გასართობისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო რჩევები


ბრძნული რჩევებია

1. კარგია თუ იცი რა უნდა თქვა, მაგრამ უკეთესია თუ ისიც იცი, როდის თქვა და სად !!!

2. თუ გინდა საკუთარი ნერვები წესრიგში გქონდეს, გაუფრთხილდი სხვის ნერვებს !!!

3. წლებმა თავისი წაიღონ, მაგრამ ეცადე შენი არ გაატანო !!!

4. უსაქმურობას თუ პროფესიად გაიხდი, კვალიფიკაციის ამაღლებას მაინც ნუ ეცდები !!!

5. თუ ხელქვეითები ყველაფერში მშვიდად გეთანხმებიან, მშვიდათ ნუ დაიძინებ !!!

6. მეზობელი თვალის სინათლეა, მაგრამ დრო და დრო თვალი გააპარე მისკენ, ფანჯარასთან კედელი არ ამოგიშენოს !!!

7. თუ არავის დაუჯერებ ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ ვერც იმით გააკეთებ რამეს, თუ ყველას დაუჯერებ !!!

8. თუ გითხრეს სანთელივით კაცი ხარო, სანთელივით ნუ დაიღვენთები !!!

9. თუ ისეთი საჩუქარი ვერ იშოვე რომ გააკვირვო ის ვისთანაც ხარ დაპატიჟებული, მიდი უსაჩუქროდ, ამაზე გასაკვირი და დასამახსოვრებელოი არაფერი იქნება !!!

10. სიყვარული თუ თავისით მიდის და მოდის , შენ რისი მაქნისი ხარ ?!

11. ღვინის სმაში ნურავის შეეჯიბრები, თორე გამარჯვება შეიძლება მიქელგაბრიელმა მოგილოცოს !!!

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close