არქივი

თანამედროვე საოცრებები

453d5141bb1a

1.ტორონტოს ტელეანძა  …
ტორონტოს ტელეანძა, ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა (CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება (გეოგრ. კოორდ. 43°38′33.24″N, 79°23′13.7″W). მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

ტორონტოს ტელეანძის მშენებლობა 1973 წლის 6 თებერვალს დაიწყო კანადის ნაციონალური რკინიგზის მიერ, რომელსაც მძლავრი ტელე-რადიო საკომუნიკაციო პლატფორმა სჭირდებოდა დიდ ტორონტოს რეგიონში, და ასევე ნაწილობრივ კანადის ინდუსტრიის სიმძლავრის დემონსტრირებისთვის. პროექტის ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ კომპანიები NCK Engineering როგორც სტრუქტურის ინჟინრები; John Andrews Architects; Webb, Zerafa, Menkes, Housden Architects; Foundation Building Construction და Canron (აღმოსავლეთის სტრუქტურის განყოფილება).

338afdae573c

პროექტზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა (შაბათ-კვირის გარდა) დაახ. 40 თვის განმავლობაში 1.537 მუშის მიერ და საბოლოოდ 1976 წლის 26 ივნისს გაიხსნა. სტრუქტურის მოკლეტალღოვანი მიმღებები შორეული სიგნალებისთვის 338 მეტრზეა დამონტაჟებული, ხოლო ტრანსმისიის ანტენა კი ანძის თავზეა მოთავსებული. მშენებლობა დაახ. $300 მილიონი კანადური დოლარი ($260 მილიონი აშშ-ის დოლარი 2005 წლის კურსით) დაჯდა და თვითღერებულება ამოღებულ იქნა 15 წელიწადში.

ლითონის კიბე 1.776 საფეხურით აღწევს სკაი-პოდის დონემდე (447 მ/147 სართული) და ყველაზე მაღალი ლითონის კიბეა დედამიწაზე. ეს კიბე მხოლოდ ავარიულ შემთხვევაში გამოყენების მიზნით არის დამონტაჟებული და საზოგადოებისთვის დახურულია, წელიწადში ორჯერ საქველმოქმედო მიზნებით ჩატარებული კიბეზე ასვლის ღონისძიებების გამონაკლისის გარდა. საშუალო ამსვლელი კიბის თავთან მიღწევას დაახ. 30 წუთს ანდომებს, ხოლო ყველაზე სწრაფი ამსვლელის რეკორდი დღემდე იყო 7 წუთი და 52 წამი.
ტელეანძის სათაურში აკრონიმი CN პროექტის წამომწყები კანადის ნაციონალური რკინიგზის (Canadian National Railway) აღმნიშვნელია. 1995 წლის პრივატიზაციის შემდეგ ანძა კანადის მიწათა კომპანიის (Canada Lands Company) საკუთრება გახდა. თუმცა ტორონტოს მოქალაქეების სურვილით ანძას ძველი სახელი დარჩა და ამჟამად აკრონიმი CN ოფიციალურად “კანადის ეროვნულს” ნიშნავს.

342 მეტრის ნიშნულზე შემინული სართული და პანორამის ღია სათვალთვალო ტერასა მდებარეობს. 346 მეტრის ნიშნულზე კი “ჰორაიზონს კაფეა” და დახურული სათვალთვალო დარბაზია. 360 მეტრის სიმაღლეზე მბრუნავი რესტორანი “360” მდებარეობს, რემელიც სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.

სკაი-პოდი (Sky Pod) მცირე დახურული პლატფორმაა 447 მ. სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი პანორამული სათვალთვალო დეკია. აქედან მოწმენდილ ამინდში ხედვადობა 120 კმ-ს აღწევს და ონტარიოს ტბის გაღმა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქ. როჩესტერის სილუეტის დანახვა შეიძლება.
1995 წელს ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებამ ტორონტოს ტელეანძა თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად დაასახელა. ის ეკუთვნის უდიდესი კოშკების მსოფლიო ფედერაციას. 1996 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოს უმაღლეს შენობად და ცალკე მდგომ სტრუქტურად” დაასახელა და ნაგებობა დღემდე ინარჩუნებს ამ ტიტულს.

4a085cbf7eba

არსებობს სხვა უფრო მაღალი სტრუქტურები, თუმცა მათ ცალკე მდოგომი ნაგებობის სტატუსი არა აქვთ. გამონაკლისია პეტრონიუსის ტაუერი (ნავთობ პლატფორმა), რომელიც 645 მეტრისაა და უმაღლესი ცალკე მდგომი სტრუქტურაა, თუმცა მისი თავის გარდა ის მთლიანად წყალქვეშაა. ბურჯ დუბაი, რომელიც 2008 წელს უნდა დასრულდეს, შენობის დეველოპერთა მტკიცებით, ტორონტოს ტელეანძას გაუსწრებს სიმაღლით

2.გოლდენ გეიტი (ხიდი)

d35374085515

გოლდენ გეიტ ბრიჯი (Golden Gate Bridge – ოქროს კარიბჭის ხიდი) დაკიდული ხიდია გოლდენ გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრზე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი – 0,91 მ.

08c4709a913f

გოლდენ გეიტ ბრიჯი ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულების ჟამს 1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ (ნიუ-იორკი).

71bd653d46f8

3.დელტაპროექტი

d21a3d58271f

დელტაპროექტი (ჰოლ. Deltawerken) — მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემა განხორციელებული ნიდერლანდში 1953 წელს ჩრდილოეთის ზღვის დატბორვით გამოწვეული ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

c319e772409e

1953 წელს ჩრდილოეთის ზღვამ ნიდერლანდში ჯებირები და წყლის სამაგრი კედლები გაარღვია და ქვეყნის თითქმის მთელი სანაპირო ზოლი დატბორა. შედეგად დაიღუპა 1835 ადამიანი, ხოლო ევაკუირებულ იქნა 70.000. დაიხრჩო 10.000-მდე პირუტყვი და 4500 შენობა განადგურდა. საპასუხოდ ნიდერლანდის მთავრობამ შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისგან დამცავი პროექტი, რომელიც მოიცავს 10.250 მილის სიგრძის ჯებირებს (1500 მილი პირველადი და 8750 მილი მეორადი ჯებირი) და 300 ნაგებობას. ეს ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საინჟინრო პროექტი იყო. პროექტმა ოკეანისგან 13 ესტუარის იზოლაცია მოახდინა. ამასთან დაახლოებით 1650 კვ. კმ მიწა გამონთავისუფლდა ზღვისგან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button