არქივი

ჩაი წამლების კონკურენტი

f232dc9a7377

ცოტა რამ ჩაის შესახებ 

ეს ჯადოსნური სასმელი სიცივეში ათბობს და სიცხეში აგრილებს, ამშვიდებს და ენერგიით მუხტავს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას იძლევა. ჩაი განსაკუთრებით აუცილებელია გაციების სეზონში.

იგი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების უშრეტი წყაროა. მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს გაციებისა და ხველების საწინააღმდეგო წამლებს.

ცაცხვის ჩაის ოფლმდენი და სიცხის დამწევი ეფექტი აქვს. სწორედ ეს თვისებებია აუცილებელი გაციების დროს. გარდა ამისა, ცაცხვის ჩაი შეგიძლიათ ანგინის დროს ყელში გამოივლოთ. ცაცხვში შემავალი ნივთიერებები დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. სასმელის მომზადება ადვილია. 1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ერთი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით და 10 წუთი გააჩერეთ.

შავი ანწლის ჩაი შესანიშნავი ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და სადეზინფექციო საშუალებაა. ასეთი ჩაი რაც შეიძლება ცხელი უნდა დალიოთ, თანაც 2–3 ფინჯანი. მას ასე ამზადებენ: ანწლის კენკრას რეცხავენ და ცივ წყალს ასხამენ, ცეცხლზე დგამენ და ადუღებამდე მიჰყავთ. შემდეგ წურავენ და თაფლს უმატებენ.

ჩაი ტემპერატურის დასაწევად. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ ასკილის ნაყოფის ნახარში თაფლით ან ჭინჭრის ნახარში თაფლითა და ლიმონით. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა, ლიმონის წილაკები არა ადუღებულ, არამედ თბილ ჩაიში ჩადოთ და მაშინვე დალიოთ. ეს წესი ნებისმიერ ვიტამინურ სასმელზე ვრცელდება. ასევე არ ღირს კენკრაზე მდუღარე წყლის დასხმა.

ექინაციის ჩაი იმუნიტეტს აძლიერებს. ექინაცეა არამხოლოდ ორგანიზმის დამცავ ძალებს ამაგრებს, ასევე გაციების საწინააღმდეგო მშვენიერი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა. თუ თავი უქეიფოდ იგრძენით, ამ მცენარის ჩაი გამოჯანმრთელების პროცესს საშუალოდ 3–4 დღით დააჩქარებს. ექინაცეა გაციების და გრიპის გამომწვევ მიკროორგანიზმებს ანადგურებს. სურდო, ხველა რომ დაივიწყოთ და იმუნიტეტი აიმაღლოთ, ასეთი ჩაი რეგულარულად სვით.

მსგავსი ამბები

Back to top button