არქივი

საბრძოლო ხელოვნება, რომელზეც არ გსმენიათ

ebe8f7c4ff62

საბძოლო ხელოვნებას ძალიან დიდი ისტორია გააჩნია და იგი წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ტრადიციის ქვეყანაში. აქ კი წარმოგიდგენთ საბრძოლო ხელოვნების იმ სახეებს, რომელთა შესახებ არ გსმენიათ.

დამბე

c60a87cb698d

დასავლეთ აფრიკაში არსებობს ჰაუსების ტომი. დამბე კი საკმაოდ საშიში საბრძოლო ხელოვნების სახეა, რომელიც დაფუძნებულია ბოქსის ტექნიკაზე და მოდის ძველი ეგვიპტიდან. დამბეს საბრძოლო ხელოვნებაში მთავარ იარაღად მხოლოდ და მხოლოდ მუშტი გვევლინება. მუშტებს იხვევენ სხვადახვა ქსოვილებით, შემდეგ კი უხეში თოკით. ფეხზე კი სქელ ჯაჭვს იბამენ. თანამედროვე დამბეს მონაწილები კი შეჯიბრის წინ ეწევიან მარიხუანას.

ბრძოლა წესების გარეშე

1b62911642e8

ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნებას ალბათ უნდა ერქვას: “დაასახიჩრე და მოკალი”. ზუსტად ასეთი სახელწოდება უხდება ამ სტილის ბრძოლად. ეს ტექნიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიგონეს მე-18-19 საუკუნეებში. იმ პერიოდში ყველაზე გავრცელებული მეთოდი თვალის ამოღება იყო. ბრძოლები კი ძალიან აგრესიული ხასიათის იყო. დადიოდა ჭორები, რომ მონაწილეები იქლიბავდნენ და ილესავდნენ კბილებს, რათა ბრძოლისას უფრო მარტივად ეკბინათ მოწინააღმდეგისათის ცხვირზე, ტუჩზე, ყურებზე და თითებზე. ამ საბრძოლო ხელოვნებას არანაირი წესი არ გააჩნია, ამიტომ მებრძოლთა დიდი ნაწილი ხშირად საკუთარ “მამაკაცურ ღირსებას” პირდაპირი მნიშვნელობით კარგავდნენ. 21-ე საუკუნეში ბრძოლა წესების გარეშე ისეთი პოპულარული აღარ არის, როგორც ადრე.

კალარი პაიატი

f680437c92ce

ეს საბრძოლო სისტემა ერთ-ერთ უძველესად გვევლინება. იგი ინდოეთის სამხრეთ რეგიონში, კარალიში ჩამოყალიბდა. საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობაში უამრავი სტილია, რომელიც გამოიყენება, როგორც უიარაღო ისე იარაღიან ბრძოლაში. ყველაზე ცნობილი სტილია მარმა არტი (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე ზემოქმედება). ამ ბრძოლის მეთოდის სრულყოფილ მცოდნეს შეუძლია მოწინააღმდეგის პარალიზება, ასევე მისი მოკვლა.

ოკიჩიტო

09aecf9a85a2

ოკიჩიტო ინდური საბრძოლო ხელოვნებაა. ერთ-ერთი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. ოკიჩიტოს დამაარსებლად ჯონ ლეპინი მოიაზრება. მასში გაერთიანებულია ინდური სულის სიმამაცე და აზიური საბრძოლო კულტურის ელემენტები. დარტყმები ისეა გათვლილი, რომ ხშირად შეიძლება იარაღით დარტყმული გეგონოთ. მსგავსი ტექნიკა აქვს აიკიდოსაც.

ბოკატორი

46329db4d149

თავად სიტყვა “ბოკატორი” ითარგმნება, როგორც “მებრძოლი ლომი”. ლეგენდის თანახმად, იყო ერთი ახალგაზრდა მოსწავლე, რომელმაც შეისწავლა კამბოჯური საბრძოლო ხელოვნება, ერთხელაც კი ლომის პირისპირ აღმოჩნდა. მოწინააღმდეგე მან ერთი ზუსტი დარტყმით დაამარცხა. ეს ტექნიკა, ისევე, როგორც მრავალი სხვა აზიური საბრძოლო ხელოვნება, დაფუძნებულია ცხოველების მოძრაობის გამეორებასთან. ბოკატორი სხვებისგან ვარჯიშითა და სისასტიკით გამოირჩევა. სწორედ ეს ითვლება ყველაზე რთულ ბრძოლის მეთოდად.

ლედრიტი

143017abd015

ეს საბრძოლო ხელოვნება თანამედროვეობას მიეკუთვბევა, მისი ფესვები კი მუაი-ტაიში უნდა ვეძებოთ. ლედრიტს ჩინეთის სამეფო არმიის მეომრები ეუფლებიან. მებრძოლები ეჩვევიან თავდასხმებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მათი დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად დააწვინონ მოწინააღმდეგე მიწაზე და მოკლან ერთი სასიკვდილო დარტყმით. ხშირად ცდიან სხეულის მაგარ ადგილებს, ხელის გულებს, მუხლებს და ა.შ. ლედრიტის მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის მოკვლა წარმოადგენს, მაგრამ ეს მიზანი სხვა მრავალ საბრძოლო ხელოვნებასაც ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ ლედრიტი პოპულარულია ჩინეთის საზღვრებს გარეთაც.

ციხის ტრიუკი

62776e335aed

სახელიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ საბრძოლო ხელოვნების ეს სტილი ციხეში იქნა გამოგონილი პატიმრების მიერ, რომლებსაც ხშირად სჭირდებოდათ ვინემსთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი ერთ-ერთი ურთულესი დავალებაა “შეაგროვე კარტი”. მსხვერპლმა უნდა შეაგროვოს 36 კარტი, მანამ, სანამ მას სცემენ.

სილატი

3585afe61879

ამ სახეობის დამაარსებლად ფილიპინელი, მალაიზიელი და სინგაპურელი თავებზე მონადირენი არიან. ეს საბრძოლო ხელოვნება მრავალ სტილს მოიცავს. სილატი კვლავ შეისწავლება სამხრეთ იაპონიაში, ასევე მალაიზიის არქიპელაგის სანაპიროებზე.

სისტემა

18de1a646ee9

საბრძოლო ხელოვნების მთავარი იდეოლოგიაა ადამიანის სხეულის ისეთ ნაწილებზე ზემოქმედება, როგორებიცაა” მუცელი, კისერი, იდაყვები და მუხლები. მრავალი წელი სწავლება მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ადამიანების სუსტი წერტილები. ვარჯიშები ძირითადად უიარაღოდ მიმდინარეობს, ხშირად რამდენიმე მეომარი ვარჯიშობს ერთად და თავს ესხმიან ერთმანეთს. დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე ტიპის იარაღი.

ბაკომი

d7d5806371c8

ბაკომის სამშობლოდ პერუ მოიაზრება. ეს ხელოვნება დაუნდობელია, რომლის მიხედვითაც მეომრებს მოწინააღმდეგეების მოკვლას ასწავლიან მოტყუებითი ტაქტიკებით, მაგალითად, დამალული იარაღით. ბოკამი ოფიციალურ საბრძოლო ხელოვნებადაა აღიარებული, რომელიც ჯიუ-ჯიცუს ელემენტებს მოიცავს. სხვა მრავალის მსგავსად, ამ სახეობაშიც იყენებენ დარტყმით უდარებს სასიცოცხლო ორგანოებზე. ყველაფერი კი ელვის სისწრაფით ხდება, რათა მოწინააღმდეგე ვერ მიხვდეს რა ხდება.

Back to top button