უცნაური

გამოთქმა ”თავს შემოგევლე”

 12ql1ss6

ეს გამოთქმა შემორჩენილია ძველი დროიდან.. ადრე ავადმყოფისათვის თავზე რომელიმე ცხოველის შემოვლება სცოდნიათ. თითქოს ამით სნეულება თავზე შემოვლებულ ცხოველს გადაეცემოდა და ავადმყოფი განიკურნებოდა. შემდეგ ამ ცხოველს მსხვერპლად სწირავდნენ _ კლავდნენ, უფრო ადრე კი ადამიანის მსხვერპლად შეწირვაც სცოდნიათ.
ამრიგად, გამოთქმა „თავს შემოგევლები¨, ნიშნავს: მსხვერპლად შეგეწირები, თავს გავწირავ შენთვის, მზად ვარ შენი ყოველგვარი გასაჭირი და ავადმყოფობა ვიტვირთო.

მსგავსი ამბები

Back to top button