არქივი

ქალის თმის ფერის საიდუმლო

a59f15bb6ab7
თურმე [მამაკაცებო] მადილოსნის ბუნების გამოცნობა შესაძლებელია მისი თმის ფერითაც, არა აქვს მნიშვნელობა, შეღებილია თმა თუ ნატურალური.. ასე რომ სრულიადში შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე თმის ფერი და შესაბამისად მანდილოსნის ბუნების საიდუმლოებანი…

3f4e8b987d20
ჟღალთმიანი (ანუ რიჟა)

ჯიუტი და თავმოყვარეა. უყვარს სარკასტული გამონათქვამები. მისდევს სპორტს და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ზოგჯერ მამაკაცებსაც კი ეჯიბრება. ნებისმიერ საქმიანობაში ლიდერის თვისებებს ავლენს. თუ ჟღალთმიანს ოთხკუთხედი სახის ფორმა ააქვს , საუკეთესო მძღოლი და თანამშრომელია. შრომისმოყვარეა და წარმატერბებს ნებისმიერ სფეროში აღწევს. რაც შეეხება ოვალური სახის ფორმის მქონეს, ის მეოცნებეა, ასეთი სახე პოეზიის მოყვარულ ქალს აქვს, ლექსებს თავადაც წერს. ხშირად რისკავს და დაუფიქრებლად მოქმედებს. ჟღალთმიანებს უყვართ ცხოველები (განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები) და ფრინველები. ფერებიდან უპირატესობას ცისფერს, ფორთოხლისფერს, მწვანესა და შავს ანიჭებენ.

7e478aafa924
წაბლისფერთმიანი
მხიარული და ნიჭიერი ქალია. უყვარს მოგზაურობა , ზედმეტად კომუნიკაბელურია და მეგობრებს ადვილად იძენს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი არ უყვარს. ყველაფერს სწრაფად ითვისებს. შრომისმოყვარე და გაწონასწორებულია. ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ვარჯიშობს და დიეტას იცავს. მუქთვალება, წაბლისფერთმიან ქალს ტექნიკური საგნები და პროფესია იზიდავს, ცისფერთვალებას-ჰუმანიტარული.

6d2666340465
ქერათმიანი
კეთილი, რბილი ხასიათის , მეოცნებე, მელანქოლიური ადამიანია. სიყვარულში ერთგულია. ნებისმიერ წვრილმანზე შეუძლია იტიროს, ოსტატურად ცსრუობს. მუშაობით მაინცდამაინც თავს არ იკლავს , მაგრამ თუ კარგი კოლეგა შეხვდა , მისი მიბაძვით , თავადაც კარგი თანამშრომელი იქნება. სენტიმენტალურია. ფერებიდან უპირატესობას ვარდისფერს, სალათისფერსა და ცისფერს ანიჭებს. მეოცნებეა, ხშიად ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ თუ მიზანი დაისახა , ნებისმიერი ხერხით მის მიღწევას შეეცდება.

ec2e572b9854

შავთმიანი
ძლიერი, სერიოზული და ჭკვიანი ქალია. სამსახურში ლიდერის ან ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. საუკეთესოდ ერკვევა პოლიტიკაში. ყველაზე რთულ პროექტებსაც კი დამოუკიდებლად ახორციელებს . თეთრი პირსახის , შავთმიანი ქალი კარგი დიასახლისი და მეოჯახეა . სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება შეუძლია, მაგრამ ქორწინებას არ ჩქარობს. მკაცრად და გემოვნებით აცვია. უყვარს შავი , თეთრი და წითელი ფერები.

Etheria – 1 min extract by northstarmusic

Iako Marshava | შექმენი შენი ემბლემა
100000665593213.2043.394980195

მსგავსი ამბები

Back to top button