არქივი

რა მოხდა სინამდვილეში

Image Hosted by ImageShack.us

ჰიტლერმა თავი მოიწამლა _ ლეგენდაა. ძირითადად, საბჭოთა ისტორიკოსების მიერ შეთხზული, თითქოს ჰიტლერმა ევა ბრაუნთან ერთად ძლიერმოქმედი შხამი დალია. სინამდვილეში 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერი მართლაც მოკვდა. 28 აპრილს საღამოს ფიურერმა მდივანს ორი ანდერძი უკარნახა _ პირადი და პოლიტიკური, რომლებშიც მითითებული იყო, რომ მისი და ევა ბრაუნის გვამები მათი სიკვდილისთანავე უნდა დაეწვათ.

29 აპრილის ღამეს ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა იქორწინეს. დილით ფიურერმა ორი უსიამოვნო ამბავი შეიტყო _ ბენიტო მუსოლინის სიკვდილით დასჯის და ბერლინის გარნიზონის განადგურების. სამხედრო თათბირის შემდეგ ჰიტლერი ერთგულ თანამებრძოლებს დაემშვიდობა. სამ საათზე პირში რევოლვერი ჩაიდო და თავი მოიკლა. შხამი კი ევა ბრაუნმა დალია.

ალექსანდრე მაკედონელი მისმა მეგობრებმა მოწამლეს _ ესეც ლეგენდაა. ყველაზე სარწმუნო ვერსიის მიხედვით ალექსანდრე მაკედონელს მალარია მაშინ შეეყარა, როცა ევფრატზე საირიგაციო სისტემის სრულყოფაზე მუშაობდა და ის ციებცხელებისაგან გარდაიცვალა.

მსგავსი ამბები

Back to top button