზედმეტად წელავს.

. ბევრს ფიქრობს, სიჩუმეს ხშირად თვითონ არ არღვევს.

.  უჩვეულო დროს აკეთებს პაუზას.

8) სწრაფად შეცვალე თემა. შეეცადე თქვენი ლაპარაკის დროს სწრაფად შეცვალო თემა. შეეკითხე სხვა რამეს. მატყუარა შეცდებ ძველ თემას დაუბრუნდეს.  სახეზე აუცილებლად შეამჩნევთ ცვლილებას.

9)  დიალოგი. დღის განმავლობაში ორჯერ დაუსვი ერთი და იგივე კითხვა, მატყუარა ან დიდი პაუზის შემდეგ სიტყვასიტყვით იგივეს გაგიმეორებს ან რადიკალურად განსხვავებულ პასუხს გაგცემს.

10) დიალოგი. დიალოგისას ხშირად დაუსვით თემასტან დაკავშირებული კითხვა, მაგალითად თუ დიალოგი მიმდინარეობს ამინდზე და ხვდებით რომ მოსაუბრე გატყუებთ იმაში რომ მან იცის ხვალ რა ამინდი იქნება, კითხეთ: “გუშინწინ წვიმდა ხო? (ამ დროს თქვენ კი იცით რომ არ წვიმდა.). მატყუარა გიპასუხებთ. “კი. წვიმდა”. ამის მერე დაფიქრდება ფაიხსენებს რო არ წვიმდა და თავის პასუხს გადააკეთებს.

 

პ.ს.

ძალიან მომწონს როდესაც ადამიანებს ვაკვირდები, ვაკვირდები ჩემს მოსაუბრეს და ვხვდები რომ მატყუებს, ვხვდები და რაც უფრო ხანგრძლივია ჩვენი დიალოგი მით უფრო ვრწმუნდები მის ტყუილში. ტყუილი მისთვის ნარკოტიკივით არის, შეუძლია რომ არ მომატყუოს, მაგრამ ჩვევაში აქვს უკვე და უნდა რომ მე მოტყუებული ვიყო, მას ეს სიამოვნებს. მე კი უკვე რამოდენიმე თვეა ვისწავლე ხერხი თუ როგორ გამოვიცნო მისი ტყუილი,  ვამჩნევ რო მატყუებს  და მე მსიამოვნებს ის როცა ვხედავ რომ ის ტყუილებს იგონებს ვიცი და სულ ერთი სიტყით შემიძლია დავუმტკიცო ეს. :) დამიჯერეთ ეს მართლა ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

საკონკურსო პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button