არქივი

სოდომისა და გომორის დაქცევა

2d5538aa7971

ბიბლიის მიხედვით, ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი აღგავა მიწის პირიდან ციდან გადმოსულმა ცეცხლმა.
უფლის რისხვა გამოიწვია ამ ქალაქების მცხოვრებთა უკეთურებამ და ყოვლად შემაზრზენმა ცოდვებმა. ღმერთმა გამოუცხადა აბრაამს, რომ სოდომი უნდა მოესპო. აბრაამი ლოცულობდა ამ ცოდვილი ქალაქისათვის და ღმერთიც დაჰპირდა, რომ არ მოსპობდა ქალაქს, თუ მასში 10 მართალი კაცი მაინც აღმოჩნდებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა.

სოდომში ცხოვრობდა მართალი ლოტი თავის ცოლითა და ორი ქალიშვილითურთ. ამ ქალაქში ღმერთმა ორი ანგელოზი გამოგზავნა ადამიანის სახით შემოსილნი. საღამო იყო. სტუმართმოყვარე ლოტმა შინ მიიწვია ისინი. მან არ იცოდა, რომ ანგელოზები იყვნენ ისინი.

ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ მოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი, ჭაბუკიდან მოხუცამდე, და გარს შემოეხვივნენ სახლს. და დაუძახეს ლოტს და უთხრეს მას: ”სად არიან კაცები, რომლებიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რათა თანავეყვნეთ მათ”. და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან და კარი გამოიკეტა და თქვა: ”ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას… ამ კაცებს ნუღარაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსულნი”… და კვლავ უთხრეს: ”უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად და სამართალს სჯი? ახლა შენ მასზე უარესს დაგმართებთ”. და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და ჩაკეტეს კარები. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს პატარიდან დიდამდე… უთხრეს ლოტს ანგელოზებმა: ”გავანადგურებთ ჩვენ ამ ქალაქს, რადგან ამაღლდა მათი ღაღადი უფლის წინაშე”… ხელი ჩასჭიდეს მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი სიბრალულის გამო და გაიყვანეს ისინი ქალაქის გარეთ… და უთხრა მათ ერთმა ანგელოზთაგანმა: ”ნუ მიიხედავთ უკან… მთას შეეფარეთ, თუ გინდათ, რომ გადარჩეთ”…

და ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს. და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი სოდომსა და გომორს და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ამოწყვიტა ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა. და მოიხედა უკან ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.

ვარაუდობენ, რომ ეს დაღუპული ქალაქები მკვდარი ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. დღესაც გამოიყენება გამოთქმა ”სოდომური ცოდვა” და აღნიშნავს გარყვნილებას, და იმ ცოდვასაც შეიცავს, რის გამოც ასე სასტიკად განრისხდა ღმერთი და, რომელიც ამ ბოლო დროს ძლიერ ვრცელდება მთელს ქვეყანაზე…

dfebfc3d7571

მსგავსი ამბები

Back to top button