საკითხავი

ფაშიზმი და კომუნიზმი

ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ყველასათვის კარგად ცნობილი ორი სიტყვა 

ფაშიზმი:


პოლიტიკური მიმდინარეობა, წარმოიშვა იტალიაში, ფუძემდებელი: ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვეს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.
სადღეისოდ ფაშიზმი არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, ვისაც მსგავს იდეოლოგიასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ან უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდეურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ ან ტრანსნაციონალურ ნაციონალიცმს, ის წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ლიბერალულ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას.
არსებობს მოსაზრება რომ ლიბერალური დემოკრატიის მსოფლიო მასშტაბით განადგურების შემთხვევაში ფაშიზმი გამოძახილს ჰპოვებს თანამედროვე სამყაროში.

კომუნიზმი:


საზოგადოებრივი წყობა რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას. მისი ფეძემდებელია გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი.
მეოცე საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში, მათ შორის 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალიტური ბანაკის მეთაური და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იტვლებოდა ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ. ოთხმოციანი წლებითვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი კომუნიზმში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა. დღემდე გამოხატული კომუნისტური მმართველობა არსებობს ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, ლაოსში და კუბაზე.
კომუნისტებმა ასევე გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპაში. ტერმინი ევროკომუნისტი 70-იანი წლებისთვის გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია სამხრეთ ამერიკაში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close